Devil Eyes

By Kattss11

27.1K 1.8K 833

*** -რაღაც გაკავებს,ასეა არა? წასვლისგან რაღაც გაკავებს. -ა-რა -ხმააკანკალებულმა ძლივს ვთქვი და მთელი არსებით... More

|Warning|
|Prologue|
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Liam James Payne ☀️
Chapter 18
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26

Chapter 19

604 49 37
By Kattss11

თავი 19

| " I thought you two were meant to be together" |

***
(მარტენის თვალთახედვა)

მეფისთვის შესაფერისი ზომის საწოლში ვიწექი, წეღანდელივით ბინძური და გულისამრევი აღარ ვიყავი და თეთრი საბნის შეხება მთელ სიამოვნებას მგვრიდა. ვერ ვიხსენებდი ვერაფერს ლიამის მონაყოლიდან და დაღლილზე ერთადერთს რასაც ვგრძნობდი რბილი საწოლის სიფაფუკე იყო. 

დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ვიწექი და ვფიქრობდი, ყველაფერზე. ჰელენი რომ ჩამოვა მივლინებიდან ჩემი სკოლის გაცდენის ამბავს რომ შეატყობინებენ როგორ მოვატყუო, ლივს რა ვუთხრა ასე რომ გადავიკარგე, კიდევ კარგი ნაილი მანც არის აქ. მალევე კარების გაღების ხმა გავიგონე, თვალები დახუჭული მქონდა და არც მიფიქრია გახელა. 

-სძინავს. - გავიგე ლიამის ხმა. 

-ახლა წესიერად ამიხსენი, რას ბოდავ?! - ნაილის განერვიულებული ტონის გაგებისას საბოლოოდ მივაყურადე მათ საუბარს. 

-რატომ ვერ ხვდები ნაილ! აქ ვერ დავტოვებ! ჩემს გამო გადაეკიდნენ! აქ ვიყავი და ხომ ხედავ რაც დამართეს? თვალწინ იყო, ჩვენს თვალწინ და სამი დღით სადღაც ჩაკეტეს წარმოგიდგენია მე თუ აქ არ ვიქნები რას გააკეთებენ?

-და ვთქვათ მე დაგთანხმდი, თვითონ მარტენი შენი აზრით ასე უბრალოდ წამოგყვება მანჩესტერში საცხოვრებლად? ან ჰელენი? შანსი არ გაქვს ლიამ. 

-ჯანდაბა ამის *** აბა რა გავაკეთო?! სხვა გზა არ არის! 

-კი არის. აქ დატოვე, შეეშვი, თავი დაანებე, საერთოდ დაივიწყე რომ არსებობს და როდესაც შენი ინტერესები გაქრება მისდამი, გამოდის რომ ემირისიც გაქრება.

-ნაილ ბლეიქი რომ ყოფილიყო ამ სიტუაციაში რას გააკეთებდი? ადგებოდი და დაივიწყებდი? მისი ცხოვრებინად უნამუსოდ გაქრებოდი? 

-არ გინდა ლიამ. 

-უბრალოდ თქვი რომ დამეხმარები ჰელენის დარწმუნებაში, მიდი ნაილ დამეხმარე. 

-ჯანდაბა ჯანაბდა მარტენი ვერ იტანს მის ნაცვლად რომ იღებენ გადაწყვეტილებებს, ახლა კი სწორედ მაგას ვაკეთებთ.

-მარტენზე მე ვიზრუნებ. 

ამის შემდეგ აღარაფერი გამიგონია.

ლიამს უნდა რომ მანჩესტერში წამიყვანოს? მასთან ერთად? 

მხოლოდ იმის გამო რომ აქ ყველაფერზე შეშლილი მანიაკი და მისი დაგეშილი ბანდა დამსდევს? კი, ეს ნამდვილად არის მიზეზი მაგრამ მართლა ისე ძალიან ადარდებს ჩემი ბედი რომ სხვა ქალაქში ჩემს წაყვანაზე ასე ძალიან ცდილობს?

