.6.

26 3 2
                                    

    დილას ადრე გამეღვიძა. ავდექი და პიჟამოებითვე ჩავედი სამზარეულოში. საუზმის მზადება დავიწყე. მუსიკები ჩავრთე ხმამაღალზე და განვაგრძე ბლინების ცხობა. თან ვცეკვავდი.

ცოტა ხანში ნაბიჯების ხმა მომესმა. ადგა ძილისგუდა. ნიქსი შემობოდიალდა სამზარეულოში აჩეჩილი თმით და მძინარე სახით. მისი დანახვისას სიცილი ამიტყდა. ლურჯი ულვაშებიც აკვდებოდა და ლოყებზე გულებიც. გუშინ ცოტა ვიმაიმუნე სანამ მას ეძინა.

-რა გაცინებს? -მძინარე ხმით მკითხა გაკვირვებულმა.

-ძალიან ლამაზი ხარ დღეს. -ვთქვი და ვცადე, რომ სიცილი შემეკავებინა. თუმცა, არ გამომივიდა.

ფოენიქსი მაშინვე სარკისკენ გაიქცა. რამოდენიმე წამში კი მისი ყვირილი მომესმა და უფრო ამიტყდა სიცილი.

-იუნა მინ!!!

-გისმენთ, ბატონო ფოენიქს.

-მიგაკლავ.

-აბა გაბედე.

ხელში ამიყვანა და საძნებლისკენ წამათრია. საწოლზე დამაგდო და ხელები და ფეხები გამიკოჭა. გახსნას ვცდილობდი, თუმცა უშედეგოდ.

-გამხსენი!!!

-არა!

-კი!

-მოკეტე! -თქვა და ჩემი უჯრიდან მარკერი ამოიღო. -ახლა სამაგიეროს გადაგიხდი.

მოვიდა ჩემთან და სახეზე რაღაცეებს მახატავდა. ვუყვიროდი, მაგრამ არ ჩერდებოდა. საბოლოოდ, როდესაც დაასრულა ხატვა, მარკერი კვლავ უჯრაში ჩადო. შემდეგ, გამიხსნა ხელ-ფეხი. სარკეს ვეტაკე მაშინვე. არც ისე ცუდი მხატვარია. მაგრამ, ჯობს ეს ყველაფერი ფურცელზე ხატოს და ჩემ მშვენეირ სახეს შეეშვას.

ბალიშს დავავლე ხელი და გავეკიდე მას. ვესროლე და თავში გავარტყი. მანაც აიღო ბალიში და ჩხუბი დავიწყეთ. ერთმანეთს ვურტყამდით. ბოლოს დავიღალეთ და გავჩერდით.

-ლაწირაკო.

-ძონძის კუკლავ.

-ჩაკის წყევლა.

-ანაბელის თოჯინავ.

სიცილი დავიწყეთ ორივემ. ავდექი, ხელი მოვკიდე ნიქს და ჩემს ოთახში შევიყვანე. უჯრიდან მაკიაჟის მოსაშორებელი სითხე ამოვიღე და გავუწმინდე სახე. შემდეგ, მან მომაშორა ნახატები.

-ჩემი საყვარელი ძამიკო. -ჩავეხუტე ნიქსს.

-ჩემი საყვარელი დაიკო. -შუბლზე მაკოცა მან და ხელები მომხვია.

ცოტა ხანს ასე ვიჯექით სიმშვიდეში, შემდეგ კი სამზარეულოში ჩავედით და დალაგება დავიწყეთ. სამზარეულოს დალაგების შემდეგ, მივუჯექით მაგიდას და მშვიდად ვსვამდით კაკაოს. ეს სიმშვიდე ნიქსმა დაარღვია.

-შენი გოგო როგორ არის?

-კარგად არის. მეგობრებთან ერთობა. -გამეღიმა უნებურად.

-ძალიან კარგი.

-შენ როდის გეყოლება შეყვარებული? ბერდები უკვე ნიქსს, დროა ცოლი მოიყვანო.

-ეჰჰ, მართალი ხარ. ვბერდები ბიძი უკვე. -თქვა ვითომ დამწუხრებული ხმით.

გამეცინა მის ნათქვამზე. ცოტა კიდევ ვისაუბრეთ , შემდეგ კი ნიქსს ვიღაცამ დაურეკა და წასვლა მოუწია საქმეზე. მარტო დავრჩი სახლში. დივანზე ვიწექი და უაზროდ მივშტერებოდი ჭერს. მადელინზე მეფიქრებოდა და მეღიმებოდა. ტელეფონს ვტაცე ხელი და მადელინს მივწერე. მანაც მალევე მიპასუხა.

მთელი დღე მადელინთან მესიჯობაში გავატარე. ამდენი სალაპარაკო რა გვქონდა? არც არაფერი. მნიშვნელოვანი არაფერი გვითქვამს. რაღაცეებზე ვღადაობდით.

ერთმანეთთან შეხვედრა გვინდა უკვე რამდენი ხანია, მაგრამ არ შეგვიძლია. რთულია სიყვარული როცა ამხელა დისტანციაა ჩვენს შორის. ერთი სული მაქვს, დავამთავრო სკოლა და შემდეგ, სეულში გადავალ საცხოვრებლად და იქ გავაგრძელებ სწავლას. ნუ, სეულში ცხოვრება მადელინის გამო უფრო მინდა, ვიდრე სწავლის გამო.

ფოენიქსისახლში გვიან დაბრუნდა. ძალიან დაღლილი იყო. მაშინვე თავის ოთახში შევიდა და დაწვადასაძინებლად. მასთან მივედი, გვერდით მივუწექიდა ჩავეხუტე. მალევე ჩაგვეძინა ორივეს.

Happily Ever AfterWhere stories live. Discover now