.12.

22 3 5
                                    


დღეები მშვიდად გადიოდა. დიდად საინტერესო არაფერი მომხდარა. ხვალ უკვე სკოლა იწყება. ვერ ვიტან სკოლას. ეჰჰ, ერთი წელიც და შემდეგ, ამ წყეულ ადგილას მოსვლა აღარ მომიწევს.

დილას გვიან ავდექი საწოლიდან. მადელინთან მესიჯობას შევყევი. ალბათ არც ავდგებოდი საწოლიდან და განვაგრძობდი მასთან მესიჯობას, მას რომ საქმე არ გამოსჩენოდა.

მალევე მივალაგე ჩემი ოთახი და ჩავიცვი ტანსაცმელები. საუზმის შემდეგ კი ალისას დავურეკე.

-დილა მშვიდობისა, იუნ.

-დილა მშვიდობისა. როგორ ხარ?

-ძალიან კარგად, შენ?

-კარგად. მზად ხარ შოპინგისთვის?

-დიახ, მზად ვარ.

-მშვენიერი, მალე დენიელი გამოგვივლის და მოლში წაგვიყვანს.

-ძაან მიკვირს, დენიელი როგორ დაითანხმე წამოსვლაზე.

-ჰიპნოზი გავუკეთე.

-ოხხ, იუნა. კაი, წავედი მე ახლა. ყავას დავლევ და მერე გამომიარეთ.

-კარგი, 15 წუთში მანდ ვიქნებით და მზად დაგვხვდი. არ გვალოდინო როგორც გჩვევია ხოლმე.

-მზად ვარ უკვე, ჩანთას ავიღებ და ეგაა.

-კაი, ნახვამდის.

-შეხვედრამდე, იუნ.

ტელეფონი გადავდე და სამზარეულო მივალაგე. მალევე მოვიდა დენიელი. ნიქსს დავემშვიდობე და მანქანაში ჩავჯექი. მალევე მივედით ალისას სახლთან და როგორც სჩვევია, ერთი საათი გვალოდინა. სანამ ალისამ გამოაღწია სახლიდან, მე და დენიელმა ვიმღერეთ, დრამა დავდგით, წეროები და ჯეირანი ვითამაშეთ, გამოვიძინეთ, მოვიარეთ პლანეტა, გავემგზავრეთ კოსმოსში, დავბრუნდით დედამიწაზე, ქვეყანა ავაშენეთ, გადავცურეთ წყნარი ოკეანე და მოვხვეტეთ უდაბნო.

-გამარჯობათ. -ჩაჯდა მანქანაში უკანა სავარძელზე ალისა და მოგვესალმა.

Happily Ever AfterWhere stories live. Discover now