ᝰchapter 9ᝰ

53 17 7
                                    

პირველი შოკის შემდეგ გავაცნობიერე, ორი რამ, ამ ალფას ცივი ციტრუსის საამო სურნელი ასდიოდა, მეორე,  ეს არ იყო ის- ჩემი ღამეული კოშმარების გმირი. ამ ვამპირს პირველად ვხედავდი და ვერ გამეგო, ეს კარგი იყო თუ ცუდი.

ოცდახუთ-ოცდაათ წლამდე ჩანდა, ქერა თმა ქარისგან აწეწილს უგავდა, ღია მწვანე-მოყავისფრო(?) ფერის თვალები ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ ისეთივე ფერმკრთალი იყო, როგორიც სხვა ვამპირები, ეს ოდნავ აწითლებულიყო - ან ნარბენი იყო, ან... ახალი ნაჭამი.

„ღმერთო, - გავიფიქრე, - გთხოვ, უკვე მაძღარი იყოს!"

ტანზე შავი ჯინსი და შავი ტყავის ქურთუკი ეცვა. შიგნით ვიწრო მაისური შესანიშნავ დაკუნთულ მკერდს გამოკვეთდა. ალფა ჩემი ფანჯრის რაფაზე იჯდა, ერთი მუხლი რაფაზე ედო, მარცხენა ხელი მუხლზე ჩამოეყრდნო. მეორე ფეხი იატაკისკენ ჩამოეშვა.

ამ ალფას რაღაც სახლური სურნელი ასდიოდა..მშვიდი..

ვამპირი გაუნძრევლად იდგა, მიყურებდა და არაფერს ამბობდა.

- შიგნით შემოპატიჟებას ელოდები? - ვკითხე მხოლოდ მას შემდეგ, რაც საკუთარი ხმა დავიბრუნე. გული ისევ ძლიერად მიცემდა და ხმაურით აწყდებოდა ნეკნებს. ამ დროს გონებაში შევეცადე, ყველა ის ინფორმაცია გამეხსენებინა, რომელიც ვამპირების შესახებ ვიცოდი. თავში ვამპირული ფილმების პანორამამ გამიელვა, მომაგონდა წაკითხული წიგნები და სხვებისგან მოსმენილი ამბები. მაგრამ მისმა შემდეგმა მოქმედებამ დამარწმუნა, რომ სინამდვილეში ბევრი არაფერი მცოდნია მათზე.

ალფამ გაიღიმა, თვალები სიამოვნებისგან გაუბრწყინდა და ოთახში გადმოინაცვლა.

- გმადლობ, მაგრამ არ არის საჭირო.

ნერწყვი გადავყლაპე და ოდნავ უკან დავიხიე.

- აქ რატომ ხარ?

- ნუ გეშინია. არაფერს გავნებ, - ისეთივე თბილი ხმა ჰქონდა, როგორიც ძილში ჩამესმა.

ᝰFIRST HUNTᝰWhere stories live. Discover now