Chapter 12

14 1 0
                                    

-Jelena-

არ მჯერა, დღეს ჩემი საყვარელი სეზონი, ზამთარი დაიწყო!

დილიდანვე გემრიელობების მომზადება დავიწყეთ, ბიჭებიც გვეხმარებოდნენ, ნუ ნაილი ყველაფერს ჭამდა და ბოლოს სამზარეულოდან ყველა ბიჭი გავაგდეთ, მაგრამ არაუშავს.

მე ჩემი ტრადიციული ორცხობილები გამოვაცხვე, ისინი, ზეინს რომ უყვარს!

"რა კარგი სურნელია!" სამზარეულოში ლუი შემოვიდა და ღუმელისკენ წავიდა, სადაც ორცხობილები მედო.

"ლუის, ორცხობილები ჩემია, ხელი არ ახლო" ლუის ზეინი შემოყვა და ღიმილით უთხრა.

"მზადაა და თან იმდენი, რომ ყველას გეყოთ" ვთქვი და ღუმელი გავაღე, რომ ორცხობილები გამომეღო.

ორცხობილები მაგიდაზე დავდე, ღუმელი დავხურე და რომ მოვბრუნდი ორცხობილების ლანგარს ხელი მოვკიდე, სულ დამავიწყდა ცხელი რომ იყო და თითები დავიწვი.

"აუჩ" წამოვიყვირე და ხელი წყალს შევუშვირე.

"რა მოგივიდა ჯიჯი?" ზეინი პანიკაში ჩავარდა და ჩემთან მოვარდა.

"არაფერი ზეინ, ოდნავ დავიწვი" ვუთხარი და ონკანი დავკეტე.

"წამოდი, მალამო წაგისვა" მითხრა და მეორე სართულზე გამაქცია. სააბაზანოში სარეცხის მანქანას ვეჯექი, ზეინი ჩემს ფეხებს შორის იდგა და თითებზე სულს მიბერავდა.

ამ მომენტშიც როგორი სექსუალურია!

ზეინმა თვალებში ჩამხედა და წამიერად სამყარომ ბრუნვა შეწყვიტა.

"გვრიტებოო, ჩამოდიით" ჰარიმ დაგვიძახა, ჩვენც ერთმანეთს მზერა მოვაშორეთ და სააბაზანოდან გავედით.

მოსაღამოვდა, სუფრა გავშალეთ და ყველა დავსხედით. ჩემს გვერდს ჩემი ქმარი, ბატონი ზეინი ამშვენებდა.

ნაილმა ინდაურის დაჭრა დაიწყო, მაგრამ ხან დანა დაუვარდა, ხან ჩანგალი, ხან კინაღამ ინდაური, ჩვენც, მისი საცოდაობით დავიწვით და ზეინმა დაჭრა.
ჩემი ორცხობილები ყველას მოეწონა, მაგრამ ზეინი ამბობს, ჩემზე მეტად ვერავის გეყვარებათო.

A whole new worldWhere stories live. Discover now