ᝰchapter 19ᝰ

43 14 4
                                    

ფანჯრიდან გავიხედე, ცა მუქდებოდა. გრძნეულთა სახლში ცხოვრების მესამე დღე იწურებოდა. დავიღალე. არა მხოლოდ ემოციებმა გამომაცალეს ძალები, არამედ ვამპირი ალფების ცხოვრების სტილმაც. ახალ რეჟიმთან შესაგუებლად ჩემს ორგანიზმს აშკარად დრო სჭირდებოდა – მთელი დღის განმავლობაში ძილი და ღამე გაღვიძება ადვილი არ აღმოჩნდა. გასული ორი დღე იმპულსურად დილის 8 საათზე მეღვიძებოდა, თუმცა გონებით ვიცოდი, რომ სულ რამდენიმე საათი მეძინა და არ უნდა ავმდგარიყავი. როცა ისევ ვახერხებდი დაძინებას, აუცილებლად მზის ჩასვლამდე მეღვიძებოდა და ალფების მოსვლამდე მარტო, მოწყენილი დავბორიალებდი აქეთ-იქით.

კარზე ფრთხილად დააკაკუნეს. მხრებში გავიმართე და სიმართლის გარკვევის მეორე რაუნდისთვის მოვემზადე.

ცხვირში სასიამოვნოდ მომელქმუნა შოკოლადის ტკბილი არომატი.

– შემოდით, –ვთქვი მე.

თეჰიონი იყო, ოთახში შემოვიდა და კარი ზურგს უკან მიიკეტა.

გულმა ისევ ბაგა-ბუგი დამიწყო. რამდენიმე წამს გაჩერდა და ერთმანეთს მივაჩერდით. თვალებით მივეჯაჭვეთ. ხმას არ ვიღებდით. უცნაური მომენტი იყო – თითქოს ერთბაშად ემოციებით ავივსე. შემდეგ თითქოს გამოერკვა, თვალი მომარიდა და ხელებზე დაიხედა:

– შენთვის რაღაც მაქვს, – მითხრა.

ფრთხილად გამოვართვი საჩუქარი და ჩემს თავს შევახსენე სუნთქვის აუცილებლობა. დამენანა, რომ ჩვენი თითების ერთწამიანი შეხება დიდხანს არ გაგრძელდა.

ხელში წითელი ტყავისყდიანი პატარა წიგნი ეჭირა. შუბლშეკრულმა გამოვართვი და გადავაბრუნე. ყდაზე სათაური არ ეწერა, მაგრამ დაბზარული ტყავითა და ყვითელი ფურცლებით მივხვდი, რომ სულ მცირე, ერთი საუკუნის იყო.

თეს ავხედე. იღიმოდა.

– რა არის ეს?

– ჯერ გადაშალე, – მითხრა მან.

ᝰFIRST HUNTᝰWhere stories live. Discover now