ᝰchapter 12ᝰ

50 18 6
                                    

რამდენიმე საათში იმავე პოზაში გავიღვიძე, როგორშიც გავითიშე.

  უცებ თითქოს აზრზე ვერ მოვედი, სად ვიყავი, დავამთქნარე და გავიზმორე. საწოლიდან გადმოვედი და ცივ იატაკზე დავაბიჯე. მაშინვე ფეხებზე დამბურძგლა. ხელის ცეცებით მივედი მაგიდასთან და ლამფა მოვძებნე. ხელი მოვავლე, ჩამრთველი ვიპოვე, ავანთე და მყისვე დავბრმავდი. როცა თვალი შუქს შევაჩვიე, ფანჯარასთან მივედი და შევეცადე, გამეღო. ეტყობოდა, ეს ფანჯარა წლების განმავლობაში არ გაღებულიყო და რამდენიმე ძლიერი ბიძგი დასჭირდა, რომ როგორმე კაუჭზე დამემაგრებინა. ფანჯრიდან ხელი გავყავი, სქელი სურო ჩავბღუჯე და გლეჯა დავუწყე. შემდეგ მოტეხილი ღეროები ძირს, ბაღში ჩავყარე და ნახევრადსერიოზულად ვთქვი:

– დაე, იყოს ნათელი!

  მერე ყოყმანით მივუახლოვდი კარს და ყური მივადე.

ვცდილობდი გამეგო, რა ხდებოდა სახლში, მაგრამ ირგვლივ სრული სიჩუმე იდგა. რამდენადაც შემეძლო, ფრთხილად გამოვაღე კარი და დერეფანში გავიჭვრიტე. აქ მხოლოდ გვიანი ნაშუადღევის მოთენთილი მზის სხივი დამხვდა – დერეფნის ფანჯარაში შემოჭრილი რაფაზე ლიცლიცებდა. გაოცებულმა შუბლი შევიჭმუხნე, რომ სხვის საწოლში ამდენ ხანს და ასე გემრიელად მეძინა. ამასობაში შარდის ბუშტმა კიდევ ერთხელ შემახსენა ჩემი გაღვიძების მიზეზი და ინსტინქტურად, მოკლე მაისურის ამარა შევვარდი სააბაზანოში. შუქი ავანთე (ფანჯარა აქაც სქელ სუროს დაეფარა) და კარი ჩავკეტე.

  როცა საქმეს მოვრჩი, საძინებელში დავბრუნდი და ჯინსი ამოვიცვი. მერე ძალა მოვიკრიბე და ჩაბნელებულ მისაღებში ჩავედი. ფანჯრებზე მძიმე ფარდები ეკიდა, ბუხარში ცეცხლი ჩამქრალიყო. ამ ცხელ ზაფხულში ეს ოთახი მაინც ცივი და პირქუში იყო. სამზარეულოში შევედი, რომ რამე საჭმელი მეპოვა და მაგიდაზე ხელით ნაწერი წერილი შევნიშნე:

„ჯიმინ, იმედია, კარგად გეძინა. საჭმელი მაცივარშია, ასევე საკუჭნაოში — ჭამე და თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში.

ᝰFIRST HUNTᝰTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang