Devil Eyes

Da Kattss11

27.1K 1.8K 833

*** -რაღაც გაკავებს,ასეა არა? წასვლისგან რაღაც გაკავებს. -ა-რა -ხმააკანკალებულმა ძლივს ვთქვი და მთელი არსებით... Altro

|Warning|
|Prologue|
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Liam James Payne ☀️
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26

Chapter 11

822 56 11
Da Kattss11

თავი 11

|Lies are not something what we have to use every time. But his planes was something more grate and scary than one little lie. |

***

იმ დღეს როდესაც ლიამმა და მარტენმა სკოლაში აკოცეს ერთმანეთს შემდეგ კი დაემშვიდობნენ ბევრი რამ ძალიან, ძალიან სწრაფად შეიცვალა.მეორე დღეს სახლში მისულ ლიამს ჰენრი დახვდა და კვლავ გააგრძელა მარტენით მანიპულირება. ემირი კი რა თქმა უნდა ამ ერთ კოცნას ხელიდან არაფრის დიდებით არ გაუშვებდა, ჰენრის მაშინვე დაავალა ლიამთან მისვლა და თავისდა სასიკეთოდ დაიწყო ყველაფრის შემობრუნება.

*

ლიამმა როდესაც მის სავარძელში კომფორტულად მოკალათებული ჰენრი დაინახა პირველი რაც მოუნდა ეს იყო, იმ სავარძლის მისი სისხლით შეღებვა, ბევრიც არაფერი უშლიდა ხელს რომ ორპირი ჰენრისთვის სიცოცხლე მოესპო მაგრამ ის უმანკო და სრულიად უდანაშაულო გოგონა აგებდა პასუხს ლიამის საქციელზე, მას კი ყველაზე მეტად მარტენის დაცვა სურდა. 

-აქ რა ჯანდაბას აკეთებ?! - ლიამმა კბილებში გამოცრა და გაბრაზებისგან კბილები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა, იმდენად ძლიერად რომ მისი ყბის ძვალი ისეთი შესახედავი გამხდარიყო თითქოს წამებში დაიმსხვრევოდა. 

-სალაპარაკო გვაქვს. - მან ქერა თმა აიჩეჩა და თავი დივნისკენ აიქნია, ლიამს ანიშნა დაჯექიო. 

ლიამმა იცოდა რომ ემირი ჰენრის ასე უმიზეზოდ ან უბრალოდ სისულელეზე სალაპარაკოდ არ გამოუშვებდა. უცბად იმაზეც დაიწყო ფიქრი მარტენის სახლს ხომ არ უთვალთვალებდნენ, მაგრამ ამის მიზეზი ჯერ არ ჰქონია ემირს... ჯერ. ნერვიულობა არ შეიმჩნია, თვალები ზედმეტი ეფექტისთვის აატრიალა და დივანზე დაჯდა. ძალიან კარგად იცოდა რომ მისი ერთი გაუაზრებელი ან დაუფიქრებელი საქციელი და საფრთხეში ჩააგდებდა მარტენს.  უყურებდა მის წინ მჯდომ ბიჭს და ვერ ხვდებოდა ადამიანს მსგავსი საქციელების ჩადენა ასე მარტივად როგორ შეეძლო. ადრე ხომ ჰენრი და ლიამი მეგობრობდნენ, ასე ჩვიდმეტი წლის ასაკში ახლო მეგობრებიც კი იყვნენ, შემდეგ წლებმა მათი ყალბი მეგობრობაც დაანგრია, მაგრამ ეს არც ერთს ადარდებდა დიდად რადგან ერთ ბანდაში იყვნენ, ასე თუ ისე მაინც ქონდათ შეხება და ხშირადაც კონტაქტობდნენ. ლიამს არასდროს წარმოედგინა რომ ჰენრის შეიძლებოდა ეღალატა მათთვის.

 დელერის ახალგაზრდა ბიჭები შეიძლება ეწევიან, ბევრს სვავენ, სექსსაც ზედმეტად ეძალებიან, მაგრამ მათ რაც გააჩნიათ ეს არის ერთგულება და გრძნობების დაფასება. 

