.7.

26 3 1
                                    


    დღეები მშვიდად და მომაბეზრებლად გადიოდა. ახალი არაფერი ხდებოდა. მთელი სამი კვირაა ნიქსი აქეთ-იქით დარბის საქმეებზე და სახლში სულ გვიან ბრუნდება. ძალიან იღლება და მეცოდება. დილას ადრე იწყებენ რეკვებს და ესეც კისრისტეხვით გარბის.

დღეს დილას გვიან გამეღვიძა და სამზარეულოში ჩავედი. იქ კი, ჩემდაგასაკვირად ფოენიქსი დამხვდა. წინსაფარი ეკეთა და საუზმეს ამზადებდა. მაგიდა სულ მოსვრილი იყო ფქვილით, შაქრით და კაკაოთი. რამოდენიმე კვერცხის ნაჭუჭიც ეგდო მაგიდაზე.

მასთან მივედი და უკნიდან ჩავეხუტე. ძალიან თბილი იყო. ჩემი ლაწირაკი ბოვშვი.

-დილა მშვიდობისა, ჩემო პრინცესავ.

-დილა მშვიდობისა, ძამიკო.

-როგორ გეძინა?

-მე ნორმალურად. შენ?

-ძალიან კარგად. მიირთმევ ბლინებს?

-შენს გაკეთებულს დიდი სიამოვნებით.

-მალე მზად იქნება.

-კაი. მანამდე მე მაგიდას მივალაგებ.

მაგიდა მალევე მივალაგე და ამასობაში, ნიქსმაც დაასრულა ბლინების ცხობა. მაგიდას მივუჯექით და მშვიდად ვსაუზმობდით. თუმცა, ეს სიმშვიდე მალევე დაარღვია ნიქსმა.

-იუნ, რას იტყვი სეულში გასეირნებაზე?

-რა?

-ერთი კვირით სეულში უნდა წავიდე. მარტო წასვლა მეზარება და წამოსვლა ხომ არ გინდა შემთხვევით?

-ღადაობ?

-ნწ, არა.

-წამოვალ.

-ძალიან კარგი. ჩაალაგე ბარგი. ხვალ მივდივართ.

-ვაიმე, არ მჯერა. მადელინს ვნახავ. -ტაშს ვუკრავდი სიხარულისგან. ნიქსი კი მიყურებდა და იცინოდა.

-პატარა ბავშვი ხარ ისევ. სულ რაღაც ერთი თვის წინ ისე იქცეოდი, რომ ჩემზე უფროსი მეგონე. ახლა კიდევ პატარა ბავშვივით ხარ. რა ძალა აქვს სიყვარულს რა.

Happily Ever AfterWhere stories live. Discover now