Devil Eyes

Kattss11 tarafından

27.1K 1.8K 833

*** -რაღაც გაკავებს,ასეა არა? წასვლისგან რაღაც გაკავებს. -ა-რა -ხმააკანკალებულმა ძლივს ვთქვი და მთელი არსებით... Daha Fazla

|Warning|
|Prologue|
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Liam James Payne ☀️
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26

Chapter 18

538 45 35
Kattss11 tarafından

დღის სინათლემ თვალი მომჭრა და ჰენრიმ გახსნილ კარში გამიყვანა, წინ გავიხედე და ძლივს შევძელი სურათის აღქმა.

ლიამი იქ იდგა, შავი ტყავის ქურთუკი ეცვა და მე მიყურებდა პირდაპირ თვალებში. ჰენრიმ ხელი გამიშვა და ალბად შენობაში შებრუნდა.

რა წამსაც ჰენრიმ ხელი გამიშვა მაშინვე დავკარგე წონასწორობა და ძირა დავიწყე დაცემა. მაგრამ, ნახევრად გონება დაკარგულია ვიგრძენი მისი ძლიერი მკლავები ჩემი წელის გარშემო.

-უსაფრთხოდ ხარ, ჩემთან ხარ. - იმედის მომცემი სიტყვების მიუხედავად შიში მაინც არ მტოვებდა, ძლივს მივიწიე მასთან და დარჩენილი ძალით ხელები შემოვხვიე.

-აქამდე რატომ არ მოხვედი? - ცრემლებს შორის ძლივს ვთქვი.

ტკივილისგან ხმამაღლა დავიწყე ტირილი და დაღლილ გასავათებულმა ღმერთს მადლობა გადავუხადე რომ ახლა მაინც ვიყავი ლიამის ხელებში.

***

(ლიამის თვალთახედვა)

ნერვიულობისგან ლამის იყო მოწევა დამეწყო, აქეთ იქით დავდიოდი და სხეულს ვერ ვიმორჩილებდ, თითებს ვიმტვრევდი, წყალს ვსვამდი დასაწყნარებლად და სამ წამიანი სიმშვიდის შემდეგ კვლავ ხელახლა ვიწყებდი პანიკურად ნერვიულობას.

ფატიმა და მისი 16 წლის ქალიშვილი სეზენი ჩემს საძინებელში იყვნენ და მარტენს სინჯავდნენ. მას შემდეგ რაც აქ მოვიყვანეთ არ გაუღვიძია და ფატიმას დავურეკეთ. როდესაც ფატიმას სიტუაცია ავუხსენით თქვა რომ შეიძლება დახმარება დასჭირვებოდა და ამიტომ სეზენიც წამოიყვანა. სეზენი ნამდვილი მკაცრი ხასიათის თურქი გოგონაა რომელიც არაფრის დიდებით მის პრინციპებს და ხასიათს არ გადააბიჯებს. შავი კუპრივით თმა და ასევე შავი ბრიალა თვალები. მისი სახელი როგორც ვიცი გრძნობას ნიშნავს თურქულად. სეზენი იყო ჩემი ექთანი როდესაც დამჭრეს, თვეების წინ. 

რამდენიმე წუთში ფატიმა გამოვიდა ოთახიდან. თვალი მოვკარი მარტენს რომელიც საწოლზე იყო წამომჯდარი და სეზენს დაბნეული თვალებით უყურებდა, შემდეგ მე შემომხედა წამით და კიდევ უფრო დაბნეული გამომეტყველება მიიღო. ფატიმამ კარები დახურა და დივანზე ჩამოჯდა. შუბლიდან ოფლის რამდენიმე წვეთი მოიწმინდა შემდეგ კი ღრმად ჩაისუნთქა.

ნაილი იმედიანი თვალებით შესცქეროდა მას. ნაილის დანახვაზე ჰელენი გამახსენდა რომელიც ღმერთს მადლობა მივლინებაშია წასული ორი კვირით და ამ ამბებს ვერ ხედავს თორემ ნერვიულობით მოკვდებოდა. 

