Chapter 4

14 2 0
                                    

-Jelena-

დილით ოთახში შემოსულმა მზის სხივებმა გამაღვიძა. თვალები ძლივს გავახილე, მაგრამ ადგომა ვერ მოვახერხე რადგან ზეინის მკლავებს ვეჭირე.

ჯანდაბა, მთელი ღამე ზეინთან ვიწექი!

როგორც იქნა მის მკლავებს თავი დავაღწიე და ფეხზე ავდექი, წარბიც არ შეუხრია ისე განაგრძო ძილი.

დილის 7 საათია, მე კი მეგონა უნივერსიტეტში ვაგვიანებდი. წყალი გადავივლე, მოვწესრიგდი და გამოვეწყვე :

რადგან ჩემი ტანსაცმელი აქ არ მქონდა, ზეინის პერანგის ჩაცმა მომიწია

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

რადგან ჩემი ტანსაცმელი აქ არ მქონდა, ზეინის პერანგის ჩაცმა მომიწია.

სამზარეულოში გავედი და ალუბლის წვენს ვსვავდი, დილით ჭამა არ მიყვარს.

უეცრად კი ზეინის ხმა გავიგე.

"დილამშვიდობისა ჯიჯი" დილისთვის დამახასიათებელი, ბოხი ხმა ჰქონდა.

მისკენ შევბრუნდი და ჯანდაბა, მგონი ძალიან დაცხა ხომ?

წელს ზემოთ სრულიად შიშველი იყო, ამდენი ტატუ ერთად არავისზე არ მინახავს! ღმერთო და მისი პრესები, თავი სიზმარში მგონია.

"თუ უკვე მორჩი ჩემს შესწავლას, გირჩევნია ჩემი სიტყვები გაიხსენო, ვერ ვიტან როცა მაშტერდებიან" მკაცრად მითხრა და მაცივრისკენ დაიძრა, მაცივრიდან ცივი წყალი აიღო და ოთახიდან გავიდა.

საათს რომ დავხედე, 8 ხდებოდა, ლექციები 9-ის ნახევარზე მეწყება, ამიტომ უკვე უნდა წავსულიყავი.

"ზეინ მე წავედი" დავიძახე და კარს ვაღებდი როცა ზეინი გამოვიდა და გამაჩერა.

A whole new worldWhere stories live. Discover now