თავი 30

1.7K 108 37
                                    

- ყველაფერი მომიყევი-ცივი ხმით ვუთხარი.

-ელისაბედ გთხოვ მაპატიე.. მე..- შევაწყვეტინე.

- უბრალოდ ყველაფერი თავიდან დაიწყე. რატომ წახვედი? ან ახლა რატომ დაბრუნდი?

- არ ვიცი როგორ გითხრა..- ორჭოფობდა და ხელებს ერთმანეთში ხლართავდა. ეტყობოდა , რომ ძალიან ნერვიულობდა.

- გთხოვ.. სიმართლე მჭირდება- ხმა ცოტა დავარბილე

- გული გეტკინება..

- გავუძლებ. ადრეც  გამომიცდია- ვთქვი და თავი უხერხულად ვიგრძენი ამის გამო. ჰარი ალბად ამას მიხვდა და ხელი უფრო ძლიერ მომიჭირა.

- შენთან ვარ..-ყურში ჩამჩურჩულა.

- როდესაც მე და მამაშენი ახალი დაქორწინებულები ვიყავით მან მიღალატა..- ამოიოხრა- მე შვილის გაჩენა არასდროს არ შემეძლო და ეს ყოველთვის დიდ ტკივილს მაყენებდა ლისა.- თვალებში ცრემლი ჰქონდა ჩამდგარი.  თითქოს მივხვდი საუბარი საითან მიჰყავდა, არ მინდოდა გაეგრძელებინა მაგრამ ეს აუცილებელი იყო
უნდა გამეგო ერთხელ და სამუდამოდ სიმართლე- როგორც გითხარი მან მიღალატა, მასთან გაშორება მინდოდა , ამ დროს კი შენ მოგიყვანა სახლში. მე.. უბრალოდ ვერ შევძელი შენი მიტოვება. როგორც საკუთარი შვილი ისე შეგიყვარე.. - ამოიოხრა და განაგრძო-  როდესაც მეორედ გააკეთა, ეს ვეღარ ავიტანე და განქორწინება გადავწყვიტე.. შემდეგ კი უეცრად ის კატასტროფა მოხდა.. მამაშენი დაიღუპა მე კი სასწაულებრივი გზით გადავრჩი. - დადუმდა ,მაგრამ მალევე განაგრძო- მე.. უბრადლო ვერ ავიტანე ლისა.. ამ ღალატმა ისევ ის დიდი ტკივილი გამახსენდა , რომელიც თავიდან განვიცადე.. მე არ შემეძლო აქ დარჩენა- ტირილი დაიწყო.

არ ვიცი რამდენი ხანი ვიჯექი გაუნძრევლად ,მაგრამ ვხვდებოდი , რომ ტირილის გამო უკვე ძალა საერთოდ აღარ მქონდა. ჰარის კი ერთი ხელი წელზე ჰქონდა შემოხვეული მეორე კი ჩემს ხელზე ედო.

 I'll never fall in love with you(დასრულებული)Where stories live. Discover now