ᝰchapter 18ᝰ

84 14 6
                                    

დევიდი და ელენა სასტუმრო ოთახში ტელევიზორს უყურებდნენ, როცა დავბრუნდი.

ომეგამ შემომხედა და სახე შეეცვალა.

– კარგად ხარ, ჯიმინ? ფერმკრთალი ჩანხარ.

– უბრალოდ, დავიღალე, – ვუთხარი გაფანტულად და მძიმედ ჩავეშვი სავარძელში.

ოთახში  სუჯინი შემოვიდა. თეფშით სქელი, ოხშივარადენილი ესპანური ომლეტი და ჩანგალი მოჰქონდა. თვალი გავაყოლე და არც მაშინ მომიშორებია, როცა ჭამა დაიწყო.

ჩემი მზერა მალევე იგრძნო და ჩანგალი დადო.

– რა გინდა? – მკითხა უხეშად.

– მე... – ავბორძიკდი და სახეზე ავილეწე, – შენ... ჭამ?

სუჯინმა თვალები გადაატრიალა.

–რა თქმა უნდა, ვჭამ. მე ხომ ალუკა ომეგა ვარ.

– ალუკა რა არის? მეგონა, შენც სხვებივით იყავი...

ზიზღით შემომხედა: –რა არის, ინტერვიუს იღებ?!

–არა, – თავაზიანად გავაქნე თავი, – უბრალოდ, მაინტერესებდა...

-მაშინ მე უბრალოდ მშია, ამიტომ თუ არ შეწუხდები, წყნარად ჭამა მაცადე.

დევიდსა და ელენას გადავხედე. თანაგრძნობით აიჩეჩეს მხრები და თავები გადააქნიეს – მივხვდი, რაღაც პირადული იყო. გადავწყვიტე, მოგვიანებით მეკითხა.

ტელევიზორისკენ მივბრუნდი და უაზროდ მივაჩერდი ახალ ამბებს. არაფერი მესმოდა, ფიქრებში ჩავიძირე. უცებ ჩემი ყურადღება ეკრანმა მიიპყრო. უფრო სწორად, ჩემმა სახემ ეკრანზე.

– აუწიეთ, – წამოვიძახე, მე თვითონ დავავლე ხელი ჟურნალების მაგიდაზე დადებულ პულტს და ავუწიე, – ...წერილი ადგილობრივმა პოლიციამ მიიღო ამ დილით. მეგობრები და კოლეჯის მასწავლებლები ადასტურებენ ხელწერის ავთენტურობას, რის საფუძველზეც პოლიციამ დაკარგული ომეგის ძებნა შეწყვიტა. სოციალური სამსახური იმედოვნებს, რომ ჯიმინი, რომელიც ჯერ კიდევ არასრულწლოვანია, მათ პირადად დაუკავშირდება. წერილში პაკ ჯიმინი ბოდიშს იხდის შექმნილი პრობლემების გამო. მისი განცხადებით, იგი თავს კარგად გრძნობს მეგობრების გარემოცვაში.

ᝰFIRST HUNTᝰWhere stories live. Discover now