თავი 33

1.4K 109 43
                                    


მე დ ჰარი კლუბში შევედით და დანარჩენების ძებნა დავიწყეთ. დიდი დრო არ დაგვიკარგავს რადგან მალევე ვიპოვეთ  ჩვენი მეგობრები..

- ჰეი..- მივესალმე მათ და გადავკოცნე.

- გაიცანით ეს ლიზაა- თქვა ლიამმა. გოგონასკენ გავიხედე და  გავონგდი.

- ლიზა?- წამოვიყვირე. მისკენ წავედი და ძლიერ ჩავიხუტე.

- ღმერთო ელისაბედ როგორ მომენატრე- მანაც მომხვია ხელები. არასდროს არ მეძახდა ლისას , ყოველთვის სრული სახელით მომმართავდა.

-მეც ძალიან მომენატრე..

- თქვენ ერთმანეთს იცნობთ?- იკითხა ლუიმ.

-ჰო ლუუ..- გამეცინა.

- საიდან?- ამჯერად ჰარიმ იკითხა.

-ის.. ამ..- არ ვიცოდი როგორ მეთქვა რადგან თუ იმ ადამიანის სახელს გაიგებდა გაბრაზდებოდა.

- ჯემა და ჯეკი სად არიან?- ვიკითხე.

- მალე მოვლენ- თქვა ზეინმა

-ის არ გითქვიათ საიდან იცნობთ ერთმანეთს.- ჩამეძია ლიამი.

- ლიზა ნიკის და არის..- ვთქვი.

- ნიკის?!- შეიცხადა ჰარიმ.
ნამდვილად დაეტყო რომ ნიკოს ხსენებამ გააბრაზა.

- ჰო..- ახლოს მივედი და ხელი ხელზე მოვუჭირე , შემდეგ კი დავიხარე და ჩავჩურჩულე- დამშვიდდი..გთხოვ- იქვე ვაკოცე.

- ოჰ პატარავ..- ამოიოხრა, ხელი მომკიდა და ჩამეხუტა..

ყველანი სავსხედით და საუბარი დავიწყეთ.

- ძალიან უცნაური იყო ჩვენი შეხვედრა-თქვა ლიზამ.

-როგორ? ლიამმა თქვა რომ კაფეში შეგხვდა.

-დაახლოებით ეგრე იყო- დაიწყო სიცილი- ერთმანეთს დავეჯახეთ  , მე ცხელი ყავა გადავასხი მაისურზე მან კი ჩაი. ჩხუბი დავუწყე ის კი თავდახრილი იდგა და ჩემს ყვირილს უსმენდა.. საყვარელი იყო- თქვა ლიზამ და გაიცინა.
ლიამს შევხედე , რომელსაც ძალიან ესიამოვნა ლიზასგან მოსმენილი სიტყვები.

 I'll never fall in love with you(დასრულებული)Where stories live. Discover now