-სეზენის მადლობლები უნდა იყოთ, მან იცნო სიმპტომები. - თქვა და რაღაც წიგნი ამოიღო ჩანთიდან. როგორც წესი ფატიმას მედიცინის წიგნები დაჰქონდა ჩანთით, ოღონდ ძალიან ძველი წიგნები, წინა საუკუნეს დაბეჭდილი და ხშირ შემთხვევაში ხელით ნაწერი მთლიანი წიგნებიც. ყავისფერი წიგნი იყო, პატარა ზომის მაგრამ საკმაოდ სქელი. ყდაზე ეწერა "წამლები და ნარტკოტიკული საშუალებები" 

-სეზენის მამა ადრე ნარკოტიკებს მოიხმარდა, წლების წინ როდესაც ჩემი შვილი ჯერ კიდევ ცხრა ათი წლის იყო ნარკოტიკულ საშუალებებზე საკმაოდ ბევრი იცოდა. აინტერესებდა ეს სფერო და ვერ ხვდებოდა ტაბლეტი ან ხსნარი ადამიანის გუნებაზე ასე ძლიერად როგორ მოქმედებდა. - თან საუბრობდა თან კი წიგნს ფურცლავდა, ცხადია რახაც მნიშვნელოვანს ეძებდა. -მე ვეჩხუბებოდი, მედიცინის ეს სფერო ჩემს ინტერესებში არასდროს შედიოდა და არ მსურდა რომ ჩემს ნაბოლარა შვილს ამ ყველაფერთან მსგავსი სერიოზული სეხება ჰქონოდა. ისიც აღარ აგრძელებდა ჩემს თვალწინ ძიებას მაგრამ ბიბლიოთეკიდან ეს წიგნი მოიპარა - ხელში რომ ეკავა ის წიგნი ოდნავ ზემოთ აწია, დემონსტრაციისთვის. -შემდეგ ჩანაწერების კეთებაც დაიწყო, მიკვირდა რატომ მთხოვდა ამდენ ფულს რვეულების და დღიურების საყიდლად მაგრამ მოგვიანებით აღმოვაჩინე რომ ნარკოტიკულ საშუალებებზე ჰქონდა ათობით რვეული სავსე. 

-ამას რატომ გვიყვებით? - ჰკითხა ნაილმა. მასაც ჩემს მსგავსად ის უფრო აინტერესებდა მარტენი როგორ იყო. 

-რომ გაიგოთ თქვენს მეგობარს რა სჭირს საჭიროა ეს იცოდეთ. სეზენს ძალიან ბევრი ჰქონა დაწერილი ნარკოტიკული შემცველობის მედიკამენტებზე და ყველაზე ძლიერ ნარკოტიკებზეც ჰქონდა ჩანაწერები. - გადაშლილი წიგნი მაგიდაზე დადო და დაბერებული თითი სათაურს დაადო. 

"ნარკოტიკული საშუალებები ყველაზე მაღალი შემცველობით"

-დარწმუნებული ვარ ჩემი ახსნა არც გჭირდებათ რას ნისნავს ყველაზე მაღალშემცველი ნარკოტიკები. - ის მართალი იყო, ძალიან კარგად ვიცოდით რას ნიშნავს ეს. მსგავს საშუალებას შეუძლია ცხენი გათიშოს და შემდეგ ორიენტაციაც დაუკაგოს. 

-თქვენს მეგობარს როგორც ჩანს მთელი ეს დღეები ამ ნარკოტიკებიდან რომელიღაცას ასმევდნენ. მისი ორგანიზმი ამჟამად მოწამლულია და ახლაც ზემოქმედების ქვეშაა.

-ღმერთო ჩემო - ამოიოხრა ნაილმა.

-მაგრამ სულ რვა სახისაა ყველაზე მაღალი შემცველობის მქონე ნარკოტიკი. ზოგი მათგანი იმდენად ძლიერი არაა რომ ჯანმრთელ სხეულზე ასე იმოქმედოს. - ვუთხარი მე. 

