თავი 26

1.8K 140 19
                                    

- საუბარი არ დაგვისრულებია!- ჰარიმ ხელი მომკიდა და ჩემს ოთახში შემათრია.

- გამიშვი!- გავიბრძოლე.

- მასთან ერთად არ წახვალ!- მკაცრად მითხრა.

- ეს შენ არ გეხება!- შევეცადე მკაცრად მეთქვა პასუხი.

- დიახაც რომ მეხება!- მისგან განვთავისუფლდი და უკან დავიხიე.

- რა გინდა ჰარი?

- შენ!- ეშმაკურად გაიღიმა და ჩემკენ დაიძრა.

- არ მომიახლოვდე!

- რატომ? გეშინია?- გაიღიმა

- ჰარი უბრალოდ შემეშვი! რატომ არ გინდა გაიგო , რომ მე ჯასპერთან ერთად ვარ?
მე მასთან ბედნიერი ვარ!

- არა!- სახე უცებ დაასერიოზულა და ერთ ადგილზე გაჩერდა.

- კი! ის ჩემი შეყვარებულია!- უკან შეტრიალდა კარები გააღო და ოთახი დატოვა.
გამიკვირდა მისი ასე უბრალოდ წასვლა ,მეგონა ისევ წინაამდეგობას დაიწყებდა , მაგრამ მოხარული ვარ რომ ესე არ მოხდა.
ამოვიოხრე და მომზადება დავიწყე. ნამდვილად არ მინდოდა ახლა სადმე წასვლა , მაგრამ ჯასპერს უარს ვერ ვეტყოდი.

ქვემოთ ჩავედი.

-წავედით- ვთქვი.

- უხასიათოდ რატომ ხარ?- მკითხა მზურნველი ხმით.

- არ ვარ.

- ჰარი გაბრაზებული წავიდა სახლიდან და თან მისი მეგობრებიც წაიყვანა.

- გასაგებია. ახლა წავიდეთ.- სახლიდან გამოვედით და პირდაპირ  ჯასპერის მანქანისკენ წავედით.

***
ბევრი ვიარეთ და ვიხალისეთ. მასთან ყოფნის დროს ჰარისთან მომხდარი სრულიად გადამავიწყდა.
საღამო ხანს უკვე მანქანაში  ვიჯექით და სახლისკენ მივდიოდით..
უეცრად ჩემმა ტელეფონმა დარეკა.

- ჰეი... რაღაც თხოვნა მაქვს- თქვა ჯემამ

- რა ხდება?

- კლუბში ვართ და მინდა ,რომ შენც მოხვიდე.. გთხოოოვ

-კარგი. მე და ჯასპერი მალე მოვალთ.

 I'll never fall in love with you(დასრულებული)Where stories live. Discover now