ᝰchapter 3ᝰ

78 21 12
                                    

ჩემს თავს სარკეში დავაკვირდი - იქიდან ბუნებრივად ქერა თმა და მამიკოს ნუშის ფორმის თვალები შემომცქეროდა. ოღონდ ჩემი თვალები მოლურჯო-მონაცრისფრო იყო და თმა კეფამდე მწვდებოდა, მაშინ როცა მამიკოს თაფლისფერი თვალები ჰქონდა, თმას კი მხრებამდე ატარებდა, სანამ სულ დასცვივდებოდა.

კბილები გავიხეხე და მაკიაჟი შევისწორე. მექანიკურად ვმოქმედებდი - ყველა მოძრაობა ნაძალადევი და არაბუნებრივი იყო.

- მზად ხარ ჯიმინ? -მკითხა ომეგამ ოთახში შემოსვლისას.

იეჯის, როგორც ყოველთვის, შავები ეცვა, მაგრამ ამჯერად უფრო სერიოზულად გამოწყობილიყო - მუხლამდე ვიწრო ქვედაბოლო და ტანზე მომდგარი პერანგი ეცვა. თავი დავუქნიე და უკან გავიწიე - სარკეში ჩემი გამოსახულება კრიტიკულად შევათვალიერე. ახალ შავ პიჯაკს ხელი კიდევ ერთხელ დავუსვი. თავს შებოჭილად ვგრძნობდი ასეთ ფორმალურ და მიუჩვეველ ტანსაცმელში.

კატაფალკი გარეთ გველოდა. მამიკოს ღია ფერის ხისკუბო ავტომობილში უკან იდო. ნილი დამეხმარა თეთრი ვარდებისგან დაწნული გვირგვინის არჩევაში. გვირგვინს სიტყვა „მამიკოს" ფორმა ჰქონდა და კუბოს თავთან იდო. თითებით ცივ მინას შევეხე და ჩამოგორებულ წვიმის წვეთებს გავაყოლე. წვეთები ნაშუადღევის სუსტ მზეს აეციმციმებინა. მამიკოს უკანასკნელი თხოვნა იყო, საღამოხანს დაეკრძალათ. ცერემონია მზის ჩასვლის შემდეგ დავიწყეთ, დღის მის ყველაზე საყვარელ მონაკვეთში. მეც ეს დრო მიყვარდა ყველაზე ძალიან; ახლაც ასეა.

ვიგრძენი, ცრემლებმა თვალები ამიწვეს, ამიტომ კატაფალკს მოვშორდი, შავი ლიმუზინისკენ გავემართე და ავტომობილთან გავჩერდი. ნილი და იეჯი გვერდით დამიდგნენ. ნილმა ჩემი ხელი აიღო, მაგრად მომიჭირა და ისე გავყევით უკან კატაფალკს .

მამა ალფა ჩვენთან ერთად არ იყო. მამიკოს ნაამბობით, ის ჩემი დაბადებიდან ძალიან მალე ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ჯინი ერქვა და როცა მე გავჩნდი, ცხრამეტი წლისა იყო, მამიკო - თვრამეტის. სულ ეს იყო, რაც ვიცოდი. ოჯახის სხვა, ცოცხალი წევრი არ მყავდა. საბედნიეროდ, მაშინ ზედმეტად გაოგნებული ვიყავი იმის გასააზრებლად, რა მარტო დავრჩი ამ ქვეყანაზე.

ᝰFIRST HUNTᝰWhere stories live. Discover now