ლიამ პეინის სახელი მთელი ლონდონის ახალგაზრდობის ყურამდეა მისული. ის ბევრჯერ ყოფილა გაბმული შარებში, ბევრჯერაც უსამართლოდ,მაგრამ მაინც თავი ქალაქის მთავარ პოლიციის დეპარტამენტში ამოუყვია, მკვლელობის მომსწრეც გამხდარა, დელერში ქურდებიც კი დაუჭერია, აი ახლა ხანს კი მას მკვლელობის თანამონაწილეობის გამო სამ თვიანი სასჯელი დაუწესეს. წესით ხუთი წელი უნდა ჩაეყუდებინათ ციხეში, მაგრამ ლიამის მამის სასწაულად ძლიერი და ფართომაშტაბიანი გავლენა, პლიუს ზეინის ახლობლები პოლიციაში, ამას დამატებული ცოტა ოდენი ქრთამი და ლიამი ციხეს ააცილეს, მაგრამ ვერაფერი უქნეს სასჯელს. დაკითხვაც არაერთხელ ჩაატარეს, გამოძიება სამი სხვადასხვა გზით გახსნეს, სპეციალურად ნიუ-იორკიდან მოიწვიეს დეტექტივები, მაგრამ ეს საქმე იმდენად დაფარული და საიდუმლოებით სავსე აღმოჩნდა რომ საბოლოოდ ვერც ლიამის დანაშაული დაამტკიცეს და ვერც ნამდვილი მკვლელი იპოვნეს, თუმცა ლიამი ხომ სწირედ იქ აღმოჩნდა იმ მკვლელობის დროს, სხვა ვინ უნდა ყოფილიყო ეჭვმიტანილი თუ არა ლიამი?

-მოკლედ, ემირისთვის უნდა იმუშავო. - ჰენრის ამ სიტყვებზე ლიამს სისხლი აუდუღდა, ვერც კი გაიაზრა ისე ეცა ჰენრის და იმ სავარძლიდან პირდაპირ ძირს დააგდო, შემდეგ მის ზემოდან მოექცა და ისე ძლიერად დაარტყა მუშტი სახეში რამდენჯერმე რომ ჰენრის სისხლი წასკდა და ერთიც შეიკურთხა. 

-ამას თუ არ გააკეთებ მარტენი აგებს პასუხს. - ჰენრიმ ხმამაღლა თქვა და შემდეგ დარტყმას დაელოდა, მაგრამ შემდეგი არც ყოფილა რადგან ლიამმა ბრაზი უკუაგდო და მას მოსცილდა. ახლა იმაზე ღელავდა რა შეიძლებოდა მარტენს დამართნოდა ჰენრის ცემის გამო.

-ჯანდაბა! ჯანდაბა! რა უნდა გავაკეთო?! - ლაიმს სხეული დაეძაბა და საკუთარ თმას ძლიერად მოქაჩა. 

-თუ პირდაპირ მოკვლას არ დამიპირებ და დამაცდი რომ გითხრა გაიგებ, ამის დედაც. - ჰენრი ბარბაცით წამოდგა და სისხლიანი სახე მაისურის სახელოთი მოიწმინდა. 

-ილაპარაკე.  - ლიამს სულ ცოტაღა აკლდა რომ ხელახლა არ მივარდნოდა ჰენრის და ამჯერად ბოლო ამოსუნთქვამდე ეცემა. 

-მამაშენი უნდა დაარწმუნო რომ ემირის ახალ პროექტს შეუერთდეს და მოწილეები იყვნენ, ფიქრობს რომ ლონდონის ორი ყველაზე დიდი ბიზნეს ქსელის გაერთიანება შესანიშნაი იდეაა. ამასთან ერთად ხელი არ შეუშალო მათ ნარკოგადაზიდვას და ის სამი სატვირთო რომლის რეგისტრაციაც საზღბვარზე გააუქმე ისევ დაარეგისტრირე. - ჰენრიმ ხელები ჯიბეებში ჩაილაგა და ლიამის რეაქციას დააკვირდა. 

მან ჩუმად შეიკურთხა და რამდენიმე ნაბიჯი ნერვიულად გადადგა. 

-ხვალ საღამოს მოვალ და რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს გაგაცნნობ. არჩევანი არ გაქვს ლიამ. 

-თუ უარს ვიტყვი ყველაფერზე? - იმის მიუხედავად რომ მას წამითაც არ უფიქრია უარის თქმაზე მაინც იკითხა. შანსი არ იყო მარტენი ამ ცხოველების ხელში ჩაეგდო. 

