Happily Ever After

31 2 2
                                    


*7 წლის შემდეგ*

-მოვედი. -ხმამაღლა ვთქვი სახლში შესვლისას.

-დედიკო მოვიდააა.

პატარები გამოიქცნენ ჩემსკენ და ჩამეხუტნენ. ორივეს მოვხვიე ხელები და ლოყაზე ვაკოცე.

-მომენატრეთ, ჩემო პრინცესებო.

-ჩვენც მოგვენატრე. -ერთდროულად მითხრეს იუნჯინმა და სოიონმა.

-ოჰჰ, ქალბატონი მინი მოსულა. -თქვა ნიქსმა და ჩამეხუტა.

-დიახ, ბატონო მინ. მოვედი. -მეც ჩავეხუტე და ვაკოცე ლოყაზე.

-ჩემი გოგო მოსულა, როგორ მომენატრე. -მადელინიც მოვიდა.

-ჩემო ბუშტო, როგორ ხარ? -ჩავეხუტე მას და ნაზად ვაკოცე.

-კარგად, პატარები, ნიქსი და ლორენო მართობენ და მივლიან.

-ძალიან კარგი. დედიკოს პაწაწინა ონავარი როგორაა? -ხელი მოვუსვი მუცელზე ნაზად.

-მშვენივრად. ცოტა მაწვალებდა დილას, მირტყამდა. მაგრამ, ახლა დამშვიდდა.

-და დიდი ონავრები როგორ იქცეოდნენ?

-ორივე გასალახები არიან. ბავშვებს მაიმუნობას ასწავლიან.

-ოხხ, ბიჭოთ, ბავშვებს ნუ მიფუჭებთ. ისე, ლორენზო სადაა?

-სამზარეულოშია. ნამცხვარს მიცხობს.

-მოკლედ, ამ ბიჭებს შენს ჭკუაზე ატარებ ხო.

-დიახ.

გამეცინა და ვაკოცე მადელინს. შემდეგ, სამზარეულოში შევედით ყველა. ვსაუბრობდით, ამბებს ვიხსენებდით და ვიცინოდით. უეცრად კი, სოიონმა იკითხა, თუ როგორ გავიცანით მე და მადელინმა ერთმანეთი და როგორ შეგვიყვარდა.

მე მოყოლა დავიწყე. ყველანი ინტერესით მისმენდნენ. იმდენად ინტერესით, რომ ნამცხვარი გადაგვავიწყდა. თუმცა, დროულად გადაარჩინა ლორენზომ ის დაწვას.

* * *

*Author POV*

ასე მხიარულად გადიოდა დღეები. ნიქსი და ლორენზო პატარა სოიონს და იუნჯინს მაიმუნობას ასწავლიდნენ. მადელინი კი ყველას თავის ჭკუაზე დაატარებდა. იუნა უვლიდა ხუთივეს. მალე კი, ამ ოჯახს ახალი ონავარი შეემატებოდა.

ლორენზო და ნიქსი ართობდნენ პატარებს და ხშირად ასეირნებდნენ. იუნჯინსაც და სოიონსაც უყვარდათ ბიძიები და მათთან გართობა. იუნა როდესაც თავისუფალ დროს გამონახავდა ან მათთან ერთად მიდიოდა გასართობად, ან მადელინი მიჰყავდა სასეირნოდ. ისინი ერთად ბედნიერად ცხოვრობდნენ.

____________________

შეყვარება ერთი რამაა და როდესაც გიყვარს სხვა რამეა.

წამიერი გახედვები ხანგრძლივ მიშტერებაში გადაიზარდა, ნაზი შეხება კი ვნებიანში. სიჩუმე, რომელიც გამოიწვია გრძნობების გამხელამ, მხიარულმა ხითხითმა შეცვალა.

შეყვარება ერთი რამაა. ხოლო, როდესაც გიყვარს არის და იქნება სხვა რამ...

*დასასრული*

Happily Ever AfterWhere stories live. Discover now