ᝰchapter 8ᝰ

55 17 4
                                    

გაიღვიძე!

  საწოლში გვერდი ვიცვალე და შევეცადე, ყურადღება არ მიმექცია ხმისთვის, რომელიც ფრთხილად ჩამჩურჩულებდა გონებაში.

ცივი ციტრუსის სურნელი საამოდ მეღუტუნებოდა ნესტოებში.

– გაიღვიძე!

  ხმას ისევ წავუყრუე და კიდევ უფრო მოხერხებულად გავეხვიე საბანში. ჯერ არ გათენებულიყო; ძილის ტკბილი ბურანიდან თავის დაღწევა მეზარებოდა.

– გაიღვიძე, ჯიმინ!

  ხმა ახლა უფრო დაჟინებით გაისმა.

ბუზღუნით წამოვჯექი და ჯერ ისევ ტირილისგან დასიებული თვალები ჩაბნელებულ საძინებელს მოვავლე. თანდათან გავარჩიე ჩემი მაგიდის, სკამის, გარდერობისა და იატაკზე უწესრიგოდ მიყრილი ტანსაცმლის კონტურები.

– ვინ არის? – წარმოვთქვი ჩურჩულით, მაგრამ არავინ დამინახავს.

  საწოლის გვერდით, ტუმბოზე ციფრული საათის მწვანე ციფერბლატს შევხედე – ჯერ მხოლოდ ღამის პირველი საათი იყო. როგორც აღმოჩნდა, სულ რაღაც ერთი საათი მძინებია. ამან ისევ ძილისკენ მიბიძგა, მაგრამ რაღაც უცნაური ტვინს მიღრღნიდა და ვიდრე არ გავიგებდი, რა იყო, ძილი არ მეწერა.

  საწოლიდან ხელი გადავყავი და ნათურა ავანთე. მკვეთრმა შუქმა თვალები მომჭრა. თვალი შევაჩვიე თუ არა, საწოლიდან ავდექი, მექანიკურად დავავლე ხელი სამაგრს და ოდნავ წამოზრდილი თმა ჩვეულებისამებრ უკან შევიკარი. ვხედავდი, ოთახში მარტო ვიყავი, მაგრამ ძალიან ძლიერი, ყოვლისმომცველი შეგრძნება მკარნახობდა, რომ სახლში კიდევ იყო ვიღაც.

ასევე სურნელიც, არ შემეძლო დაჯერება, რომ მხოლოდ ღია ფანჯრიდან მოდიოდა მძაფრი ცივი ციტრუსის სურნელი.

  ფეხაკრეფით გავედი ოთახიდან და ჯერ აბაზანაში შევყავი თავი, მერე მამაჩემის ოთახში. არც ერთში იყო ვინმე, არც მეორეში.

  კიბის თავში გავჩერდი, ჩემს ერთ მტკაველ ღამის პერანგში სიცივისგან მაკანკალებდა. გადავწყვიტე, არაფრის შემშინებოდა და ქვემოთ ჩაბნელებულ მისაღებს ჩავაჩერდი.

ᝰFIRST HUNTᝰWhere stories live. Discover now