-ყველაზე ჩვეულებრივი ამ რვა სახეობიდან ფოკალინია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ფოკალინი არ მიუციათ.

-ფატიმა წესიერად ახსენი! - ვეღარ მოვითბინე და ხმას ავუწიე. ეს ქალი ყველაფერს წელავდა, ღმერთო დიდებულო! 

-სეზენი დარწმუნებულია რომ ვაივანსი აქვს მიღებული. ლისდექსამფეტამენის შემცველობით და დიმესილატის ეფექტით. 

-ანუ? 

-სიმპტომები არის თავბრუს ძლიერი ხვევა, სხეულის შეშუპება, ტემპერატურის მაღალი ან დაბალი ცვალებადობა და ბოლო საათებში მომხდარის დავიწყება. დიმესილატი მოქმედებს გონებაზე და იქამდე სანამ ნარკოტიკის მთელი შემცველობა არ დატოვებს ორგანიზმს სხეული სიმპტომებს და მდგომარეობას არ შეიცვლის.

-რას ნიშნავს ბოლო საათებში მომხდარის დავიწყება? - ფეხზე წამოვდექი, ადგილზე ვერ ვისვენებდი და მეგონა ფეხები მომძვრებოდა რომ არ ავმდგარიყავი.

-ჯობს შეხვიდე და თავად გაარკვიო. თუ კვლავ დაგჭირდებათ დახმარება ჯობს საავადმყოფოში წაიყვანოთ, სეზენის ცოდნა არც ისეთი მყარია რომ გოგონას დაეხმაროს. - ფატიმა წამოდგა და კარებისკენ გაეშურა, სწორედ მაშინ როდესაც ოთხადოან სეზენი გამოვიდა და გაშლილი თმა უცბად შეიკრა. თავი გააქნია და მე შემომხედა. სახეზე ეწერა რომ წუხდა და კიდევ რაღაცის წაკითხვაც შეიძლებოდა, არ ვიცი შეიძლება მოწყენილი იყო. უცბად მიჩურჩულა: 

-სზეულზე არ შეეხო, სიცხე აქვს მაღალი და სცადე რომ ფეხზე არ ადგეს. ის ცუდადაა ლიამ. - შემდეგ დედამისს გაყვა უკან, მისთვის არასახასიათოდ დახრილი თავით და მხრებში მოხრილი სხეულით. 

ზეინმა უცბად მითხრა მე გავუსწორებ ანგარიშს ფატიმასო და მეც თავბრუდასხმულივით არეული ნაბიჯით მივაშურე ჩემი გოგონასკენ.

-ლიამ - ჩემი სახელი ღრმად ამოსუნთქვას ამოაყოლა, საწოლიდან ისე სწრაფად წამოხტა და ჩამეხუტა რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი. 

მისი წვრილი, სუსტი მკლავები კისერზე მეხვეოდა, სხეულით მთელ ტანზე მებჯინებიდა და მისი მკერდის ჩემსაზე შეგრძნება ლამის იყო კუნთებიდან ძალას მაცლიდა. თმა ჭუჭყიანი ჰქონდა, კანიც მტვრიანი და აქა-იქ პატარ პატარა ნაკაწრებზე შემხმარი სისხლი კვლავ უჩანდა მაგრამ მისი სურნელი ისე სუფთად მიწვავდა ფილტვებს რომ მთელი ცხოვრება ჰაერის მაგივრად ვისუნთქებდი. 

სხეული შელახული ჰქონდა. ისევე როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობა და სავარაუდოდ არც ფსიქიკურად იქნებოდა მარტივი ამ სიტუაციის ატანა მისთვის. 

პასუხს აგებენ, იქამდე კი მჭირდება რომ ჩემი ძველი, ბედნიერი და მოცინარი მარტენი დავიბრუნო. სახიდან კულულა თმებს რომ ყოველ წუთში იწევს, თანდაყოლილი ჩვევის გამო რომ ქვედა ტუჩს კბენს და შემდეგ ილოკავს, მჭირდება რომ მის ყავისფერ თვალებში ისევ ის ალალი სილაღე დავინახო. 