ალბად ხვალ დილით დამელაპარაკება და მეტყვის ამ ყველაფერს, მე კი უნდა მოვახერხო და ამაღამ მოვიფიქრო რას ვუპასუხებ. არ ვიცი, მართლა არ ვიცი რა ვიფიქრო.

დიდი ხნის წინ ვაღიარე საკუთარ თავთან რომ ლიამისადმი გრძნობები მიჩნდება. შემდეგ ეს გატაცება მოხდა და ახლა ყველაფერს გავიღებდი რომ მახსოვდეს რა მოხდა იმ სამი დღის განმავლობაში, თუმცა ერთადერთი რაც ახლა ვიცი ის არის რომ თავს დაცულად ვგრძნობ.

მოულოდნელად დეჟა-ვუს შეგრძნება დამეუფლა. 

პირველად რომ შევხვდით, ამ საწოლში ვიწექი ლიამი კი ბიჭისთვის არასახასიათოდ თბილად და მეგობრულად მექცეოდა. ისიც მახსოვს პირველად რომ ღიმილი დამანახა და ის შეგრძნებაც იდეალურად მაქვს სხეულში ჩაბეჭდილი მისმა პატარა ღიმილმა რომ გამოიწვია ჩემში.  

მოგონებებზე გამეღიმა, მას შემდეგ თვეზე ცოტა მეტი გავიდა და ახლაც იგივე მდგომარეობაში ვარ ოღონდ განსხვავება ისაა რომ საფრთეში ვარ ფისქოპატის დამსახურებით და ლიამს უწევს ჩემზე "ზრუნვა" როგორც სამი წლის ბავშვს უვლიან ძიძები, სწორედ ისე.

მას ვენდობი. რეალურად არც მქონია მიზეზი რომ არ ვენდო. ის თავიდანვე ძალიან გულღია და პირდაპირი იყო, არ მიმალავდა რაღაცეებს და ყველაფერს საჭიროებისამებრ მეუბნებოდა. 

"და ისე გკოცნიდა რომ თავს გაკარგვინებდა" - ჩემს გონებაში საკუთარი ხმა გავიგონე და უაზროდ გამეღიმა. ჰო, მისი კოცნები ხომ ცალკე საოცრებაა? 

ის საღამო რბოლაზე? ჩემთვის ხელი არ გაუშვია როდესაც ამჩნევდა როგორ ვნერვიულობდი, როდესაც ამჩნევდა უცხოები როგორ მაშტერდებოდნენ და ჩემს დასამშვიდებლად იქაურობის ისტორიას მიყვებოდა, ისიც კი მახსოვს ქალღმერთი რომ მიწოდა და ყველაფერთან ერთად სიტყვებმა სადაც იძახდა მინდა ვიღაცის ყუარმდე მივიდეს ჩვენი აქ, ერთად ყოფნის ამბავიო, რომ მიხვდეს სულ გვერდით მეყოლები და დაგიცავო. ახლა ვხვდები, ეს ყველაფერი ემირის ყურამდე მისაღწევად იყო, არ ვიცი, მე კი ის საღამო მართლა ძალიან დამამახსოვრდა. 

ლიამის გამოჩენამდე ჩემი ცხოვრება ჩვეულებრივი იყო, არაფრით განსხვავებული და ძალიან უბრალო. მისი გამოჩენის შემდეგ კი: ჩემი საუკეტესო მეგობრის მოტყუება დავიწყე, ნაილის წარსულს ფარდა აეხადა, პმქონდა, რბოლაზე ვიყავი სადაც ნამდვილი შავ ქურთუიანი ბიჭები დადიოდნენ და რაც მთავარია, აღარ ვიყავი ისეთი უბრალო როგოიც აქამდე. 

ახლა შემიძლია ტამამად ვთქვა რომ ჩემს ცხოვრებაში ხდება რაღაც ისეთი რაც საინტერესო და საშიშია. 

