21/22 თავი

Start from the beginning
                                    

   ყველაზე მეტად დედამიწის ზურგზე,ამდენი დაუღალავი ტყუილის შემდგომ ახსნა-განმარტებების მოსმენა მძულს,ამ დროს ყველაზე უსუსურ არსებად მიმაჩნია საკუთარი თავი.თუ სცადა და გამოუვიდა კიდეც ჩემი ცხოვრების ერთი ხელისმოსმით დანგრევა,მერე მოდის და თავს იმართლებს,ამბიბს რომ მართალი არ იყო,აღიარებს დანაშაულს და ბოდიშს მიხდის,მე რა უნდა ვქნა,ვაპატიო?იცი რა თავის ბოდიში......

  რაც არ უნდა იყოს,ამ სამყაროში ყველაფერს აქვს საწყისი და სასრული,სამარადისო არაფერია,თვით სიყვარულიც კი.ყველაფერი მთავრდება ოდესღაც:ერთი sms-ით,კაფეში ხანგრძლივი საუბრით,სატელეფონო საუბრისას....
ყველას უთქვამს ,,ბოდიში" ან ,,მაპატიე",მერე რა ხდება,ან ძალიან ბევრს ლა0არაკობენ ან ჩუმად არიან,მაგრამ რაღაც ხდება:ვიღაც ნაწყენია,ვიღაც გაბრაზებული,ვიღაც დათრგუნულია,ვიღაცას თავი ყველაზე ცუდ ადამიანად მიაჩნია,ვიღაცას უხარია რომ ლოდი მოიხსნა,ვიღაც კი ბედნიერია და სიახლეებს ელის.
ჩვენ,ყველას ერთი მუდამ გავიწყდება.გვავიწყდება ის რომ როცა ურთიერთობას ვიწყებდით ვიცოდით,ერთხელაც ყველაფერი დასრულდებოდა....
მაგრამ ჩვენ დავთანხმდით ამაზე იმისათვის რომ გარკვეული დროით გვეფიქრა ვიღაცას ვუყვარვართ,ვჭირდებით,ვიღაცასთვის რაღაცას წარმოვადგენთ.
ამაში ახალი არაფერია.
უბრალოდ ისინი ვერ ხვდებიან ,რომ ტყუილი ურთიერთობის დასასრულისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.

   ალბათ გაინტერესებს რა მოხდა მას მერე რაც ჰარი ჩამეხუტა.შეეცადა დავერწმუნებინე,რომ ეს ბოლო იყო,რომ ბოლოჯერ მომიწევდა ამ ყველაფრის გადატანა,სწორედ ეს იყო ცხოვრების მიერ გაწნული სილა და ახლა უნდა გამომეჩინა დიდი სიმამაცე და არ დავნებებულიყავი.
მამაშენი მუდამ მართალია.ზოგჯერ ეს ნერვებს მიშლის მაგრამ მიხარია,რომ ასეა.
მანქანაში ჩავჯექით და სახლში დავბრუნდით.რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ შევიკრიბეთ.დავსახეთ გეგმა.მხოლოდ ერთი შანსი გგვქონდა და ეს უნდა გამოგვეყენებინა.ტერეზა მენდოზამ დაუშვა თავისი საბედოსწერო შეცდომა.სწორედ მაშინ როცა ჩვენს ხელში იყო თითქმის,კვლავ გადაწყვიტა ტერორისტული თავდასხმის მოწყობა.არ ვიცი ამ ქალს რამხელა ამბიციები აქვს,არ ჩერდება.ტერორისტი,ნარკოდილერი,მაფიის დედოფალი.მართლაც ძალიან ძლიერი ქალი იყო,სხვა ვითარებაში რომ შევხვედროდით ერთმანეთ მისგან აუცილებლად ბევრ რამეს ვისწავლიდი.რაც არ უნდა იყოს მისი ეს სახეცვლილება დედაჩემის ბრალი იყო და ამას თავადაც ხვდებოდა.
  
   მოკლედ,გადაწყვიტა თავდასხმის მოწყობა,ამისათვის განცხადება უნდა გაეკეთებინა მთავარ შტაბში.სწორედ აქ უნდა დასრულებულიყო ყველაფერი.ამის შესახებ ინფორმაცია,ჩვენმა შეგზავნილმა კაცმა მოგვაწოდა.ყველაფერი დეტალებში იყო გაწერილი,ყველას იარაღი ექნებოდა შესაბამისად დანდობაც არ იქნებოდა.შეხვედრაზე შესული იქნებოდა ორი ჩვენიანი ცოლ-ქმრის ამპულაში.ბევრნი იქნებოდნენ,დარწმუნებულები ვიყავით უმრავლესობა სახეზე ერთმანეთს ვერ ცნობდა.იქ მყოფებისთვისაც ახალი უნდა ყოფილიყო ტერეზას გადაწყვეტილება და გეგმაც იქვე უნდა განეხილათ.საუკეთესოთა შორის საუკეთესო სნაიპერები და მსროლერები იყვნენ შეკრებილნი,შანსები ძალიან მცირე გვექნებოდა ხალხის რაოდენობით უმრავლესობაში რომ არ ვყოფილიყავით.კამილა დაუკავშირდა ჯერ კიდევ თავის ერთგულ ხალხს და მეგობრებს,რომელთაც ასევე შეეძლოთ ხალხის გამოყვანა ოღონდ ტერეზა ჩამოეშორებინათ,მართლაც რომ დიდ პრობლემებს უქმნიდა ეს ქალი ყველას.ამერიკაში ყველაზე ძლიერი ,,იმპერია" ჩამოაყალიბა.მასთან პირისპირ შეჭიდებას ვერავინ გაუძლებდა,ან რა სისულელე იყო ასეთ ძლიერ ქალთან ღია ველზე ბრძოლა.სწორედ ამიტომ,შეხვედრას ჩვენებიდან  2 კაცი დაესწრებოდა.დაელოდებოდნენ შესაბამის მომენტს,როცა ტერეზა გამოჩნდებოდა და ვინაიდან 2 სართულიანი "ბუნაგი" იყო,მეტი ეფექტისთვის აუცილებლად ზევიდან ჩამოვიდოდა.სწორედ მაშინ,როცა გეგმის წარდგენაზე გადავიდოდა,ზუსტად 00:00 ზე,არცერთი წამით ადრე და არცერთი წამით გვიან,ჩვენებს სროლა უნდა აეტეხათ,გარეთ იდგებოდნენ დანარჩენები და პირველი გასროლისთანავე შიგნით შევარდებოდნენ.არანაირი დანდობა,სისხლის ბოლო წვეთამდე უნდა გვებრძოლა.ტერეზა არ უნდა გაგვქცეოდა.

სიცოცხლის არსი(დასრულებულია)Where stories live. Discover now