თავს შევუძახე ამ ტკივილს თავად უნდა გაუმკლავდე, ჯიმინ! - ვუმეორებდი ჩემს თავს მას შემდეგ, რაც ექიმებმა მამას სისხლში მიელომა - სისხლის კიბო აღმოუჩინეს. ექიმებმა უთხრეს, რომ კიბოს ამ სტადიაზე განკურნება შეუძლებელი იყო. ყველაზე ბევრი, რამდენიმე თვით გავუხანგრძლივებთ სიცოცხლესო, მითხრეს. მაგრამ მამა ომეგა ასე ადვილად არ დანებდებოდა.

- მოვედით, - თქვა ნილმა რბილად.

ნილს მანქანიდან გადავყევი.

ჩემი ახალი ფეხსაცმელი ხრეშზე ახმაურდა. გავჩერდი და მდუმარედ ვუყურებდი, როგორ გადმოიტანა დამკრძალავი ბიუროს ოთხმა თანამშრომელმა კატაფალკიდან კუბო, მხარზე შეიდგეს და აუჩქარებლად გაემართნენ ახლად გათხრილი საფლავისკენ, სამივენი ჩუმად გავყევით.

ჩვენ უკან იეჯის ოცი წლის ალფა ძმა - მინჰო და მისი მეგობარი ომეგა მოდიოდნენ, მათ კი მამიკოს მეგობრები და რამდენიმე სხვა ადამიანი მოჰყვებოდათ, რომლებიც სამეზობლოდან მეცნობოდნენ.

გრძელი გზა არ იყო, ხრეშიდან ბეტონის ვიწრო ბილიკზე გადავედით, რომელიც სასაფლაოს შუაზე კვეთდა. უამრავი საფლავის ქვა გავიარეთ. მე წინ ვიყურებოდი, მამას ვუყურებდი.

ღრუბლებჩამოწოლილ ცას ღამე ფეხაკრეფით ეპარებოდა. იეჯის ჩემს თავს ზემოთ შავი ქოლგა ეჭირა. არც კი შემიმჩნევია - მსუბუქი წვიმა წამოსულიყო. არც სუსხიანი ქარი მიგრძნია, რომელიც კოსტიუმის მკლავზე მელამუნებოდა და თმას მიფრიალებდა. ჩვენ მტირალა ტირიფის ქვეშ, პლასტმასის სველ სკამებზე დავსხედით. ჩვენ წინ გათხრილ მიწაში მამას სხეული უნდა დაესაფლავებინათ.

წინ ვიყურებოდი, მაგრამ ვერაფერს ვხედავდი და ვერც ვგრძნობდი, მხოლოდ მამა ომეგის დაკარგვით გამოწვეულ სიცარიელეს დაესადგურებინა ჩემში.

დაკრძალვის ცერემონია დაიწყო.

„ნუ დარდობ, ჯიმინ", ალფის თბილი ხმა ჩამესმა ყურში. თავი მოვაბრუნე, რომ დამენახა ვინ იყო, მაგრამ ჩემ ახლომახლო მხოლოდ ერთი ადამიანი - მისის კინგი იჯდა. მისის კინგი დაწყებითი სკოლის მოხუცი ომეგა მასწავლებელი და მამაჩემის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი იყო. ყველა ალფა ჩემგან ძალიან შორს იდგა, ისინი ვერაფერს მეტყოდნენ.

ᝰFIRST HUNTᝰWhere stories live. Discover now