Chapter 19

15 1 0
                                    

-Kendall-

"კენ, ზეინი სად არის?" პალატაში ჰარი შემოვიდა.

"არ უთქვამს რომ მიდიოდა? მე მითხრა რომ რაღაც საქმე ჰქონდა და მალე მოვიდოდა, თან დამიბარა ჯიჯის მიხედეო" ამ სიტყვებზე ჰარის სახე შეეცვალა და პალატიდან გავარდა.

"ჰარი, რა მოხდა?" მაშინვე გავყევი.

"ზეინი მალაკაისთან წავიდა" გაბრაზებულმა თქვა.

ჯანდაბა. ჯანდაბა. ჯანდაბაა!

"ჯიჯიმ რომ გაიღვიძოს რა ვუთხრა? არც მინდა წარმოვიდგინო რა დღეში ჩავარდება" აფორიაქებულმა ვთქვი.

"უბრალოდ უთხარი, ბიჭები საქმეზე წავიდნენო" თქვა ჰარიმ და გაბრაზებული გავარდა.

ღმერთო, ნეტავ ცუდი არაფერი მოხდეს!

ცალკე ჯიჯი, ცალკე ზეინი და ცალკე ბავშვი...

ნეტავ, ყველაფერი კარგად დამთავრდეს, ჯანდაბა ზეინ, რას ხლართავ?

ცუდ ფიქრებს მოვეშვი და ისევ პალატაში შევბრუნდი, საბედნიეროდ ჯიჯის ისევ სძინავს.

სავარძელში ჩავჯექი და ფიქრი დავიწყე

ჯიჯის რომ რამე მოუვიდეს, ზეინი არ გვაცოცხლებს!

-Harry-

"ბიჭებო, ზეინი უნდა ვიპოვოთ სანამ რამე სისულელე ჩაუდენია" ვთქვი გარეთ გასვლისთანავე და ყველა მანქანაში ჩავსხედით.

"სად შეიძლება იყოს?" თქვა ლიამმა და სიჩქარეს მოუმატა.

"მალაკაისთან მიდის" ვთქვი დარწმუნებით. ჯიჯის და ბავშვის ამ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი სწორედ მალაკაია, ზეინი კი შურს იძიებს, მაგრამ ამას მარტო ვერ შეძლებს!

"იქნებ დავურეკოთ" თქვა ნაილმა და ტელეფონი აიღო.

არავის გვქონდა იმედი რომ უპასუხებდა, მაგრამ მაინც აიღო.

"ზეინ, სად ხარ?" ნერვიულად ჰკითხა ლუიმ.

"ვერ გეტყვით"

"ზეინ, დაბრუნდი" ვთხოვეთ ბიჭებმა. "დაბრუნდი და ერთად ვიძიოთ შური"

A whole new worldWhere stories live. Discover now