-მარტენს თვალის დახამხამებაში მოკლავს. ყველგან ჩვენი ხალხია, მის თითოეულ ნაბიჯს აკვირდებიან, ემირის ერთი ზარი და ისე გააქრობენ რომ ვერავინ შეამჩნევს, შემდეგ ალბად სადმე ქალაქგარეთ მოკლავს და მის სხეულს ან დაწვავს ან ხრამში გადააგდებს და სულაც არ დაენანება ასეთი ლამაზი სხეულის ღია ცის ქვეშ გასახრწნელად დატოვება. 

-წადი ჰენრი. - ლიამმა წყანარად ჩაილაპარაკა და ჰენრისთვის მზერა იქამდე არ მოუშორებია სანამ მისი სახლის კარები საბოლოოდ არ გაიხურა. 

***

განა რა არის სილამაზე? 

არ ვლაპარაკობ ბუნების მშვენიერებაზე, ან თუნდაც რამე სხვა მატერიალურ სილამაზეზე. 

თავად სილამაზე რა არის? პირადად ჩემთვის სილამაზის ეტალონი მისი სახეა.

მისი სქელი და სავსე, ღია ატმისფერი ტუჩები, აპრეხილი ცხვირი, საოცარი მოყვანილობის წარბები და ბოლოს მისი ალალი, საოცრად ბავშვური ყავისფერი თვალები, თვალები რომლებიც მისი სუფთა და უმანკო სულის სარკეა. 

გამიგია რომ ადამიანში საუკეთესო უნდა ეძებო ყოველთვის, რომ ეს საუკეთესო პიროვნულობის და სულის ნაწილია და მას არანაირი საერთო არ აქვს გარეგნობასთან.  მე ხომ ჯერ მარტენს კარგად არ ვიცნობ, რასაც შემიძლია შორიდან ვეტრფოდე ეს არის მისი ქალღმერთის გარეგნობა და სილამაზე. აი რაც შეეხება მის პიროვნებას, ძნელი მისახვედრი არ არის როგორი კეთილია, მან ხომ ძალიან ნაცემი, შუა ქუჩაში არ მიმატოვა და დახმარების ხელი სრულიად უანგაროდ გამომიწონდა, აქ არ შეჩერებულა და შემდეგ დაზიანებული სახეც კი დამიმუშავა. არც კი მინდა მის უმანკოებას შევეხო, იმისთვის რომ ჭკუიდან შევიშალო და მისი ჩემთან ყოფნა მომიდეს, შემდეგ კი მთელი ღამე მასზე დავიწყო ფიქრი, ისიც კი საკმარისია რომ გავიხსენო მე მაკოცა პირველად. 

მას ჩემს საწოლში ეძინა და ჩემი ტანსაცმელი ეცვა. მან მე უფლება მომცა მეკოცნა და თავადაც მიპასუხა იგივეთი. როგორ არის შესაძლებელი რომ მასზე არ ვფიქრობდე?

გოგოსადმი გრძნობები არასდროს მქონია.  არასდროს მიგრძვნია სიყვარული ან თუნდაც მონატრება, გულით ბედნიერება, სილაღე და თავისუფლება. 

შეიძლება ერთი დღე ვიღიმოდე, ბედნიერი ვიყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვხვდები როგორი გაუსაძლისია ჩემი ცხოვრება. არაფერი სიანტრესეო და მნიშნელოვანი ჯერ არ მომხდარა. მხოლოდ ხულიგნური აქტები და ერთი-ორი პოლიციასთან ვიზიტი. 

ახლაღა ვამჩნევ, აქამდე სულ ისე ვცხოვრობდი და შესაბამისად ვიქცეოდი თითქოს ეს ჩემი ცხოვრების უკანასკნელი დღე ყოფილიყო, მაგრამ ახლა ვხვდები რომ ასე მოქცევას ვეღარ გავაგრძელებ. ჩემს ცხოვრებაში ისეთი ადამიანი გამოჩნდა რომელსაც ამდენი ხანი ვნატრობდი, სწორედ ისეთი ამდენ შეუდარებელ და ლეგენდარულ ნოველაში რომ წამიკითხავს, ვხვდები რომ მარტენი ჩემთვსი რაღაც ახალის დასაწყისია და სწორედ ამის გამო შანი არაა რომ თავზეხელაღებული ცხოვრება გავაგრძელო. 

