.23.

23 2 11
                                    


დღეები გადიოდა. არანაირი ცვლილება და სიახლე. ყოველი დღე ერთმანეთს გავდა. ერთფეროვნება... ვერ ვიტან.

ნიკოლასი წინა კვირას გავაცილეთ მე, გოგოებმა და ნიქსმა. კვლავ იაპონიაში წავიდა.

კონცერტი გვქონდა და ახლა სახლში ვბრუნდებით. ძალიან დავიღალე. სახლში მისვლისას, მაშინვე დავწექი საწოლზე და ჩამეძინა. როდესაც გავიღვიძე, უკვე საღამო იყო. გარეთ წვიმდა. მოსაცმელს ხელი დავავლე, გოგოებს დავემშვიდობე და გარეთ გავედი. ნელი ნაბიჯით მივუყვებოდი ქუჩას და გარემოს ვაკვირდებოდი. ყველა სადღაც გარბოდა და ცდილობდა, თავი რაიმესთვის შეეფარებინათ. ზოგი ქოლგებით მირბოდა. ვისაც ქოლგა არ ჰქონდა, ან ჩანთა ეფარათ თავზე, ან ქუდი და სხვა რაღაცეები.

როდესაც ქუჩები დაცარიელდა, თავდახრილმა განვაგრძე სეირნობა. ჩემს ნაბიჯებს ვუყურებდი. ვუყურებდი, როგორ ეცემოდნენ წვიმის წვეთები ძირს. ფიქრებმა სხვა სამზაროში გადამიყვანა. გარშემო წვიმის წკაპუნის გარდა არაფერი მესმოდა.

უეცრად, ვიღაცას შევეჯახე. თავი ავწიე და მას რომ შევხედე ადგილზე გავიყინე. გული ამიჩქარდა და რაღაც უცნაურმა გრძნობამ მომიცვა. ისეთივე გაფართოებული თვალებით ვუყურებდინ მას, როგორითაც ის მიყურებდა.

ხმას ვერც ერთი და ვერც მეორე ვერ ვიღებდით. ერთმანეთს მივშეტებოდით. შევნიშნე, როგორ აუცრემლიანდა თვალები. ცოტა აკლდა და ტირილს დაიწყებდა. თუმცა, არც მე ვიყავი ნორმალურად. გაუგებარ რაღაცას ვგრძნობდი და თვალებში ცრემლებიც მოგროვდებოდა. შეკავებას ვცდილობდი ყველანაირად. არ მინდოდა, რომ მის წინ მეტირა.

-მადელინ... -მხოლოდ ამის თქმაღა შევძელი და ცრემლმა გზა გაიკვლია ჩემს ლოყაზე.

-იუნა... -გავიგე მისი ნაზი ხმა. როგორ მომნატრებია ეს ხმა.

მას ცრემლები წამოუვიდა და ატირდა. თავი დახარა და სახეზე ხელები აიფარა. მე ხელები ძლიერად მოვხვიე მას და ჩავიხუტე. არ ვიცოდი, რა უნდა მექნა. ამიტომ, რაც პირველი გამახსენდა ის გავაკეთე.

Happily Ever AfterWhere stories live. Discover now