თავი 27

1.9K 135 18
                                    

გაღვიძებისთანავე გოგონა გრძნობს მის ირგვლივ ძლიერ მკლავებს რომლებიც ეხვევა და განძრევის საშუალებას არ აძლევს.

თავს სწრაფად ატრიალებს ამ ადამიანისკენ და იქ ჰარის ხედავს. თავიდან უკვირს , მაგრამ მალევე იხსენებს წინა ღამეს მიმხდარს.
გულში დიდ დარტყმას გრძნობს.
შეიძლება მას ჯასპერი არ უყვარდა , მაგრამ მასთან თავს მაინც კარგად გრძნობდა. ვერასდროს იფირქრებდა , რომ ის ასე მოექცეოდა.
გონებაში ბევრჯერ სცადა მისი გამართლება , მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
რაც არ უნდა მომხდარიყო ამას ვერ აპატიებდა ბიჭს.

უკვე ორჯერ. ორჯერ გაუტეხეს მას საყვარელმა ადამიანებმა გული. შეიძლება ჰარის ჯასპერის მსგავსი საქციელი არ ჩაუდენია , მაგრამ  სტაილსის შეცდომა ლისასთვის მაინც ძალიან მტკვინეული იყო.
ახლა ვის შეუძლია ენდოს?
ნუთუ ყველა იმედს გვიცრუებს საბოლოოდ?

გოგონამ ფიქრების გასაფანტად თავი გააქნია და შემდეგ განთავისუფლებას შეეცადა , მაგრამ ყველა მცდელობაში ჩაფლავდა.
ბიჭს იმდენად ძლიერად ჰყავდა გოგონა ჩახუტებული , რომ ლისას ცოტა სუნთქვაც კი უჭურდა.

ისევ გაიბრძოლა , მაგრამ არაფერი.
ბიჭი შეირხა , თვალები ზანტად გაახილა და გოგონას დარცხვენილ სახეზე ჩაეღიმა.
ესიამოვნა ნაცნობი , აწითლებული ლოყების დანახვა.

- დილამშვიდობის- თქვა ბიჭმა და გოგონა უფრო ჩაიხუტა.

- ამ.. ჰარი.. მე..- ლისა სიტყვებს ერთმანეთს ვერ აბამდა.

- უბრალოდ გაჩერდი, მინდა ჩაგეხუტო..- ჰარიმ მძიმე ხმით ამოთქვა და მისი საყვარელი სურნელი შეისუნთქა- ჯანდაბა როგორ მენატრებოდი..- დაიჩურჩულა.

- რა?- ლისას გაუკვირდა მისი სიტყვები.

- მენატრებოდი- ისე თქვა ვითომ არაფერი- შენი ჩახუტება და კოცნა მენატრებოდა , რომელიც დიდიხანია რაც არ მღირსებია-ბოლო სიტყვებზე ჩაეღიმა.

 I'll never fall in love with you(დასრულებული)Where stories live. Discover now