Chapter 18

11 0 0
                                    

-Jelena-

დილით როგორც კი გავიღვიძე, მაშინვე გავემზადე :

ჯერ მხოლოდ 10 კვირის ორსული ვარ, მუცელი პატარაზე მეტყობა, უკვე მესამე თვეში ვარ, ძალიან მალე გადის დრო

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ჯერ მხოლოდ 10 კვირის ორსული ვარ, მუცელი პატარაზე მეტყობა, უკვე მესამე თვეში ვარ, ძალიან მალე გადის დრო.

ზეინმაც გაიღვიძა და ახლა შხაპს იღებს, ექიმთან მივდივართ კონსულტაციაზე.

-Zayn-

ძალიან ამაღელვებელია, პირველად მივყვები ჯიჯის ექიმთან, აქამდე ვერ მოვიცალე, ვიცი, საშინელებაა!

მანქანაში ჩავსხედით და ბედნიერი მივდიოდით საავადმყოფოსკენ.

"ზეინ, ნეტავ რას შვრება ჩვენი პატარა ციყვი" თქვა ჯიჯიმ და მუცელს დახედა.

ხომ, ბავშვს ციყვს ვეძახით, რადგან ჯერ არ ვიცით, გოგოა, თუ ბიჭი.

ექიმთან მალე მივედით და კაბინეტშიც შევედით.

"აბა, თავს როგორ გრძნობთ?" იკითხა ექიმმა შესვლისთანავე.

"შესანიშნავად" თქვა ჯიჯიმ აღფრთოვანებით.

"სხვათაშორის, მამასაც ვეკითხები, მამების პასუხიც ძალიან მნიშვნელოვანია" თქვა ექიმმა და მზერა ჩემზე გადმოიტანა.

"აღელვებულად" გულწრფელად ვუპასუხე, ექიმს კი გაეღიმა.

"ეს ბუნებრივია, მთავარია ბოლომდე ერთად იდგეთ და ერთმანეთი გიყვარდეთ, თქვენს თვალებს თუ შევხედავთ, ერთმანეთი მართლა ძალიან გიყვართ" თქვა ექიმმა, ამასობაში კი ჯიჯი დაწვა და მაისური მუცელზე აიწია.

ექიმმა მუცელზე რაღაც დაადო და მონიტორზე გამოსახულება გამოჩნდა.

A whole new worldWhere stories live. Discover now