ᝰchapter 23ᝰ

48 16 1
                                    

–სალამი, სუჯინ, – გაბადრული მივესალმე ოთახში შემოსულ ომეგას. ახალ ამბებს ვუსმენდი და თან ჩიპსსა და დაჭრილ ვაშლს მივირთმევდი.

პასუხად სუჯინმა ძუნწად გამიღიმა.

–ჰოსოკი სად არის? – ვკითხე პაუზის შესავსებად, რადგან სუჯინი იქვე სავარძელში ჩაჯდა, ტელევიზიის განრიგი აიღო და დაუდევრად დაუწყო ფურცვლა.

– მოდის, – მიპასუხა მშრალად. ჩემთან ლაპარაკი ეზარებოდა და განგებ ზედაც არ მიყურებდა. მერე ჩემი ჩიპსის ჯამში ჩაყო ხელი და ხრამუნი დაიწყო.

– რატომ არ მოვწონვარ ჰოსოკს? – ვკითხე მისი უხეშობით გაღიზიანებულმა. გადავწყვიტე, პირდაპირი ვყოფილიყავი და გამომეწვია.

სუჯინმა შემფასებლურად გადმომხედა და მხრები აიჩეჩა: – იმიტომ, რომ ადამიანი ომეგა ხარ.

– მერე რა?

– ის, რომ აქ არ უნდა იყო ომეგავ, – მითხრა და ისევ ჟურნალში ჩარგო თავი.

– როგორც იცი, ჩემი სურვილით არ მოვსულვარ აქ, – შევახსენე. ისევ მხრები აიჩეჩა.

– და, სხვათა შორის, ერთ დროს შენც ადამიანი იყავი ომეგავ, – დავუმატე ხმადაბლა.
სუჯინმა შემომხედა და სახეზე აშკარად გამოესახა ცივი სიძულვილი.

– კიდევ ერთხელ ახსენებ ამას და ამ სახლში ერთით ნაკლები ბინადარი დარჩება, – დამემუქრა.

ერთმანეთს ჯიქურ შევხედეთ. მერე ჰოსოკი შემოვიდა ოთახში. მე ავდექი და სწრაფი ნაბიჯით გავედი, ვიდრე ამ საძაგელ დიალოგში ისიც ჩაებმებოდა. დერეფნის კუთხიდან კიდევ ერთი ცივი მზერა ვტყორცნე ომეგა ვამპირს.

– კე პასო? – გავიგონე. ალფა ეკითხებოდა: რა მოხდა?

პასუხს აღარ დაველოდე და საძინებლის კარი დავხურე. ვერ გამეგო, რა პრობლემას ხედავდა სუჯინი ამ ყველაფერში. რა იყო ცუდი ომეგა ალუკად ყოფნაში? ჩემთვის ისინი დიდად არ განსხვავდებოდნენ ლამიასგან, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ ჯერ ისევ ვსწავლობდი და უამრავი რამ იყო ამ ბნელ სამყაროში, რომელშიც ჩემი სურვილის გარეშე აღმოვჩნდი, რაზეც წარმოდგენა არ მქონდა.

ᝰFIRST HUNTᝰOnde as histórias ganham vida. Descobre agora