ჩემი და მაფრთხილებდა, მეუბნებოდა, მეჩხუბებოდა რომ შევცვლილიყავი, ან უკანასკნელი მეცადა მაინც შეცვლა, მაგრამ მე რა თქმა უნდა არ ვუსმენდი. დრო რაც უფრო გადის, მით ვხვდები რომ მას მხოლოდ საუკეთესო სურდა ჩემთვის. მაშინ რომ მომესმინა ახლა უკეეთესი ადამინი ვიქნებოდი. ჩემს გარშემო სულ შარები და პრობლემები არ იქნბდა და მეც მშვიდად შევძლებდი ცხოვრებას. 

თუმცა, უნდა ვაღიარო, ახალგაზრდა კაცი, რომლის გულიც სავსეა ცხოვრების სურვილით, გიჟი უნდა იყოს, სულ ოდნავ მაინც რომ მისი ცხორება საინტერესო გახადოს. 

სწრაფად შევუხვიე დელერის გასასვლელისკენ და ნაილის სახლის გზას დავადექი იქამდე კი მას დავურეკე და ვკითხე თუ შემეძლო მარტენი ამ საღამოს სადმე წამეყვანა. ნაილი და ჩემი და როდესაც ხვდებოდნენ, ნაილს თუ ბლეიქისთვის რამე ჰქონდა დაგეგმილი სულ მეკითებოდა აზრს, როგორი იყო, რამის შეცვლა ხომ არ ღირდა, მას თუ მოეწონებოდა და თუ შეეძლო ღამე მასთან დაეტოვებინა. ოჰ, ის ძალიან კარგი შეყვარებული იყო, მე რასაც ვამჩნევ აქედან გამომდიარე თავისუფლად შემიძლია ეს ვთქვა. 

შემდეგ ზეინს დავურეკე რომ ლონდონიდან მოშორებით რამე კარგი ჰოსტელი ეპოვნა და მისამართი მოეწერა, მისგანაც მალევე მომივიდა შეტყობინება და მეც დიდი შემართებით დავაკაკუნე ნაილის სახლის კარზე. 

სანამ ჰენრი მოასწრებს ემირისთვის ჩემი უაზრო საქციელის მოყოლას, და მარტენზე სამიზნის გადატანას იმის გამო რომ ჰენრი დღესაც ვცემე, ჯობს იქამდე ჩემთან მყავდეს და საფრთხე აღარ ემუქრებოდეს

ახლა ისღა დამრჩა რომ მარტენი დავითანხმო ჩემთან ერთად წამოსვლაზე. 

კარები ნაილმა გამიღო, ხელში ჭიქა ეჭირა და არაფრისმეტყველი თვალებით მიყურებდა. 

-შემოდი. - სწრაფად შევედი სახლში და იქაურობას თვალი მოვავლე. ბევრი არაფერი იყო შეცვლილი. უბრალოდ აქა-იქ პატარ პატარა საყვავილეები იყო ჩამატებული. 

-მისმინე, არ მინდა რამე ნაგვობაში გაეხვეს და ამიტომ გაძლევ ამის უფლებას. ლიამ, არ მინდა რომ მასაც რამე დაემართოს. მხოლოდ ის და დედაჩემი დამრჩნენ. 

-დამიჯერე, ეგ მეც ძალიან მინდა. - ორი მიზეზია იმის თუ რატომ ვღელავ მარტენზე ასე ძალიან, პირველი, ის ამ ყველაფერში მე გავხვიე, იმ საღამოს როდესაც ჰენრის ბინძური ხელებიდან დავიხსენი ჩემდა უნებურად გავხვიე ამ ყველაფერში, მეორე კი ის არის რომ მე ის ძალიან მიზიდავს, სიტყვებით ვერ ავღწერ როგორი გავლენა აქვს ჩემზე. 

-სად მიგყავს? - თმაზე ხელი გადავისვი და კედელს მივეყრდენი. ალბად არ გაბრაზება, ალბად. 

-ქალაქგარეთ. 

-დიდ ხანს დარჩებით? 

-რახან დღეს პარასკევია ალბად კი, მაგრამ ეგ მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული. შეიძლება არც გამომყვეს. -მხრები ავიჩეჩე. მოიცა,  მართლა რომ არ გამომყვეს? 

-კარგი. თუ რამე მოხდება თქვენს შორის და ბოლოს ის დარჩება გულ გატეხილი, ისე დავლეწავ შენს თითოეულ ძვალს არც დავფიქრდები. 