***

მეორე დილას გვირილის ჩაის სუნმა გამაღვიძა. ამ რბილ საწოლში, სადაც ლიამის სურნელი იყო ყველგან და ეს მიასმაგებდა წოლის დროს სიამოვენბას ახლა გვირილის ჩაის ნაზი არომატი ემატებოდა. თავი სამოთხეში მეგონა. 

თვალები ზანტად გავახილედა ლიამი დავინახე, რომელსაც უბრალო შავი სპორტული შარვალი და მოკლემკლავიანი მაისური ეცვა. ხელში დიდი ჭიქა ეკავა წარწერით "ONLY FOR HOT CHOCOLATE" იქიდან კი ორთქლი ამოდიოდა. 

რა შესანიშნავი სანახაობაა ახალგაღვიძებულზე. 

-ვიღაცამ კარგი სიზმარი ნახა, ძილში იღიმოდი. - ჩემს მუხლებთა ჩამოჯდა. მეც საწოლიდან წამოვიწიე და ოდნავ შემცივნებულმა საბანი შემოვიხვიე, ლიამმა ჩაი გამომიწოდა, მეც ხელები შემოვხვიე. 

-ნახევრად გარვიძებული გვირილის ჩაის სუნს რომ იგრძნობ არ გაგეღიმება? - ვკითხე და ოდნავ მოვსვი. 

-ჩაიცვი, სალაპარაკო გვაქვს. - მითხრა მან, შემდეგ ავნის კარი გააღო და იქ გავიდა, მე რომ გამომეცვალა. 

თუმცა ახლა არაფრის დიდებით ამ თბილ საბანს არ მოვიშორებდი, მეც მის მსგავსად ფეხზე წამოვდექი, საბანი შემოვიხვიე და აივანზე გავედი. 

-კარგი ჯანდაბას არ ჩაიცვა, შიგნით შევიდეთ და დაწექი. - გვიანი შემოდგომის ცივი ქარი ქროდა და ჩვენც შიგნით შევედით.

-რა ხდება? რაღაცაზე გინდოდა ლაპარაკი. - ტუმბოზე დატოვებული ჩაის ჭიქა ავიღე და კიდევ მოვსვი. 

ამ ბოლო დროს თვალთმაქცობა საერთოდ აღარ მიჭირს. თთქოს არ მცოდნოდა რისი თქმა სურდა ლიამს.

-ყველაფერი რაც ჩემს გამო დაგემართა ნამდვილი კოშმარია და მეტი არაფერი, ახლა კი შეუძლებელია ყველაფრის შეცვლა. ერთაფერთი შემიძლია რომ დაგიცვა და ყველაფერს თავიდან აგარიდო. მარტენ არ მინდა რომ კვლავ გაგიტაცონ, ან მუქარის მთავარი ნაწილი შენ იყო, არ მინდა რომ ასეთი ცხოვრება გქონდეს. 

-ლიამ შენ... - მან გამაწყვეტინა.

-არა მარტენ, რაც არ უნდა თქვა სიმართლე ისაა რომ ყველაფერი რაც შენს გარშემო ხდება ჩემი ბრალია. მალე მიწევს რომ მანჩესტერში გადავიდე, მინიმუმ ამ სასწავლო წლის ბოლომდე, პირდაპირ გეტყვი, მინდა რომ ჩემთან ერთად წამოხვიდე. - ხომ ვიცოდი ამას რომ მეტყოდა? მაგრამ მაინც ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს სხეულზე ერთდროულად ათასი ეკალი მერჭობოდა და მინდა ვთქვა რომ ეს უსიამოვნო ჩხვლეტა საერთოდაც არ ყოფილა. 

