.3.

31 4 2
                                    

*6 თვის შემდეგ*

პარასკევი იყო. სხვებისგან დიდად არაფრით გამორჩეული დღე. საღამოს, ჩემს ოთახში ვიჯექი და მადელინას ვემესიჯებოდი.

Y: „ჰეი, როგორ ხარ მადელინ?"

M: „ცუდად, შენ?"

Y: „რა მოხდა?"

M: „მე და იზაბელა დავშორდით."

Y: „რა? რატომ?"

M: „ის დამშორდა. მითხრა, რომ მან გრძნობები დაკარგა ჩემს მიმართ და სხვა შეუყვარდა."

Y: „უი, ცუდია."

M: „ჰომ."

Y: „მადელინ, ვიცი, რომ ძნელი იქნება ეს, მაგრამ შენ იზაბელა უნდა დაივიწყო. მე დაგეხმარები."

M: „არამგონია მისი დავიწყება შევძლო."

Y: „მომისმინე, მან დაგიკიდა და შენც უნდა დაივიწყო. მას სხვა ყავს და აღარ ადარდებ. შენნაირ მეორეს ვერ იპოვის ის და მალე მიხვდება, თუ როგორი გოგო დაკარგა."

M: „ეჰჰ, მართალი ხარ, იუნა."

Y: „ის უნდა დაივიწყო. სიყვარულის დავიწყებას დრო სჭირდება, მაგრამ შენ ამას შეძლებ. მეც დაგეხმარები როგორც შევძლებ."

M: „აღარაა არაფერი საჭირო. უკვე მომბეზრდა ეს ცხოვრება. საკმაოდ ბევრი გადავიტანე და საკმაოდ ვიტანჯე."

Y: „მადელინ, რას აპირებ?"

M: „ისეთს არაფერს. ცოტა ხანი დასვენება მჭირდება. ჩემ ძმას ვთხოვ და ცოტა ხანს სადმე წავალ ქალაქგარეთ. რამოდენიმე დღე სოც-ქსელებს არ გამოვიყენებ და თუ არ მოგწერე, არ ინერვიულო."

Y: „კარგი. ახლა დასვენება მართლა დაგეხმარება. თუ ლაპარაკი დაგჭირდება დამირეკე და ვილაპარაკოთ ხოლმე."

M: „მადლობა, იუნ."

Y: „არაფრის."

მთელი ღამე ფიქრებში გავატარე. მადელინზე ვფიქრობდი. ძალიან მეწყინა მათი ამბავი. მადელინი მართლა ბედნიერი იყო იზაბელასთან და არ წარმომედგინა თუ დაშორდებოდნენ.

დილისკენ მადელინმა მომწერა და შემატყობინა, რომ ერთი კვირა არ შემოვიდოდა სოც-ქსელებში. ქალაქგარეთ მიდიოდა ძმასთან ერთად, როგორც მითხრა წინა ღამეს.

მთელი დღე უაზროდ გავატარე. უსაქმოდ ვიწექი ჩემს ოთახში და სოც-ქსელებში ვძრომიალობდი. აქაც უკვე აღარაფერი საინტერესო არ იყო. საღამოსკენ დენიელმა დამირეკა და გასეირნება შემომთავაზა. მეც სიხარულით დავთანხმდი.

ქალაქში დიდხანს ვიბოდიალეთ და წიგნის მაღაზიაშიც შევიარეთ. რამოდენიმე წიგნი ვიყიდე ჩემთვის. ძალიან მიყვარს კითხვა. აი დენიელი კი, საერთოდ არ არის კითხვის მოყვარული. მას კომიქსები უყვარს.

საბოლოოდ, სახლში გვიან დავბრუნდი. მაშინვე სამზარეულოში შევვარდი, სასუსნავებს ხელი დავავლე და ჩემი ოთახისკენ გავიქეცი. შევიკეტე ოთახში და წიგნის კითხვა დავიწყე. მთელი ღამე კითხვაში გავატარე. ჩამითრია წიგნმა და თვალს ვერ ვწყვეტდი.

Happily Ever AfterWhere stories live. Discover now