Chapter 21(Finale)

20 1 2
                                    


-Maybe one day we'll wake up and this will all just be a dream...

-Jelena-

უკვე 5 დღე გავიდა რაც საავადმყოფოდან გამომწერეს და სახლში ვარ.

უკვე 5 დღეა ზეინისგან არაფერი მსმენია და შესაძლოა ვეღარასდროს ვნახო და გავიგო მისი ხმა!

"ჯი, უნდა ჭამო" მეუბნება სემი უკვე მეოთხედ.

შუადღეა და გუშინ საღამოს შემდეგ არაფერი მიჭამია, უბრალოდ არ გადამდის საკვები როცა ვიცი, რომ ზეინი სადღაც მარტოა და საჭმელს კი არა, ალბათ წყალსაც არ ასმევენ.

"არ მშია" ვთქვი და მისაღებში გავედი სადაც ტელევიზორი იყო ჩართული.

"როგორც უკვე იცით, 24 წლის ზეინ მალიკი, ნიუ-იორკის ყველაზე საშიშდა ამავდროულად ყველაზე მდიდა ადამიანი დაკარგულად გამოაცხადეს! მალიკი, რომელიც იტალიის მაფიის ნახევარს ფლობდა და თან არც ისე ცოტა კრიმინალურ საქმიანობაშია ჩარეული, უკვე 4 დღეა არ გამოჩენილა და გამოცხადდა დაკარგულად! მასზე მიმდინარეობს ძებნა-"

"ჯანდაბა, ვინმემ გამორთეთ ეს იდიოტური ტელევიზორი" დავიყვირე და ტელევიზორს საყვავილე ვესროლე.

"ჯი, დაწყნარდი" მითხრა სემმა და ჩემთან მოვიდა, მხარში ხელი მომკიდა, მაგრამ გავაშვებინე.

"აქ რა ხდება?" ოთახში კენდალი და ჰარი შემოვიდნენ.

"რა ხდება და ქალბატონი არ ჭამს" მობეზრებით უთხრა სემმა და დივანზე დაჯდა, მე კი უბრალოდ ფანჯარასთან ვიდექი, თითქოს ჩემი გულის რაღაც ნაწილი კვლავ ელის ზეინის დაბრუნებას!

"ჯი, გთხოვ ჭამე, ბავშვს აზიანებ" მითხრა ჰარიმ.

"ყველამ თავი დამანებეთ" ვთქვი ისე რომ არც გამიხედავს.

A whole new worldWhere stories live. Discover now