თავი 24

1.9K 128 48
                                    

უკვე ნახევარი საათია რაც კარადასთან ვდგავარ და ვცდილობ რამე ლამაზი ავარჩიო.

ტუმბოზე დადებული ტელეფონი ავიღე და ჩემს გადამრჩენელს დავურეკე.

- ჯეკ უნდა დამეხმარო..
-რა ხდება?- სიცილით მითხრა.
- ვერ გადავწყვიტე რა ჩავიცვა.- დავიბუზღუნე მან კი სიცილი დაიწყო- ნუ დამცინი.
- მაშინ შენთან მოვალ და რამეს ავარჩევთ.
- კარგი გელოდები.

ნახევარსაათში უკვე ჯეკი ჩემს სახლში იყო.

- მგონი ეს ჯობია?- ამბობს და წინ წითელ კაბას მიტრიალებს.

- არა ეგ არ მომწონს.

- მოგიხდება.

- არა- ვჯიუტდები.

- მაშიიიინ- სიტყვა გაწელა- აი ეს- კარადიდან მოკლე ღია ფერის გაბა გამოიღო.

- ეს მომწონს..- ვიღიმი..

- როგორც იქნა ჩვენს პრინცესას რაღაც მოეწონა- გაიცინა.- კარგი მე ჯემას უნდა გავუარო , ამიტომ წავედიი.

- კარგი საღამომდე- ჩავეხუტე და გავაცილე.

ჩემს ოთახში ავედი და საღამოსთვის მზადება დავიწყე.
კაბა ჩავიცვი , ცოტა მაკიაჟი გავიკეთე და თმები გავიშალე.
ჩემი თავით კმაყოფილი დავრჩი.

Jasper:
ლისა მოვედი♡ :).

ჩანთას ხელი დავავლე და ოთახიდან გავედი.

-კარგად გაერთე.

- მადლობა დეი- გავუღიმე და სახლი დავტოვე.

- ძალიან ლამაზი ხარ- მითხა ჯასპერმა და ლოყაზე მაკოცა.

- მადლობა -გავწითლდი მან კი გაიცინა ამის გამო.
ჯასპერიც ძალიან სიმპატიური იყო. შავი მოტკეცილი შარვალი ეცვა  და ლურჯი მაისური , რომლის რამდენიმე ღილი გახსნილი ჰქონდა და მკერდის ნაწილი მოუჩანდა.

- თუ ჩემს ყურებას მორჩი იქნებ წავსულიყავით- გაიცინა ,მე კი სირცხვილისგან აღარ ვიცოდი სად წავსულოყავი- კარგი კარგი დაწყნარდი- მოვიდა და ლოყაზე მიჩქმიტა- წავედით.

 I'll never fall in love with you(დასრულებული)Where stories live. Discover now