3 თავი

410 41 1
                                    

წარმოდგენა არ მქონდა რაზე ლაპარაკობდა,რას გულისხმობდა და რისი მიღწევა უნდოდა.აშკარად იცოდა ჩემი მდგომარეობა და მაინცდამაინც ეს რატომ შემომთავაზა?
-რა?-დავიჩურჩულე ჩემთვის ძალიან ხმადაბლა,ყველა უარყოფითი ემოცია ერთდროულად მომაწვა,მინდოდა მეწივლა მეკივლა,მაგრამ ადგილიდან ვერ ვიძვროდი,თვალი ერთ ადგილს გავუშტერე და გავქვავდი.
-რაც გაიგე-თქვა და უმალ ფეხზე წამოდგა,სწრაფი ნაბიჯით ჩემსკენ წამოვიდა,მაგიდას ზურგით მიეყრდნო და თითქოს ისეთი არაფერი ეთქვას ხელები გულზე დაიკრიფა.-თუ გადარჩენა გინდა ეს ერთადერთი გზაა,ფიქტიური ქორწინება იქნება,ხელშეკრულება გაფორმდება და გვერდიდან ყველაფერი ისე გამოჩნდება თითქოს დიდი სიყვარულით შექმნილი ოჯახია.
-კი მაგრამ რატომ,რატომ მაინცდამაინც ეს
-ზედმეტი კითხვები არ მიყვარს,თუ ეს წინადადება შემოგთავაზე ესეიგი ეს მეც წამადგება და შენც,რაში და როგორ ეს შენ არ გეხება.
-რას ნიშნავს არ მეხება,შენ მე ვინ გგონივარ,გგონია ასე უბრალოდ პირველივე შემხვედრს გავყვები ცოლად?რიჩარდი გეტყოდა ალბათ ჩემი ამ მდგომარეობის მიზეზს,რომ მდომოდა შენნაირი იქაც იყო და შენ წარმოიდგინე ის უფრო მაწყობდა ასეთი დამპლური წინადადების კვალობაზე,სულ რომ არაფერი ჩემი საკუთარი კომპანია მაინც მექნებოდა და ვიღაცას მუშად არ დავუდგებოდი!-გაცხარებული ბოლო ხმაზე ვკიოდი,ეს იდიოტი კი მშვიდი და ფეხებზემკიდია სახით მომჩერებოდა,ახლა მართლა ისე ძალიან მინდოდა მისი სახე ნაფლეთებად მექცია,რომ თავი ვეღარ შევიკავე და სახეში სილა ვუთავაზე.
-პირველი,არასდროს გაბედო ჩემზე ხელის აღმართვა,გაიგე-მიღრიალა ბოლო ხმაზე-მეორე,აღარასდროს შემადარო სხვას და მოთუმეტეს იმ გამო-------- ბენჟამენს,მესამე არასდროს არ აუწიო ტონს ჩემთან მიმართებაში.ახლა რაც შეეხება ქორწინებას,ხვალამდე გაქ მოსაფიქრებელი დრო.-ისეთი გაბრაზებული და შეურაცყოფილი ვიყავი კარი მაგრად გამოვიჯახუნე და ოთახიდან გავვარდი.
☆☆☆
ზოგჯერ მართლა მგონია,რომ ყველაფერი ჩემს წინააღმდეგაა,არცაა გასაკვირი ეს ხომ ცხოვრებაა,უამრავი დაბრკოლებით,განსაცდლით,იმედგაცრუებით,გულის გატეხვით,აღმაფრენით და ძირს მწარედ დანარცხებით აღსავსე.ცხოვრება გამოცდაა,მაგრამ ყველას შესწევს მისი ჩაბარების უნარი,მთავარია ჩვენ რომელ გზას ავირჩევთ,მის მიხედვით განისაზღვრება ყოველი ეტაპი და ჩვენი ბედი,არაცერთი დამნაშავე არ რჩება დაუსჯელი და არცერთი კეთილი კაცი მადლობის გარეშე დარჩენილი.როგორც ზემოთ აღვნიშნე ყველას შეუძლია ამ გამოცდის ჩაბარება,მთავარია სტიმული არ დავკარგოთ,იმედი იმისა,რომ გავიმარჯვებთ,მიზანი დავისახოთ და ბოლომდე მივაწვეთ,არ დავნებდეთ.მაგრამ მაინც რატომ ვილაპარაკე ამდენი,იმიტომ რომ განურჩევლად ყველას სჭირდება ადამიანი,რომელიც მას გვერდში დაუდგება,გაამხნევებს,სტიმულს მისცემს,შეახსენებს მისი ამ შრომის აზრს,თუ რისთვის აკეთებს ამას,ყველას სჭირდება ნამდვილი სულიერი მეგობარი.მე არ ვამბობ რომ არ მყავს მეგობრები,რათქმაუნდა მყავს თან ძალიან ბევრი მაგრამ რა არის განსხვავება სულიერ და ადამიანურ მეგობარს შორის იცითი?
