Chapter 8

17 1 0
                                    

-Zayn-

მალე სახლში დავბრუნდით, რამდენიმე საათში იტალიაში გავფრინდებით სადაც ჩვენს თაფლობის თვეს გავატარებთ.

"ჯიჯი გაემზადე, მალე წავალთ" შევძახე მის ოთახთან ჩავლისას, მაგრამ ხმა რომ არავინ გამცა გადავწყვიტე შემეხედა.

ქორწილის კაბით საწოლზე იჯდა და ტიროდა.

"ჯიჯი, რატომ ტირი?" ვუთხარი და მის წინ ჩავიხარე.

"ზ-ზეინ მაპატიე, არ შემიძლია ამის გაკეთება" ხმის კანკალით მითხრა და უარესად ატირდა. ნუთუ ასე ძალიან ვძულვარ?

"გთხოვ ჯიჯი, 6 თვე, ჩემთვის კი არა, ანვარისთვის და ბელასთვის გაუძელი და გპირდები, 6 თვის შემდეგ ჩემს სახელსაც ვეღარ გაიგონებ" ვუთხარი და ვეცადე დამემშვიდებინა.

-Jelena-

რა სულელი ბიჭია, სწორედ ეს არ მინდა, არ მინდა 6 თვის შემდეგ მისი დავიწყება, მინდა ცხოვრების ბოლომდე მასთან ვიყო.

და დიახ, ამ წამს საკუთარ თავთან ვაღიარე, რომ მე ზეინ მალიკი მომწონს, მაგრამ ზუსტად ვიცი, მასთან შანსი არ მაქვს, ის იმ ტიპის ადამიანია რომელსაც სიყვარული არ შეუძლია, მე კი სიყვარულის გარეშე არ შემიძლია.

"გთხოვ აღარ იტირო, ვერ ვიტან როცა ტირიან" მითხრა ზეინმა და ოთახიდან გავიდა, მე კი მეტად მოვუმატე ტირილს.

არც კი ვიცი რა გავაკეთო, მე ის ადამიანი შემიყვარდა, რომელიც ვიცი, რომ იგივე გრძნობით არასდროს მიპასუხებს.

მაგრამა არა ჯიჯი, ძლიერი უნდა იყო! მხოლოდ ეს 6 თვე და შემდეგ ზეინს დაივიწყებ! 6 თვის შემდეგ საერთოდ წახვალ ნიუ იორკიდან.

"ჯიჯუ ჩაიცვი" შემომძახა ზეინმა.

მეც ავდექი, ვცდილობდი კაბა გამეხსნა, მაგრამ შეუძლებელი იყო.

"ზეიინ" რაც შემეძლო ხმამაღლა დავუძახე.

"გისმენ" ოთახში მშვიდად შემოაბიჯა.

"შეგიძლია კაბის გახსნაში დამეხმარო?" მან თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და ჩემს უკან დადგა.

A whole new worldWhere stories live. Discover now