.2.

39 4 5
                                    

დილას ადრე გავიღვიძე და მაშნვე ავდექი. კი, ვიცი გიკვირთ. შაბათს ასე ადრე რომელი ნორმალური ადგება? არც ერთი. თუმცა, შაბათს ადრე ადგომა მეხალისება, რადგან ცეკვა მაქვს და ცეკვა ძალიან მიყვარს. დავავლე ცეკვის ჩანთან ხელი და მხიარულად გავუყევი გზას.

მალევე მივედი და გასახდელში შევედი. გოგოები ყველა იქ იყვნენ. გადავეხვიე ყველას. როგორ მომნატრებიან. ამ არდადეგების შემდეგ ეს პირველი გაკვეთილია.

-მინ, შენ კიდევ უფრო გამაღლდი თუ რაიყო? -პირველი ეს მკითხეს გასახდელში შესვლისას.

-რამსიმაღლე ხარ გოგო, რაიყო. -გადამეხვია ანნა.

-გენეტიკა ბროუ. -ვთქვი და გამეცინა.

-ერთი შენი სიმაღლე მომცა, მეტი არაფერი მინდა. -მითხრა მიამ.

ცოტა ხანს კიდევ ვისაუბრეთ და შემდეგ გამოცვლა დავიწყეთ. მალევე ჩავიცვით ცეკვის ფორმები და დარბაზში შევედით.

ორი საათის შემდეგ დასრულდა გაკვეთილი. ყველანი ძალიან დავიღალეთ და ყველაფერი გვტკიოდა. პირველი დღე ყოველთვის დამღლელია. თან არდადეგების შემდეგ განსაკუთრებით.

ცოტა ხანს ვისვენებდით და ვჭორაობდით. შემდეგ, გამოვიცვალეთ და სახლებისკენ გავეშურეთ. მე და ანნა ერთი გზით მივდიოდით. გზაში იმდენი ვიჭორავეთ რომ მაგდენი ალბათ არასოდეს მილაპარაკია.

სახლში არავინ დამხვდა. მშვიდად მივიღე შხაპი. თან მუსიკები მქონდა ჩართული. სოლო კონცერტი მოვაწყვე რასაც ქვია. შამპუნის ბოთლები ტაშს მიკრავდნენ.

ჩემს ოთახში შევედი, ტანსაცმელები ჩავიცვი და საწოლზე წამოვწექი. წიგნი ავიღე და კითხვა დავიწყე. საკმაოდ დიდხანს ვკითხულობდი. უკვე როლებში ვიყავი შეჭრილი, როდესაც კარი ფოენიქსმა შემოაღო და შემოვარდა ოთახში.

-გული გამისკდა, იდიოტო. -ხმამაღლა ვუთხარი გაბრაზებულმა და წიგნი გვერდით გადავდე.

Happily Ever AfterWhere stories live. Discover now