Chapter 17

14 0 0
                                    

-Jelena-

"ჯიჯი შემომიშვი" მესამედ მეუბნება ზეინი და საპირფარეშოს კარზე მიკაკუნებს.

"არა ზეინ და საერთოდ აღარ გელაპარაკები" ვთქვი და კართან ჩავიხარე.

ასე მოუხდება ბატონ ზეინს, აბა, რა ეგონა?

უნამუსო ვაჟბატონი!

ალბათ გაინტერესებთ რა მოხდა.

დილით, როგორც კი გავიღვიძე მაშინვე ჩასაცმელად წავედი, მაგრამ ჩემი საყვარელი ჯინსი ვერაფრით შევიკარი, რადგან მუცელი უკვე პატარაზე მეტყობოდა.

როგორც აღმოჩნდა ზეინს ეღვიძა და მაყიურებდა, თან კი გაეცინა.

"ზეინ, რა გაცინებს?" გაბრაზებულმა
ვკითხე.

"ჯიჯი უკვე იმდენს ჭამ, ძალიან მოპუტკუნდი" მის ამ სიტყვებზე ცრემლები ჩამიდგა თვალებში, ამ ბოლო დროს პატარა რაღაცებიც კი მწყინს.

"უნამუსო" ვუთხარი და საპირფარეშოში შევიკეტე, დანარჩენი კი თქვენც კარგად იცით.

-Zayn-

უკვე 10 წუთია ჯიჯი საპირფარეშოში ჩაიკეტა და კარს არ მიღებს.

"ჯიჯი, მოგშივდება და გამოხვალ" ვუთხარი და თან ტელეფონი ამოვიღე, რომ გოგოებთან დამერეკა.

"არ გამოვალ" ჯიუტად მითხრა.

არადა, ხომ ვიცი, შიმშილს ვერ გაუძლებს, მაგრამ ის ხომ ჯიჯია, ყველაზე ჯიუტი ადამიანი.

კენდალის ნომერი ავკრიფე და მაშინვე მას დავურეკე.

"რა გინდა ზეინ"

"ჯიჯი გამიბრაზდა და საპირფარეშოში ჩაიკეტა, გთხოვ მოდი და გამოიყვანე"

კენდალი დამთანხმდა და მითხრა, რომ 5 წუთში აქ გაჩნდებოდა.

-Jelena-

ისევ საპირფარეშოში ვიჯექი, ძალიან მშიოდა, მაგრამ ვერ გავიდოდი.

"მოითმინე პატარავ, მალე გავალთ" ვეუბნებოდი მუცელში ბავშვს.

უეცრად კი ოთახის კარის ხმა გავიგე, ვიფიქრე, ზეინი წავიდა მეთქი, მაგრამ სინამდვილეში კენდალი მოსულა.

A whole new worldWhere stories live. Discover now