ᝰchapter 15ᝰ

49 16 14
                                    

სახლში დაბრუნებულს იუნგი სასტუმრო ოთახში დამხვდა, ჰოსოკს ესაუბრებოდა. ჰოსოკმა დამინახა თუ არა, წამოხტა და სხვენის კიბეზე ავიდა. იუნგიმ გამომხედა და გამიღიმა, თუმცა დაძაბული ჩანდა. შევამჩნიე, სახეზე კიდევ უფრო გაფერმკრთალებულიყო.

–კარგად ხარ? – მკითხა მან.

მე მხრები ავიჩეჩე და თავი დავუქნიე.

– კარგია, – ფეხზე წამოდგა და დევიდთან ერთად სამზარეულოში გავიდა, მეც უკან ავედევნე.

დევიდმა მაგიდიდან რაღაც აიღო: – მინდა, საყიდლების სია შემიდგინო – სუპერმარკეტში მივდივართ და გვინდა, მოგიმარაგოთ, რაც გჭირდება.– ისევ მეგობრული ჩანდა, თითქოს ტატუ და მისი უეცარი სიცივე არც არსებულა. წარბაწეულმა ჯერ მას და შემდეგ იუნგის გადავხედე ღიმილით.

– ვამპირი ალფები საყიდლებზე მეგზავნებიან?

დევიდმაც გამიღიმა და იხუმრა: – ეგ არაფერი, როცა ჩვენ გაგიშვებთ საყიდლებზე, აი, მაშინ იდარდე ომეგავ!

ერთი წამით წარმოვიდგინე, რომ ახალგაზრდა , ცინცხალი მსხვერპლის ხორცს ვარჩევდი მათთვის და გამაჟრჟოლა. დევიდმა პასტა და ფურცელი მომაწოდა სიცილით.

–არ შეიძლება, თქვენთან ერთად წამოვიდე?

– აჯობებს, აქ დარჩე.

-რატომ?

–იმიტომ, რომ ასე გვინდა, – მოკლედ მომიჭრა უკვე კართან მდგარმა იუნგიმ.

თავი დავუქნიე, დავმორჩილდი და ფურცელი მაგიდაზე დავდე. ჩამოვწერე რამდენიმე ნახევარფაბრიკატი, რძე, პური; ცოტა ფიქრის შემდეგ დავამატე საპარსი, კბილის ჯაგრისი და დენის შემაკავებლები.

– სულ ეს არის, აიღეთ, – ვუთხარი და ფურცელი გავუწოდე. გამოსართმევად მარჯვენა ხელი გამომიწოდა, მარცხენა კვლავ ჯიბეში ედო, – მაგრამ ერთი რაღაც არის... – უხერხულობას ვგრძნობდი, – მმ... მთელი ფული სახლში დამრჩა.

ᝰFIRST HUNTᝰWhere stories live. Discover now