ᝰchapter 7ᝰ

62 17 6
                                    

- ჩემს სახლში ვაპირებ გადასვლას, - ვუთხარი იეჯის მეორე დღეს, ადგომისთანავე.

იეჯიმ ყავის ჭიქა ტუჩებთან მიიტანა და მომაჩერდა. გვიანი საუზმის შემდეგ სამზარეულოს მაგიდასთან ვისხედით.

- კი, მაგრამ სოციალური მუშაკი წინააღმდეგი არ იქნება ჯიმინა?

- არა, უბრალოდ არ ვუთხრათ, რომ გადავედი. სულ რაღაც ხუთი წუთის გზაა აქედან - მოვალ ხოლმე მისი ვიზიტის დროს.

- კი, მაგრამ... თავს ცუდად არ იგრძნობ იმ სახლში მამაშენის გარეშე ? - მკითხა იეჯიმ უხერხულად. თავი დავხარე.

-ჰოო, მაგრამ ამას ოდესღაც უნდა მივეჩვიო, -გავუღიმე, - აქ სამუდამოდ ხომ ვერ დავრჩები.

-შეგიძლია დარჩე ჯიმინ, - მითხრა მან. გამეღიმა და მისი შავმანიკიურიანი ხელი ავიღე.

მოწყენილობისგან მისი სურნელი შეცვლილიყო.

-ვიცი.

-როდის გინდა გადასვლა? - მკითხა რამდენიმე წამში.

-ამ საღამოს, - ვუთხარი მე.

დღეს დილით ამ იდეით გავიღვიძე და მკაცრად გადავწყვიტე, შემესრულებინა.

იეჯის გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა, მაგრამ შემდეგ ამოიოხრა და თავი დამიქნია.

- კარგი, ვეტყვი მამაჩემს. დარწმუნებული ვარ, ამას კარგად შეხვდება.

დარჩენილი დღე ქალაქში უმიზნო ხეტიალში გავატარეთ. იეჯისთვის წინა ღამით გაგონილი ხმების შესახებ არაფერი მითქვამს - არ მინდოდა ეფიქრა, შეიშალაო. თუმცა, იმ ვამპირის შესახებ ისევ მკითხა, ცეკვისას რომ დავინახე.

- ის.. რაღაც განსაკუთრებული იყო. ვერ გადმოვცემ. ასე... არასდროს მიგრძნია თავი, მისი სურნელი იმდენად სასიამოვნო იყო..- ვუპასუხე ფიქრებში წასულმა, მას შემდეგ, რაც მოვუყევი, როგორ შევამჩნიე ის ალფა ვამპირი პირველად.

- ერთი ნახვით სიყვარულია? - გამაშაყირა იეჯიმ და თითი ნეკნებში მატაკა.

ᝰFIRST HUNTᝰWhere stories live. Discover now