ᝰchapter 5ᝰ

62 18 3
                                    

- ჯიმინ, ძალიან ვწუხვარ მამაშენის გამო.

- ჯიმინ, თუ რამეში დახმარება დაგჭირდება ჩვენი პროექტის გარეთ, გთხოვ, არ მოგერიდოს.

- ვიცი, რასაც გრძნობ, ჯიმინ. როცა ბებია ომეგა გარდაიცვალა...

- ჯიმინ, როგორ ხარ? თუ მოისურვებ, შეგვიძლია ფსიქოლოგს შეგახვედროთ - უბრალოდ, სალაპარაკოდ...

დაკრძალვის შემდეგ პირველი კვირა კოლეჯში საშინელი გამოდგა. სტუდენტები და ომეგა მასწავლებლები და ალფები ორ კატეგორიად დაიყო: პირველი, ვინც მუდამ ცდილობდა, რჩევები მოეცა და როგორმე დამხმარებოდა და მეორე, ვინც აქტიურად მარიდებდა თავს. ეს უკანასკნელნი ისე უცნაურად მიმზერდნენ, თითქოს წინა კვირაში მეორე თავი ამომსვლოდა.

მამის გარდაცვალებამ მათ თვალში განსაკუთრებული გამოცდილება შემძინა და უხილავი ბარიერი შექმნა ჩემსა და იმ ომეგებსა თუ ალფებს შორის, რომლებსაც ეს ტკივილი არ გამოეცადათ.

- ნუ დარდობ, - მითხრა იეჯიმ, როცა ჩემი დაკვირვების შესახებ მოვუყევი, - მალე გადაავიწყდებათ.

თუმცა, ეს დამოკიდებულება უფრო მაღიზიანებდა, ვიდრე მადარდებდა. არ მინდოდა ფსიქოლოგთან შეხვედრა და არც ჩემი არტ-პროექტისთვის მჭირდებოდა დამატებითი დრო.

მინდოდა, ყველაფერი ისევ ძველ კალაპოტში ჩამდგარიყო და საშინლად მინდოდა, მამიკო დაბრუნებულიყო. ვიცოდი, რომ ამათ შორის მხოლოდ ერთი „მინდას" შესრულება იყო შესაძლებელი, ამიტომ იეჯის შევთავაზე, შაბათს ლონდონში, კლუბში წავსულიყავით.

- საუკუნეა არ ვყოფილვართ! - შევაგებე მის დაეჭვებულ გამოხედვას.

- დარწმუნებული ხარ, რომ ეს მართლა გინდა ომეგავ? - მკითხა იეჯიმ, - ჯერ მხოლოდ ორი კვირაა, რაც მამაშენი... ნუ, ხომ იცი.

ასე მაშინ მომმართავდა, როდესაც უხერხულად იყო.

- გთხოვ, იეჯი. ამ ქალაქიდან გასვლა მჭირდება! ცეკვა მჭირდება! მჭირდება შევწყვიტო იმაზე ფიქრი, რომ მამა სულ ახლახან გარდაიცვალა, - ვუპასუხე ჩუმად.

რამდენიმე წამის ფიქრის შემდეგ იეჯის სახე ღიმილმა გააცისკროვნა და მითხრა: - კარგი, მივდივართ.

ის ოთხი ვამპირი უკვე სულ გადამვარდნოდა გულიდან.

ᝰᝰᝰ

დღეს კიდევ დავდებ რამდენიმე თავს♥︎

ᝰSANTIAGOᝰ
ᝰVOTE&COMMENTᝰ

ᝰFIRST HUNTᝰWhere stories live. Discover now