ᝰchapter 7ᝰ

Začít od začátku
                                    

- არა, მაგრამ რაღაც მსგავსი.

იეჯიმ წარბები მაღლა აზიდა და გაიცინა.

- მერე რა, ვერ ვიპოვე და ამბავიც დამთავრდა.

ათას რამეზე ვილაპარაკეთ. ამასობაში მოსაღამოვდა, სადილის დრო დადგა.

- გინდა, ჩემთან წავიდეთ და პიცა შევუკვეთოთ?- ვკითხე იეჯის. სინამდვილეში, მინდოდა ჩემს სახლში პირველად შესვლისას ჩემთან ერთად ყოფილიყო. მამა ომეგის გარდაცვალების შემდეგ იქ აღარ ვყოფილვარ. მარტო ნილი წავიდა ერთხელ ჩემთვის ტანსაცმლისა და წიგნების მოსატანად.

ალბათ იეჯიმ იგრძნო, რომ ვნერვიულობდი. ხელი მკლავზე მომკიდა და მითხრა: - კარგი, წავიდეთ ჯიმინა.

სახლში უცნაური, ნაცნობი გრძნობა დამეუფლა. ჩემი და მამიკოს ყველა ნივთი თავ-თავიანთ ადგილებზე ეწყო, მაგრამ თითქოს სული გამოსცლოდა ყველაფერს.

- თითქმის მესმის, როგორ რეცხავს სამზარეულოში, - ჩაიჩურჩულა იეჯიმ მოკრძალებით. შემდეგ გაწითლდა და დამნაშავესავით შემომხედა, არ უნდოდა ცუდ ხასიათზე დავეყენებინე. მე ოდნავ გავუღიმე.

- ვიცი, ეს ისეთი... დაუჯერებელია, რომ ის აღარ არის.

- ოჰ, ჩიმ, - თქვა ნაზად და თვალები აუპრიალდა.

- არ ქნა, იცოდე, ავტირდები, - გავაფრთხილე, გასული რამდენიმე კვირა იმდენი ვიტირე, მთელი ცხოვრება მეყოფა!

- მაპატიე. კარგი, - თქვა მან და მკლავზე მომიჭირა.

სახლი შემოვიარეთ და ყველგან ავანთეთ შუქი, ფანჯრებს ფარდები ჩამოვაფარეთ.

შევეცადეთ, გაყინულ ინტერიერს სულ ცოტა სიმყუდროვე მაინც დაჰბრუნებოდა. სახლი ცოტა არეული დაგვხვდა - რაც მამა ავადმყოფობდა, ისე ვეღარ ალაგებდა, როგორც საჭირო იყო, მე კი მეზარებოდა. მაგრამ ახლა არც მე და არც იეჯი სახლის დალაგების ხასიათზე არ ვიყავით. იეჯიმ მამა ომეგას დაურეკა და გააგებინა, სადაც ვიყავით. მერე პიცა შევუკვეთეთ. ყელში რაღაც მომებჯინა, როცა სახლში ნაპოვნ პიცის მენიუზე მამაჩემის გაკრული ხელით ნაწერი შევამჩნიე.

ᝰFIRST HUNTᝰKde žijí příběhy. Začni objevovat