-აქ ვერ დაგტოვებ, რამე რომ მოხდეს? კიდევ რამე რომ დაგმართოს? ჩემს თავს მართლა ვერ ვაპატიებ. ისიც საკმარისია ერთხელ რომ ჩაგიგდეს ხელში. - "მანიპულატორი! მანიპულატორი! მანიპულატორი!" ვყვირდოდი გონებაში ბოლო ხმაზე, სიცილთან ერთად. -გთხოვ ჩემთან ერთდ წამოდი. უკვე ყველაფერი გავარკვიე და ჩვენი უნივერსიტეტის შენობა მანჩესტერშიცაა. აპარტამენტიც კი ავარჩიე, უბრალოდ ძალიან...

-ლაიმ, ისე ნუ საუბრობ თითქოს მოგყვებოდე. უკვე სახლიც კი შერჩეულია? სერიოზულად? ჩემი ნივთებიც ხომ არ ჩაალაგე? 

ამ ქალაქში ლიამის გარეშე დარჩენა ეს იგივეა მთავარი საყრდენი ძალის გამოცლა, მთავარი იმედის დაკარგვა და სამუდამოდ უფსკრულში ჩავარდნა. კითხა ისაა ჰელენს როგო დავითანხმებთ რომ იქ გამიშვას.

-არა არა უბრალოდ ვიფიქრე რომ თუ გეცოდინებოდა და ყველაფრის კურსში იქნებოდი მაშინ...

-დაგთანხმდებოდი? 

-ჰო ალბად. მაგრამ სანამ რამეს იტყვი მანამდე მომისმინე, ამ ქალაქიდან შენს გარეშე არ წავალ. 

-calm down, geez - მის მკაცრ გამომეტყველებაზე გამეცინა. -ამ ბოლო ერთ თვეში იმდენი რაღაც შეიცვალა, შენს გარეშე ამ ქალაქში ალბად შიშით მოვკვდები. 

-ანუ წამოხვალ?

-თავად არ თქვი ჩემს გარეშე რომ არ წახვიდოდი?

-ხო მაგრამ მაინც ძალით წაყვანასა და სურვილით წასვლას შორის დიდი განსხვავებაა, ჩაი დალიე. - კიდევ ერთელ მოვსვი. 

-და როდის მივდივართ? 

-კვირის ბოლოსთვის აპარტამენტის რემონტი და ავეჯი დასრულებული ინქბეა, თუ მეტი დრო არ გჭირდება მაშინ ამ კვირის ბოლოს წავალთ. 

-მე არ მჭირდება მეტი დრო და იმაზე თუ გიფიქრია ჰელენს როგორ ავუხსნით?

-ჰელენი მიცნობს. რამდნეჯრემე ვყავარ ნანახი და კარგი წარმოდგენა აქვს ჩემზე, დარწმუნებული ვარ გამოგიშვებს.

-შანსი არ გაქვს, არ გამომიშვებს. 

-თუ ვეტყვით რომ ნახევარი წელია ერთად ვართ და ახლა ახალ ეტაპზე გადასვლა მოგვინდა, მაშინ გამოგიშვებს. - ლამის ჩაი გადამცდა. ანუ ჰელენის მოტყუება მომიწევს? ღმერთო ჩემო ეს ძალიან დიდი ტყულია, ის იფიქრებს რომ ერთად ვართ და ერთად გადავდივართ საცხოვრებლად. ეს ძალიან ძალიან დიდი ტყულია! 

-დარწმოუნებული ხარ რომ ეს იმუშავებს?

-თითქმის დარწმუნებული. - ის წამოდგა და კარებს მიაშურა, მაგრამ შევაჩერე.

-ლიამ, ლივს ამ გაქრობაზე რა ვუთხრა?

-ლივმა ყველაფერი იცის. სახლში რომ მიხვალ დაურეკე და მოგიყვება. და ჰო, როდესაც ჰელენი მოვა, მეც მოვალ რომ მე, შენ და ნაილმა ერთი დიდი ტყუილი დავაჯეროთ კეთილ ჰელენს.

-ჯანდაბა ეს რა დღე გამითენდა. 

