ᝰchapter 6ᝰ

68 19 19
                                    

როგორც ყოველთვის, ლონდონში ახლაც მატარებელს გავყევით. ცოტა წავიხემსეთ და პირდაპირ ჩვენი საყვარელი ღამის კლუბისკენ გავემართეთ. ის კინგს კროსთან, ყოფილი საწყობის უზარმაზარ ტერიტორიაზე გაეხსნათ.

-შეხედე, - უცებ სუნთქვა შემეკრა და იეჯის, რომელიც ალფების პატარა ჯგუფს მხიარულად ელაპარაკებოდა, სახელოზე მოვქაჩე. ქუჩასთან ახლოს, კლუბის ეზოში ვიდექით.

-რა?

-ხედავ? აი, იქ...- ვიწრო შესახვევზე მივუთითე, რომელიც ჩვენ მოპირდაპირე მხარეს, ორ შენობას შორის შედიოდა, თან კორეულად ვეუბნებოდი, რომ არავის გაეგო.

- რა არის? ვამპირია? - მკითხა იეჯიმ ჩვენს ენაზე, თვალები მოჭუტა, კისერი დაიგრძელა და შეეცადა, დაენახა, რასაც ვაჩვენებდი.

- კი, - დავუქნიე თავი.

- ვერაფერს ვხედავ.

- კარგად დააკვირდი, - ჩავჩურჩულე, არ მინდოდა, ვინმეს გაეგონა, - სახეს მოვკარი თვალი, მაგრამ მხოლოდ ერთი წამით, მერე კაპიუშონი წამოიხურა.

იეჯიმ კიდევ ერთხელ დაკვირვებით შეათვალიერა ის ადგილი

- არაა ეტყობა, მოგელანდა. იქ არავინაა.

- მმმ... - მაინც არ მჯეროდა.

- გინდა, წავიდე და შევამოწმო? - მკითხა იეჯიმ.

- არა! - დაუფიქრებლად წამოვიძახე.

- რისა გეშინია ასე ძაან? -მკითხა იეჯიმ ღიმილით და შუბლი შეიკრა.

- არაფრის. მისმინე, მგონი, მართალი ხარ. მგონი, მართლა მომეჩვენა. დაივიწყე, - ვუთხარი მე.

- კარგი, - მხრები აიჩეჩა, ალდებისკენ მიბრუნდა და ფლირტაობა განაგრძო ინგლისურ ენაზე. ცხადი იყო, იეჯის ახლა ცოცხალი, ჯან-ღონით სავსე ტესტოსტერონის წყარო უფრო აინტერესებდა, ვიდრე ზომბი. მე კი დარწმუნებული ვიყავი, რომ ის დავინახე. ვგრძნობდი, მიყურებდა. ამჯერად, მამაჩემის დაკრძალვის დღისგან განსხვავებით, არავითარი სურვილი არ მქონდა, მივსულიყავი და გამეგო, რა უნდოდა ამ ვამპირ ალფას. არ მომწონდა მასში რაღაც... რატომღაც. მე და იეჯი რკინის კიბეს ავუყევით სალაროში ბილეთების საყიდლად. თან შესახვევში ჩამოწოლილ სიბნელეს არ ვაშორებდი თვალს, მაგრამ ის აღარ გამოჩენილა.

ᝰFIRST HUNTᝰWhere stories live. Discover now