ის მომშორდა და უკან დაიხია -აქ როგორ მოვხვდი ლიამ? ან ის ქალი რატომ მასმევდა პიტნის და მცენარეულობის დამამშვიდებე ჩაის თუ რაღაცას, ის გოგო კი სულ იმეორებდა რომ ღრმად მესუნთქა და თავი მტკიოდა, თან ძალიან. საერთოდ რა მოხდა? კარგად ხარ? 

-მარტენ, საწოლში დაბრუნდი და ყველაფერს მოგიყვები… 

-ღმერთო ნაილმა რომ გაიგოს ამ დროს სახლში არ ვარ! ან ჰელენი? ალბად მომკლავს - გვერდით გადადგა ნაბიჯი და ხელი თავზე მიიდო, წამში კი წაბორძიკდა და საწოლზე ჩამოჯდა. 

-მარტენ! საწოლში დაბრუნდი. - მივუახლოვდი და თავად დავაბრუნე საწოლში, მის წინ ჩამოვჯექი და თმა სახიდან გადავუწიე. 

-როგოგრ შეგიძლია შემეხო, შეხედე რას ვგავარ. - გვერდით სარკისკენ გაიხედა და მის დასვრილი სახეს ზიზღით შეხედა. აი ჩემთვის რომ ეკითხათ, მისი სახე ყველაფერზე ლამაზი იყო. და თუნდაც ასე, დაუმსახურებლად მოპყრობის შემდეგაც ჩემთვის მთელ სამყაროზე მშვენიერი და მომხიბვლელი იყო. 

-მოდი ჯერ შხაპის მიღებაში დაგეხმარები, შემდეგ კი ყველაფერს მოგიყვები, რას იტყვი? - კიდევ ერთხელ მოვეფერე ლოყაზე. ვიგრძენი როგორ დააყარა ეკლებმა და ჩემთვის ჩამეღიმა. 

-ჩემით მივიღებ შხაპს, შენც რომ იქ იყო ხომ ხვდები... ალბად სირცხვილით მოვკვდები და... - უკვე აწითლებულ ლოყაზე ხელი მიიდო და შემდეგ შუბლი მოიქექა, მე კი გამეცინა.

-ნუ გრცხვენია მარტენ. არაფერს არ გავაკეთებ, არც შემოგხედავ, უბრალოდ ნება მომეცი თავი დაგბანო. - მინდოდა მე გამეკეთებინა ეს, არ ვიცი ალბად ჩემი სულელური ახირებაა რომ თუ მას იმის ჩამორეცხვაშუ დავეხმარები რისი დანახვაც არ სურს უფრო მეტად მენდობა შემდეგში.

მან ორი წამით წარბები შეჭმუხნა შემდეგ რაღაც ჩაიჩურჩულა და მზერა გამისწორა.

-კარგი ოღონდ მართლა არ შემომხედო.

-მართლა არ შემოგხედავ.

მალევე ის სააბაზანოში შევიდა. მითხრა ჯერ ტანს დავიბან შემდეგ კი დაგიძახებო. ასე ათ წუთში დაბალი ხმით დამიძახა და მეც ღრმად ჩასუნთქვის შემდეგ სააბაზანოში შევედი.

სარკე დაორთქლილი იყო, გარშემო ჩემი შამპუნის სუნი იდგა, სასიამოვნო და მამაკაცური. ოჰ ღმერთო, ნამდვილად ჭკუას დამაკარგვინებს ეს გოგო თუ უკვე არ შემშალა.

ჯაკუზში იჯდა, კედლის მხარეს ჰქონდა სახე და სველი კულულა თმა შიშველ ზურგსა და მხრებზე ჩამოშლილი.

მისკენ რამდნიმე ნაბიჯი გადავდგი და ზუსტად მის უკან დავდექი, ხელი სველ თმაზე ჩამოვუსვი.

როდესაც ხმა არ გამცა მეც მშვიდად დავიწყე მისი თმის გასუფთავება. ეს ისეთი სასიამოვნო და დამამშვიდებელი იყო რომ არც მახსოვდა ჩვენი პრობლემები.

