Chapter 1

37 3 0
                                    

Vote and com❤️

-Jelena-

შენობის სახურავზე ვზივარ, ორივე ფეხი შენობის შვერილზე მიწყვია, მეოცე სართულიდან გადავყურებ ნიუ იორკს და თვითმკვლელობაზე ფიქრი არ მშორდება.

სიკვდილზე ბევრს ვფიქრობ, განსაკუთრებით კი დღეს.

დღეს საავადმყოფოდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი ძმის მდგომარეობა გაუარესდა და რამდენიმე დღეღა დარჩა.

რამდენიმე თვის წინ, ჩემი უფროსი ძმა ცუდ ამბებში გაეხვა, ვალი დაედო, ამის გამო სიკვდილის საფრთხეც გვემუქრებოდა ოჯახში, მაგრამ გადავრჩით, სამაგიეროდ მათ ანვარი წაიყვანეს, რამდენიმე დღეში კი საავადმყოფოდან დამირეკეს, მითხრეს, რომ ჩემი ძმა დაჭრილია და სიკვდილს ებრძვის.

მას შემდეგ 2 თვე გავიდა, ანვარი კომაშია, ძალიან ცუდი მდგომარეობაა, მალე მოკვდება...

ისევ სიკვდილზე ვფიქრობდი, ნეტავ ამდენი გამბედაობა მქონოდა, რომ გადავმხტარიყავი.

არა, ამას ვერ ვუზავდი ჩემს თავს, არ შემეძლო ეს გამეკეთებინა, როდესაც ვიცოდი, რომ სახლში ჩემი და მელოდა, 15 წლის იზაბელა, მას მარტო ვერ დავტოვებდი.

მის გამო, მისი და ანვარის გამო, მას არ ენდომებოდა, რომ თავი მომეკლა.

წამოვდექი და სახურავზე დავხტი, შავი ჯინსი დავიფერთხე, ჩანთა გადავიკიდე და სახურავიდან ჩავედი.

ქვემოთ რომ ჩავედი, "იუბერის" ტაქსი გამოვიძახე, რადგან მანქანა არ მყავს, ფეხით კი საავადმყოფო შორსაა.

"იუბერი" მალე მოვიდა, ჩავჯექი და საავადმყოფოსკენ დავიძარით.

მალე მოვედით ამ დაწყევლილ შენობასთან, შიგნით უამრავი ექიმი ირეოდა, მაშინვე ლიფტში შევედი და მესამე სართულზე ავედი.

203-ე ოთახი, ჩემი კოშმარი!

ოთახში შევედი და ჩემი ძმა დავინახე, ისევ ისეა, ოდნავადაც არ შეცვლილა, გაუნძრევლად წევს.

A whole new worldWhere stories live. Discover now