-ეგ არ მოხდება. -ამასაც ორი მიზეზი აქვს, პირველი, რომ შანსი არ არის მარტენმა იმდენად ახლოს მიმიშვას მის გულთან რომ შემდეგ მისი გატეხვა შევძლო და მეორე, იმის ატანაც კი არ შემიძლია როდესაც ვიცი შეიძლება რამე ემუქრებოდეს, იმის წარმოდგენაც კი მზარავს რომ შეიძლება ტიროდეს, ტკიოდეს და განიცდიდეს, მითუმეტეს ჩემს გამო. 

-სერიოზულად ლიამ, მახსოსვ შენი ინსტიქტიც ასეთი იყო წლების წინ როდესაც მე და ბლეიქმა შეხვედრა დავიწყეთ, უნდა ხვდებოდე რაზეც ვსაუბრობ. - მან ჩაი მოსვა. სულ ასე იყო, ყავაზე მეტად ჩაი უყვარდა ყოველთვის. 

-ჰო ჰო ჰო, სად არის? 

-მეორე სართულზე, ადრე რომ სტუმრების ოთახი იყო ისაა მისი ოთახი. - თავი დავუქნიე და კიბეებზე ავედი. 

კარების წინ შევჩერდი. 

რომ არ წამომყვეს? საერთოდ, ჩემდამი ინტერესიც რომ არ ჰქონდეს? თუმცა ბრმა ნამდვილად არ ვარ, შემიძლია მისი რეაქციებით მივხვდე როგორ ვმოქმედებ მასზე. როდესაც ვკოცნი ხელებს კისერზე მადებს და ოდნავ იწევა  რომ უკეთ შემეხოს, ამ პატარა დეტალს კი მთლად გადავყავარ ჭკუიდან. 

უფრო ღრმად აღარ წავსულვარ ფიქრებში, ზედმეტი ვარაუდების და სისულელეების გარეშე თეთრ კარებზე დავაკაკუნე.  მეორე მხრიდან მისი ნაზი ხმით მოვდივრო დაიძახა და წამში კარებიც გახსნა.

გაოცებული სახე ჰქნოდა, პირი ოდნავ შეხსნილი და თვალები გაფართოებული. მომინდა რომ სახის კანზე შევხებოდი ისე ლამაზად გამოიყურებოდა, მაგრამ ამჯერად თავი შევიკავე. 

-ჰეი - ოდნავ გავუღიმე და ხელები შავი, მომდგარი ჯინსის ჯიბეებში ჩავილაგე. 

- ა-აქ რას აკეთებ? 

__________________________

THAT FANFICTION WILL KILL ME ONE DAY I SWEAR TO GOD I... 

იმედია მოგეწონათ :)) ძალიან მაინტერესებს რას ფიქრობთ ლიამის საქციელებზე? 

დაავოუთეთ და დააკომენტარეთ <3  

Continua a leggere

Ti piacerà anche

2.3M 118K 65
↳ ❝ [ INSANITY ] ❞ ━ yandere alastor x fem! reader ┕ 𝐈𝐧 𝐰𝐡𝐢𝐜𝐡, (y/n) dies and for some strange reason, reincarnates as a ...
1.1M 50K 95
Maddison Sloan starts her residency at Seattle Grace Hospital and runs into old faces and new friends. "Ugh, men are idiots." OC x OC
148K 4.5K 48
matilda styles, will you be my valentine? (please reject me so i can move on) ⋆ ˚。⋆୨💌୧⋆ ˚。⋆ IN WHICH christopher sturniolo falls for nepo baby or...
119K 6.6K 42
╰┈➤ *⋆❝ 𝐲𝐨𝐮 𝐭𝐡𝐢𝐧𝐤 𝐢'𝐝 𝐩𝐚𝐬𝐬 𝐮𝐩 𝐚 𝐟𝐫𝐞𝐞 𝐭𝐫𝐢𝐩 𝐭𝐨 𝐢𝐭𝐚𝐥𝐲? 𝐢 𝐥𝐢𝐭𝐞𝐫𝐚𝐥𝐥𝐲 𝐤𝐞𝐞𝐩 𝐦𝐲 𝐩𝐚𝐬𝐬𝐩𝐨𝐫𝐭 𝐢𝐧 𝐦𝐲 �...