Chapter 11

15 1 0
                                    

-Jelena-

უკვე 30 ნოემბერიც მოვიდა, ნიუ იორკში საშინლად ცივა და უნივერსიტეტიდან დაგვითხოვეს. საფა, მისი შვილი და ტრიშა ცალკე სახლში გადავიდნენ, მაგრამ აქვე ახლოს.

"ჯიჯი, გღვიძავს?" გარედან ზეინმა გამომძახა.

"არა" ვუთხარი და თავი ბალიშში ჩავრგე, ამან რა თქმა უნდა არ გაჭრა და ზეინი ოთახში შემოვარდა.

"გაემზადე, მივდივართ" მითხრა და სასწრაფო წესით წამომაყენა საწოლიდან.

"სად მივდივართ?" ვკითხე და თან კბილების გახეხვა დავიწყე.

"მთაში ჯიჯი, ბიჭებს შეყვარებულები მოყავთ და მე ცოლით მივდივარ" ამაყად თქვა და საწოლზე ჩამოჯდა.

"არ გინდა გახვიდე? უნდა გამოვიცვალო" ვთქვი და თან გარდერობთან მივედი.

"გმადლობ, აქ ვიქნები და დავტკბები სანახაობით" თქვა და ეშმაკურად ჩაიღიმა.

"ზეინ" თვალები დავუჭყიტე და მაისური ვესროლე.

"კარგი ხო, შევბრუნდები, მაგრამ არ გავალ!" თქვა და ჩემსგან ზურგით დაჯდა.

რა გაეწყობოდა, ისე ავიღე ტანსაცმელი და გამოვიცვალე :

"ზეინ რამდენი დღით მივდივართ?" ხომ უნდა ვიცოდე, რომ ტანსაცმელები ჩავალაგო

Ups! Ten obraz nie jest zgodny z naszymi wytycznymi. Aby kontynuować, spróbuj go usunąć lub użyć innego.

"ზეინ რამდენი დღით მივდივართ?" ხომ უნდა ვიცოდე, რომ ტანსაცმელები ჩავალაგო.

"3 დღით" მითხრა და ჩემს საწოლზე გადაწვა. მეც ზურგჩანთა ავიღე და რამდენიმე ხელი ტანსაცმელი ჩავალაგე.

შემდეგ ორივე მანქანაში ჩავსხედით და გზას დავადექით.

"ზეინ, არ გინდა მუსიკები ჩავრთოთ?" ვუთხარი და ხელი მაგნიტოფონისკენ წავიღე.

A whole new worldOpowieści tętniące życiem. Odkryj je teraz