.11.

27 3 1
                                    


    დღეს მე და ნიქსი ბუსანში ვბრუნდებით. ეჰჰ, არადა როგორ მინდა აქ დარჩენა. მაგრამ, რას ვიზამთ. ცოტას მოვიცდი, დავამთავრებ სკოლას და შემდეგ წამოვალ სეულში.

მანქანით მივუყვებით გზელ გზას. ფანჯრიდან გარემოს გავყურებ და ფიქრებში ვარ გართული. მადელინთან გატარებულ დროს ვიხსენებ და მეღიმება. როგორი საყვარელი და თბილია. ტელეფონი ამოვიღე და ჰობის მიერ გადაღებულ ჩვენს ფოტოებს ვათვალიერებდი.

სახლში დაბრუნებისას ჩემს ოთახში ავედი და ბარგის ამოლაგება დავიწყე. ყველაფერი თავის ადგილს დავუბრუნე და საწოლზე წამოვწექი. ჩემი მიგდებული ბლოკნოტი ავიღე და წერა დავიწყე. დეტალურად აღვწერე მადელინთან გატარებული ყოველი წუთი. თან სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებდი.

წერა როდესაც დავასრულე, ბლოკნოტი უჯრაში ჩავდე და ზემოდან რაღაც ნივთები და ფურცლები დავადე რომ არავის ენახა. შემდეგ, ნიქსის ოთახში შევედი. იქ არ დამხვდა. სამზარეულოში ჩავირბინე უცებ. არც იქ იყო. ტელეფონი ავიღე და სწრაფად მოვძებნე მისი ნომერი კონტაქტებში. მალევე უპასუხა ჩემ ზარს.

-გისმენ, დაო.

-სად ხარ?

-მაღაზიაში. რამე მოხდა?

-არ უნდა გაგეფრთხილებინე რომ მიდიოდი?

-რატომ უნდა გამეფრთხილებინე?

-იმიტომ, რომ არ მენერვიულა შენზე.

-ვუმე, ჩემმა პატარა დაიკომ ჩემზე ინერვიულა.

-მოხვალ შენ სახლში.

ვუთხარი და გავუთიშე. ტელეფონი გადავდე და დივანზე ჩამოვჯექი. ცოტა ხანში მადელინმა დამირეკა. მისი სახელის დანახვისას გამეღიმა. სწრაფად ვუპასუხე. დიდხანს ვსაუბრობდით. ბოლოს, როდესაც კარის გაღების ხმა გავიგე, დავემშვიდობე მადელინს და ტელეფონი დივანზე დავაგდე. ხელებგადაჯვარედინებული და გაბრაზებული სახით მივედი ნიქსთან. მან შემომხედა და ჩაიცინა. ხელები მომხვია და ჩამიხუტე. თუმცა, მე არ ვინძრეოდი და რეაქციაც არ მქონდა ამაზე.

Happily Ever AfterWhere stories live. Discover now