– ალბათ დროის ამბავია. ყველაფერს გავიგებ, – ვუთხარი საკუთარ თავს ჩუმად, და უკვე მერამდენედ იეჯი ვინატრე. მომენატრა ჩემი ომეგა მეგობარი, ჩემი სახლი და მამიკო...

ბალიშს ვტაცე ხელი, მაგრად ჩავბღუჯე და გადავწყვიტე, ცრემლებს არ შევპუებოდი.

– კარგად ხარ?

კედარის სურნელი დამამშვიდებლად შემოიჭრა ჩემს სხეულში.

ალფა უხმაუროდ მომიახლოვდა, მაგრამ არც ისე ჩუმად, რომ ვერ გამეგო მისი ნაბიჯების ხმა. მიტოვებულ მელიის სოროსთან ვიჯექი, ზურგით წაქცეულ ხეს მივყრდნობოდი და დაფიქრებული ცას შევყურებდი.

დევიდი ჩემ ზემოთ, ხეზე ჩამოჯდა და გამიღიმა.

– კი. კარგად ვარ.

– დარდიანი ჩანხარ, – მითხრა ნაზად.

– არა, არ ვარ დარდიანი, – ვუთხარი მცირე პაუზის მერე, – უბრალოდ, რაღაცეებზე ჩავფიქრდი...

– როგორიცაა, მაგალითად... – მომიჭრა ღიმილით. მისი გულწრფელი, სანდომიანი თვალების დანახვისას გადავწყვიტე, პირდაპირი ვყოფილიყავი და ვკითხე: – მაგალითად... რა ხარ შენ? მთელი ცხოვრებაა ვამპირებს ვუყურებ და ამ დრომდე არავის ახლოს არ ვიცნობდი...

ეს ერთ-ერთი იყო იმ კითხვებიდან, რომლებიც თავში აქ მოსვლის დღიდან მიტრიალებდა, მაგრამ ვერასოდეს შევარჩიე საჭირო დრო, რომ ან თეჰიონისთვის მეკითხა, ან ელენასთვის. იუნგის ძლივს ვხედავდი და რომც მენახა, ჩემს კითხვებს მაინც არასდროს პასუხობდა. არ ვიცოდი, სწორად გამოვთქვი თუ არა, რის კითხვაც მინდოდა, მაგრამ ალფა, მგონი, მიხვდა, რას ვგულისხმობდი.

გამიღიმა და ამობრუნებული ფესვებისკენ გადაჯდა, რომ უკეთ მოწყობილიყო.

– შენ როგორ გვხედავ? – მკითხა დევიდმა.

შევეცადე, მისი გამომეტყვება ამომეკითხა, რომ განმესაზღვრა რამდენად შორს შემეძლო გაჭრა.

ᝰFIRST HUNTᝰWhere stories live. Discover now