თავი 17

1.9K 120 24
                                    

ჩემმა ტელეფონმა დარეკა , ხელში ავიღე და ეკრანს დავაკვირდი.
ვერ გადამეწყვიტა მეპასუხა თუ არა.
რა უნდა მეთქვა მისთვის?

საბოლოოდ მაინც გადავწყვიტე , რომ მეპასუხა.

- გისმენ დეი..- შევეცადე მხიარული ხმა მქონოდა- რატომ მირეკავ?

- ოჰ ლისა , შენზე ვდარდობდი- იმედი მაქვს ჯემამ არ დაურეკა და რამე არ უთხრა- შენმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა , რომ მასთან რჩებოდი.

- ჩემმა მეგობარმა?- გამიკვირდა.

- ჰო. მგონი ლუისი ერქვა.

- ჰო დეი.. მასთან დავრჩი. ხომ არ ბრაზობ , რომ არ დაგირეკე?

- არა არ ვბრაზობ დამშვიდდი- ზუსტად ვიცი ახლა იღიმის- სახლში მალე მოხვალ?

- არ ვიცი.  შეგატყობინებ.

- ჯეკი იყო აქ მოსული და გიკითხა. ვუთხარი რომ შენს  მეგობარ ლუისთან დარჩი.

- ჯეკი?.- გამიკვირდა- აამ.. კარგი დეი.. ახლა უნდა გავთიშო- ვთქვი და ტელეფონი მაშინვე გავთიშე.

-ჯეკი აქ მოდის- ვთქვი.

- ოჰ..

- შენი აზრით ყველაფერი იცის?- ვკითხე

- არ ვიცი.. მაგრამ ვფიქრობ , რომ უფლებაა აქვს იცოდეს , ის შენი საუკეთესო მეგობარია.

- მართალი ხარ..

-კლარისას ეტყვი?

- არ ვიცი ლუი.. თქმა არ მინდა.. მინდა ყველაფერი დავივიწყო.

- ეს რთული იქნება კნუტო- სევდიანად გამიღიმა- ჰარი ბენის შვილია. თუ კლარისა და ბენი დაქორწინდებიან შენ მათთან ერთად მოგიწევს ცხოვრება.

- აქედან წავალ ან ცალკე გადავალ საცხოვრებლად.- ამოვიოხრე.

- ძლიერი ხარ..

- არ ვარ ლუი.. არ ვარ.. - თავი ჩავხარე.

- დამიჯერე ხარ- გამიღიმა.

კარებზე ზარი გაისმა.

- მე გავაღებ- ლუი ფეხზე ადგა და კარებისკენ წავიდა.
სახლში გამწარებული ჯეკი შემოვიდა.

 I'll never fall in love with you(დასრულებული)Where stories live. Discover now