***

მისაღებში ვისხედით მე და ჰელენი. ველოდებოდით როდის მოვიდოდნენ ნაილი და ლიამი. 

ლივთან საუბარმა მშვენივრად ჩაიარა, თურმე მანჩესტერის ამბებიც სცოდნია. მითხრა რომ სწორად ვიქცეოდი, რომ ისიც იგივეს გააკეთებდა ჩემს ადგილას. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ვრწმუნები რომ ლივზე მეტად ვერავინ გამიგებს. 

ახლა კი ჰელენისთვის ახსნის დრო დადგა. ორი საათის წინ ჩამოვიდა, მაშინვე დაურეკა ნაილმა და უთხრა რომ ჩვენ სამს მასთან საქმე გვქნოდა. ახლა კი თიტქმის ოცი წუთია მისაღებში ველოდებით მე და ჰელენი მათ გამოჩენას. 

ჰელენი ნერვიულობდა, არ იცოდა რა ეფიქრა და როგორც მშობელი ყველაფერ ცუდს ფიქრობდა პირველად. მაგრამ დავამშვიდე რომ არც ისე ცუდი იყო ახალი ამბავი. 

მალევე კარზე ზარის ხმა გაისმა. გახარებული ჰელენი კარებისკენ გაიქცა, ლიამის ნახვა უხაროდა ამდენი წლის შემდეგ. 

-ჩემო მშვენიერო, როგორ გაზრდილზარ. - ჰელენი ძლიერად მოეხვია ლიამს, მანაც ჩახუტებით უპასუხა. 

-შემოდით შემოდით, აბა რა გქონდათ სათქმელი? - მისაღებისკენ გამოუძღვა მათ.

ყველამ ადგილები დაიკავა, ლიამი მარცხნივ მომიჯდა, ნაილი მარჯვნინვ, ჰელენი კი ჩვენს წინ პატარა სავარძელზე დაჯდა.

-მოკლედ დეიდა.. - დავიწე, მაგრამ ლიამმა გამაწყვეტინა.

-მოკლედ ჰელენ, მე და მარტენი უკვე ნახევარი წელია ერთად ვართ. 

ჰელენს გაუკვირდა, შემდგ პირზე ხელი აიფარა და ოდნავ გაიცინა -და ამდენი ხანი მიმალავდით? - კიდევ გაიცინა -ღმერთო ჩემო, როგორ მახსოვს ის დღე პირველად რომ შეხვდით თქვენ ორნი, მაშინ მეგონა რომ ერთმანეთისთვის იყვაით შექმნილები, ღმერთო არ მარტყებთ? - რაღაცებს ბოდავდა ჰელენი თან იცინოდა. 

-არა არ გატყუებენ. - ნერწყვი ნერვიულად გადაყლაპა ნაილმა. 

-ამის თქმა გინდოდათ? ამის გამო მანერვიულეთ ასე? - გვისაყვედურა, გახარებულმა ჰელენმა.

-არა კიდევ გვინდოდა რაღაცის თქმა. 

-აბა გინსემთ.

-მამაჩემის საქმიანობა ხომ იცი ჰელენ, სასტუმროების ქსელი რომ აქვს? ჰოდა მიწევს რომ მანჩესტერში გადავიდე ცოტა ხნით, ალბად ამ სასწავლო წლის ბოლოდმე იქ ვიქნები, ახალი სასტუმროს მართვა მე დამავალა მამაჩემმა და ამ საქმეზეა დამოკიდებული ჩემი მომავალი ამ კომპანიაში. - ლიამი ნერვიულობდა, თითებს იმტვრევდა და ფეხს ზემოთ-ქვემოთ სწრაფად ამოძრავებდა. -როგორც უკვე გითხარით მე და მარტენი ნახევარი წელია ერთად ვართ. და ახლა ჩემმა წასვლამ არ გვინდა ჩვენი ურთიერთობა გააფუჭოს. შევთანხმდით რომ მანჩესტერსი ერთად გადავსულიყავით, თუ რა თქმა უნდა შენ თანხმა იქნები. ნახევარი წელი ცოტა არ არის, თან ეს ურთიერთობა სერიოზულია ჩემთვის და არ მინდა რომ მხოლოდ დისტანციის გამო შესუსტდეს... ხომ გესმის? - პროფესიონალურად ტყუოდა რაღაც-რაღაცეებს ლიამი. 

