4 თავი

378 40 0
                                    

    "თუ ღმერთს უნდა შენი   ბედნიერება,იგი წაგიყვანს რთული გზებით,რადგან მარტივ გზაზე ბედნიერება არ შეგხვდება"(დალაი ლამ)
------------------------------------------------------------

  თვალებს ძვლივს ვახელ,თავის საშინელ ტკივილს ვგრძნობ.გარშემო მიმოვიხედე.ისევ ჩემს ოთახში ვარ.სავარძელზე ჰარი იჯდა და მშვიდათ ეძინა.ნელ ნელა წამოვდექი ფეხზე და სააბაზანოში გავედი,ონკანი მოვუშვი,სახეზე წყალი შვისხი და სარკეში ჩავიხედე.ჩემთვის უცნობი არსება მიყურებდა,საკმაოდ დაბნეული,შეშინებული და დასუსტებული.იმდენად უსუსურად გამოიყურებოდა,რომ გენახათ გული დაგეწვებოდათ.ვინაა ეს არსება?ადამიანის იერი რომ დაკარგვია და ისე მიყურებს თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვიყოთ.არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე.მაგრამ უკვე თუ შემომეჩვია და ჩემში ცხოვრობს?

ცხოვრებაში ასე არასდროს ვყოფილვარ,ეს უკვე ზედმეტია.ძალიან ბევრია ჩემთვის,დავიღალე,არაქათი მაქვს გამოცლილი,ვეღარ ვაზროვნებ,პაზლს ვერაფრით ვაწყობ.როგორცკი ვცდილობ გავიგო რა მოხდა ან ახლა სად ვარ და რა მინდა აქ,როდესაც თითქმის ბოლოში ვარ გასული,ვიკარგრბი და საწყის წერტილთან ვბრუნდები.არავინ აღარ მყავს ყველა დავკარგე ამ გაუვალ ლაბირინთში,მეშინია,ვკანკალებ,არ ვიცი რა ვქნა და ასე ერთ ადგილას გაყინული ვდგავარ.ვატყობ,ძალიან მალე მომიღებენ ბოლოს.
-გაიღვიძე?-შემეშინდა და ადგილზე შევხტი.
-კი.მადლობა
-მადლობა რისთვის?
-მარტო რომ არ დამტოვე
-ძალიან ცუდათ იყავი,თან სიცხემ აგიწია
-სიცხემ?კი მაგრამ რამდენი ხანი ვიყავი გათიშული?
-გათიშული 1 საათი და არასაღ ჭკუაზე 3 დღე
-3 დღე?
-ნერვიულობის და როგორც ჩანს გაცივების ფონზე...
-კარგი, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.-სააბაზანოდან გავედი და მისაღებში სავარძელზე მოვკალათდი,ჰარიც გვერდით მომიჯდა. არ შემიხედავს ისე ვუთხარი:
-რაც მახსოვს სიმართლეა?
-არ ვიცი რა გახსოვს და რა არა. სიცხის დროს რაღაცას ბუტბუტებდი.
-ვინ ხარ ჰარი.
-შენ ძალიან კარგად იცი ვინც ვარ,აღარ უნდა მეტი განხილვა და საუბარი,უკვე ყველაფერი გითხარი.
-არ გითქვამს.
-კარგი ახლა ყურადღებით მისმინე.

სიცოცხლის არსი(დასრულებულია)Where stories live. Discover now