ᝰchapter 21ᝰ

37 15 6
                                    

როცა ჩემს საწოლში დასაძინებლად შევგორდი, ზაფხულის ქარიშხალს უკვე გადაევლო. ფხიზლად მეძინა და მალევე გამეღვიძა - წინა ღამის გასეირნებისგან გამოყოლილი ბედნიერი ჟრუანტელი მოსვენებას არ მაძლევდა.

ნაშუადღევს ძალად დაძინებას, რომელიც მაინც არ გამომდიოდა, შევეშვი და მთელი დანარჩენი დღე სტრიქსის სწავლას დავუთმე გარეთ, ჩვენი ეზოს მზით განათებულ ერთ მტკაველ მიწაზე წამოწოლილმა. ცოტა ხანში სწავლამ თავი მომაბეზრა, წიგნი გვერდზე გადავდე და ზურგზე გადავგორდი. ლურჯი ცის დანახვა გამეხარდა.

ფიქრებმა მამიკოსკენ წამიღეს. ძალიან მენატრებოდა. რატომ არ მითხრა ვამპირების შესახებ? ჩემი ბოლო სიზმარი გამახსენდა და ტანში გამცრა. ნეტავ, რის თქმა უნდოდა? „იმდენი რამ მქონდა შენთვის მოსაყოლი, მაგრამ ახლა გვიანია"; და როცა მან უპასუხა: „ძალიან მალე გაიგებს".

ის... ჩემი სიზმრების ალფა. ვამპირი, რომელიც შვიდი წლიდან დამდევს. ნეტავ, ეს რამეს ნიშნავს? ნეტავ, ქვეცნობიერად ვიცოდი, რომ დამდევდნენ და ეს ჩემს სიზმრებში აისახა? და ნეტავ, ამის გამო იყო, რომ ის ალფა, რომელსაც პირველად სადგურზე შევხვდი, სიზმრებში ჩემ მდევრად იქცა?

ჩემს თავზე ნიავმა ფოთლები ააჩურჩულა, თუმცა მათი პასუხი ვერ გავიგე. კნავილი გავიგონე და სახლთან ბასტეტი დავინახე,
რომელიც ჩემკენ მოდიოდა. როგორც ჩანს, უხაროდა, რომ დღის კომპანიონი იპოვა.

- ეი, შენ, - დავუძახე თბილად და ნაცრისფერ ბეწვზე ხელი გადავუსვი.

- ეს მხოლოდ სიზმარი იყო, ბასტეტ, - ვუთხარი აკრუტუნებულ კატას, - ჩემს ტვინში დაბადებული სიზმარი, რომელიც არ შეიძლება, მართალი იყოს.

ისევ ზურგზე დავწექი და ცას ავხედე. ვიდრე ხელს ვუსვამდი ქვემოდან ცხვირს მირტყამდა, მერე კი, როცა ფიქრმა ისევ წამიღო და მისი მოფერება გადამავიწყდა, რამდენიმე მეტრის იქით, მზეზე ადგილი ამოარჩია და ბეწვის ლოკვა დაიწყო.

ᝰFIRST HUNTᝰWhere stories live. Discover now