-მესმის მაგრამ... 

-ვიცი რომ ძალიან დიდი სიახლეა შენთვის, მაგრამ ჩენ უკვე რამდნიმე კვირაა ვფიქრობთ როგორ გითხრათ. - გავაგრძელე მე. 

-დედა, უბრალოდ შენი თანხმობაა საჭირო. მე და ლიამმა ყველაფერი მოვაგვარეთ, უნივერსიტეტი, საბუთები და აპარტამენტიც კი. 

-ჩემი გოგო გაიზარდა. - აცრემლიანებული თავლებიდან ცრემლები გადმოსცვივდა ჰელენს, აქამდე მეოგნა ურალოდ წყალი ჰქონდა ჩამდგარი მაგრამ ახლა ჩემზე შემოხვეული ტიროდა. -არაფერიც! არა! არსად არ გაგიშვებ შენ აქ იქნები სანამ ოცდაათის არ გახდები. - ტირილი სიცილში გადაეზარდა მას. -არც კი მეჯრა, ან როგორ დავიჯერო? ნაილ შენ გჯერა? ის ხომ ჯერ კიდევ პატრაა. 

-კი დედა, მჯერა. 

-კარგი ბოდიში, ბოდიში. უბრალოდ რთულია მშობლისთვის მსგავსი ამბის მარტივი მიღება, როდის მიდიხართ ძვირფასო? - კითხა ლიამს. 

-ამ კვირაში დეტალები იქნება მოსაგვარებელი და შაბათს ალბად წავალთ. 

-კიდევ არ მჯერა. რა სწრაფად გადის დრო, ოჰ ღემრთო... - ის "წუწუნით" გაემართა სამზარეულოსკენ რომ ყავა გაემზადებინა და ცოტა დამშვიდებულიყო.

-ჰოდა, ერთმანეთზე სიკვდილამდე შეყვარებულებო, ისე ქენით რომ არცერთი არ გაგიტაცონ ამჯერად. - გაიცინა ნაილმა და ტელევიზორი ჩართო.

ოჰ ღმერთო! მე და ლიამი ერთად ვიცხოვრებთ მანჩესტერში! 

Continue Reading

You'll Also Like

147K 4.5K 48
matilda styles, will you be my valentine? (please reject me so i can move on) ⋆ ˚。⋆୨💌୧⋆ ˚。⋆ IN WHICH christopher sturniolo falls for nepo baby or...
114K 6.2K 38
╰┈➤ *⋆❝ 𝐲𝐨𝐮 𝐭𝐡𝐢𝐧𝐤 𝐢'𝐝 𝐩𝐚𝐬𝐬 𝐮𝐩 𝐚 𝐟𝐫𝐞𝐞 𝐭𝐫𝐢𝐩 𝐭𝐨 𝐢𝐭𝐚𝐥𝐲? 𝐢 𝐥𝐢𝐭𝐞𝐫𝐚𝐥𝐥𝐲 𝐤𝐞𝐞𝐩 𝐦𝐲 𝐩𝐚𝐬𝐬𝐩𝐨𝐫𝐭 𝐢𝐧 𝐦𝐲 �...
1.2M 47.6K 53
Being a single dad is difficult. Being a Formula 1 driver is also tricky. Charles Leclerc is living both situations and it's hard, especially since h...
Fake Love By :)

Fanfiction

129K 3K 45
When your PR team tells you that we have to date a girl on the UCONN women basketball team and you can't say no to it... At first you don't think too...