Chapter 6

19 3 0
                                    

-Jelena-

მთელი ღამე ვერ დავიძინე, სულ ზეინზე მეფიქრებოდა, დღევანდელზეც, ჯერ ის, რომ ჩემი ნაიარევები ნახა, შემდეგ ის, რომ მის ტუჩებს რამდენიმე მილიმეტრი მაშორებდა და ბოლოს ის, რომ მან მე მისი საკუთრება მიწოდა.

დილით საწოლიდან ავდექი და ოთახის ფარდები გადავწიე, ნიუ იორკის ხედები და მზის ამოსვლა ერთად იდეალურია.

ისევ ზეინის მაისური მეცვა, რომელიც მუხლებამდეც არ მწვდებოდა. ჯერ ადრეა, არამგონია ზეინს ეღვიძოს, ამიტომ თავისუფლად გავედი სამზარეულოში, ყურსასმენებში მუსიკები ჩავრთე და ყავის მოდუღება დავიწყე.

მუსიკებს ვუსმენდი  და თან ყავას ვადუღებდი.

როდესაც ყავა მოდუღდა, ჭიქაში დავისხი და შემოვტრიალდი და ჯანდაბა, ნეტავ ახლა მიწამ ჩამიტანოს, ნახევრად შიშველი ზეინი ხელებ გადაჯვარედინებული მიყუდებოდა კედელს და დაჟინებით მაკვირდებოდა.

მისი დანახვისას წამოვიკივლე და ნახევარი ყავა ხელზე გადავისხი.

"ჯანდაბა, რა დაუდევარი ხარ" მითხრა ზეინმა და სწრაფად მოვარდა ჩემთან.

"ზეინ მეწვის" ვთქვი და თვალებში ცრემლები ჩამიდგა. ზეინმა ყინულების შეკვრა აიღო და ხელზე დამადო, იმ წამსვე აიღო მანქანის გასაღები და სასწრაფოდ საავადმყოფოსკენ გამაქანა.

"ძალიან გტკივა?" თბილი ხმით მკითხა და გამომხედა.

"კი, მეწვის" ვუთხარი და ცრემლები მოვიწმინდე, ჩემი თავი ბავშვი მგონია, მაგრამ მართლა საშინლად მტკივნეულია.

"ცოტაც გაუძელი ჯიჯი" მითხრა და სიჩქარეს მოუმატა.

5 წუთში გავჩნდით საავადმყოფოსთან, გადავედით და ზეინმა მაშინვე ექიმისკენ წამიყვანა.

ექიმმა თავისთან შემიყვანა და ზეინი გარეთ დარჩა.

-Zayn-

ღმერთო ჩემო, რა დაუდევარი გოგოა, რანაირად გადაისხა ცხელი ყავა?!

A whole new worldWhere stories live. Discover now