ᝰchapter 2ᝰ

108 21 11
                                    

საწოლიდან წამოვხტი, საღამურო ოფლში ცურავდა, გული თითქოს ნეკნებს ეხლებოდა, მარათონზე ნარბენივით მძიმედ ვსუნთქავდი. თვალები გავახილე და პირზე ხელები რომ არ ამეფარებინა, მთელი ძალით ვიყვირებდი. მთვარით განათებულ ოთახში კართან ის ალფა იდგა და მიყურებდა; მისი ფემკრთალი სახე შუქ-ჩრდილებში ბუნდოვნად მოჩანდა, სხეული კი სიბნელეს შთაენთქა.

ხელები სწრაფად ჩავაცურე საძილე ტომარაში, ჩავეჭიდე და მოხერხებულად ამოვხტი. ამოწევისას ზურგი საწოლის კიდეს მივარტყი და კვნესა გავიგონე.

-ჯიმინ, რა ხდება?

-ჩუმად!- ვთქვი ხმადაბლა, -აქ ვიღაც არის.

-რა?- დაბნეულად ამოიჩურჩულა ომეგამ. იეჯიმ საბანი უკან ისროლა, საწოლში წამოჯდა და ხელები გაიშვირა.

-იეჯი, არ გინდა!- უცებ მივხვდი, რის გაკეთებას აპირებდა, შევეცადე სიბნელეში მისი მაჯა მეპოვა და შემეჩერებინა.

დავაგვიანე, უცებ ოთახი მაგიდის სანათის შუქით აივსო. მაშინვე თვალები დავხუჭე.

-უი,- თქვა ომეგამ მშრალად.

თავს ძალა დავატანე, თვალები გავახილე და იმ კუთხეს მივაშტერდი, სადაც ის დავინახე ცოტა ხნის წინ. შვებით ამოვისუთქე, ოდნავ გამეცინა და ვიგრძენი, როგორ ჩამიდგა გული საგულეში.

-რა ხდება? -შემეკითხა ჩემი მეგობარი ომეგა თვალების ფშვნეტით. კარისკენ უკან მივუთითე.

-კოშმარი დამესიზმრა და რომ გავიღვიძე, შენი იან სომერჰალდერის¹ პოსტერი რეალობა მეგონა.

იეჯის არ გაუცინია, თვალები გადაატრიალა, მაღვიძარა აიღო და მოჭუტული თვალებით დააკვირდა.

-აუჰ!-აღმოხდა გამწარებულს. მაღვიძარა ტუმბოზე დააგდო და უკან, ლოგინში ჩახტა.

-რა დროა?- ვკითხე და ფეხზე ავდექი, ფანჯარა ფართოდ გამოვაღე და ოთახში ღამის ცივი ჰაერი შემოვუშვი, რომ ცოტა ოფლი შემეშრო და შუბლი გამეგრილებინა.

ᝰFIRST HUNTᝰWhere stories live. Discover now