მაინც რა არაადამიანი უნდა იყო რომ მისნაირ ქმნილებას ატკინო.

-შეგიძლია მომიყვე  რა მოხდა. - მუხლები მოკეცა და ხელები ზედ დააწყო, მის გარშემო ნაზი, სურნელოვანი ქაფი და წყლის ხმაური სისხლს მიდუღებდა.

-სამი დღის წინ ემირის ხალხმა გაგიტაცა, ჰენრი გამოგზავნეს მოსალაპარაკებლად რომ შენ გაეშვით. მაგრამ ჭკუაში ვაჯობეთ და ჰენრი დავიჭირე თუმცა ემირს ჰენრის ბედი არ ანაღვლებდა, მხოლოდ ის სურდა მისი მოთხოვნა შემესრულებინა. შენს დასაბრუნებლად სხვა გზა არ მქონდა, მეორე დღეს ჰენრი გავუშვი და მისი პირველი მოთხოვნა შევასრულე, მესამე დღეს კი საბოლოო მოთხოვნაც შევასრულე და შენც წამოგიყვანე.

მოულოდნელად შემოტრიალდა და გაფართოებული თვალებით შემომხედა, ცრემლები ჰქონდა ჩამდგარი და ქვედა ტუჩი უკანკალებდა.
ხელი ხელზე მომკიდა და ოდნავ მომიჭირა.

-ჩემს გამო ის გააკეთე რისი გაკეთებაც არ გსურდა და ალბად ძალიან საშიშიცაა. მაპატიე გთხოვ, მე არ მინდოდა ასე რომ...

-შენს გამო საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდაც წავალ, პატარავ. - დამჯდარი ხმით ვუთხარი და სველ სახეზე ჩამოგორწბული ცრემლი მოვწმინდე.

ის წამოიწია და მუხლებზე დადგა, დავინახე მარცხენა ხელი როგორ აიფარა შიშველ მკერდზე, მეორე ხელით მისკენ დამქაჩა და მეც ჯაკუზის წინ მუხლებზე დავდექი. წამიც აღარ უფიქრია, ტუჩებზე ნაზად მაკოცა, შემდეგ ხელი გამიშვა და ლოყაზე დამადო.

მე კი მონატრებულ ტუჩებს არ ვცილდებოდი და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რომ მას მანჩესტერში ჩემთან ერთად აუცილებლად წავიყვანდი.
რადაც არ უნდა დამჯდომოდა ეს.

_______________
იმეიდა ეს თავი მოგეწონათ.
დააკომენტარეთ და დაავოუთეთ!

Okumaya devam et

Bunları da Beğeneceksin

112K 6.2K 38
╰┈➤ *⋆❝ 𝐲𝐨𝐮 𝐭𝐡𝐢𝐧𝐤 𝐢'𝐝 𝐩𝐚𝐬𝐬 𝐮𝐩 𝐚 𝐟𝐫𝐞𝐞 𝐭𝐫𝐢𝐩 𝐭𝐨 𝐢𝐭𝐚𝐥𝐲? 𝐢 𝐥𝐢𝐭𝐞𝐫𝐚𝐥𝐥𝐲 𝐤𝐞𝐞𝐩 𝐦𝐲 𝐩𝐚𝐬𝐬𝐩𝐨𝐫𝐭 𝐢𝐧 𝐦𝐲 �...
1M 55.3K 35
It's the 2nd season of " My Heaven's Flower " The most thrilling love triangle story in which Mohammad Abdullah ( Jeon Junghoon's ) daughter Mishel...
2.3M 118K 65
↳ ❝ [ INSANITY ] ❞ ━ yandere alastor x fem! reader ┕ 𝐈𝐧 𝐰𝐡𝐢𝐜𝐡, (y/n) dies and for some strange reason, reincarnates as a ...
341K 19.8K 73
Y/N L/N is an enigma. Winner of the Ascension Project, a secret project designed by the JFU to forge the best forwards in the world. Someone who is...