სულიერი მეგობრისთვის არ აქვს მნიშვნელობა შენს ასაკს, გარეგნობას, სქესს, ოჯახურ მდგომარეობას და სოციალურ სტატუსს.
ადამიანური მეგობრისთვის გაქვს ასაკი და სოციალური სტატუსი.
სულიერი მეგობრისთვის მნიშვნელოვანია იყო თავისუფალი, ბედნიერი, შეიმსუბუქო კარმული ამოცანები და გასხივოსნდე.
ადამიანური მეგობრისთვის მნიშვნელოვანია იყო ბედნიერი და გქონდეს კარგ შემოსავლიანი სამსახური.
აი ასეთი ადამიანი კი ნამდვილად არ მყავს.ერთ დღეს გავიღვიძე და მთელი ცხოვრება,ჩემი ბედნიერი ცხოვრება თავზე ჩამომექცა.ბედნიერი ოჯახი მქონდა,საუკეთესო მშობლები,მუდამ მომღიმარი დედა,იმდენად სათნო და კეთილი ქალი იყო მასზე აუგი არვის დასცდებოდა,უზომოდ ლამაზი მუქი ლურჯი თვალები,ხვეული ბუნებრივად მუქი წითელი თმა,ცხვირზე ჭორფლები,ღაწვები მუდამ ვარდისფერი,ტუჩები კი მუქი მუქი ვარდისფერი ქონდა.ეს ქალი იყო ის,რომელმაც თავისი სილამაზით და გონიერებით,გულუხვობით და გულკეთილობით ყველა აღფრთოვანებაში მოიყვანა.ძალიან ძლიერი და ღრმა,უზომოდ ღრმა შინაგანი სამყაროს მქონე ქალი იყო.
მახსოვს რაზეც არ უნდა ყოფილიყო გულდაწყვეტილი და ნაწყენი,ჩემთან ამას არასდროს არ ამჟღავნებდა,ისევე როგორც მამასთან,მუდამ იღიმოდა,რაც შემდგომ მის სახეს დაეტყო,თვალის ირგვლივ და ტუჩების ირგვლივ,მერე-მერე სიბერისაკენ რომ წავიდა ნაოჭები ჰქონდა.ასე კი აღვწერ დედას,მუდამ მომღიმარ ქალბატონად, თუმცა მოგეხსენებათ თვალები არ სტყუიან,მუდამ,მუდამ სევდიანი თვალებით შემომცქეროდა,ბაგეებს გააპობდა და იღიმოდა მაგრამ ეს გარეგნულად,თვალებში,თუ კარგად დააკვირდებოდი მათში იკითხებოდა,რომ ბოლო ხმაზე ქვითინი უნდოდა.
აი მამაჩემი კი დიდად სიკეთით ვერ დაიკვეხნის.როგორც თვითონ მიყვებოდა ხოლმე,ეკატერინეს (დედაჩემის)წყალობით სულ სხვა ადამიანად ჩამოყალიბდა,შეუყვარდა და ზუსტად ამ მომენტიდან დაიწყო სუნთქვა,უკვე ცხოვრობდა და არა არსებობდა.ეს იმ საშინელ მომენტამდე იმ....
-მის ლილიან,ვინმე მისტერ ჰაროლდი გეწვიათ.-ამდენ პრობლემასთან ერთად ახლა ესეც დამემატა.ნეტა რა უნდა,ვერ დარეკა?აქ რატომ მოვიდა
-გადაეცი,რომ ახლა არ მცალია და დაუპატიჟებელ სტუმრებს არ ვიღებ,თუ რამე აქვს სათქმელი ჯერ კიდევ 1945 წელს გაჩნდა პირველი იდეა ხოლო გამოიცა 1971 წელს ფიჭური კავშირი,და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი წელია არსებობს ტელეფონი.
-კარგით მის-კარი გაიხურა და გავიდა მე კი ჩემს რვეულს მივუბრუნდი,დღიურს ვერ დავარქმევ იმიტომ,რომ ასე ყოველდღიურად არ ვაწარმოებ,თან ძირითადად ჩემს წარსულის ტრავმებზე ვწერ მაშინ,როცა გული ძალიან მტკივა და თავს ძალიან მარტო ვგრძნობ.
აბა ვნახოთ სად გავჩერდით.
-ეს იმ საშინელ მომენტამდე სანამ...-ჯანდაბა ისევ ვიღაც შემოდის ჩემს ოთახში.
-მარია შეგიძლია მარტო დამტოვო?საქმე მაქვს
-თუ რამის თქმა გინდა პირადად მითხარი,არაა საჭირო შუამავლები,არ ვიცი შენთან როგორაა,მაგრამ იქ საიდანაც მე ვარ უზრდელობა და დიდი უპატივცემულობაა-ჩაიცინა,როცა ჩემი სიტყვები გამოიყენა.ზევით უემოციო სახით ავიხედე
-ბატონო ჰაროლდ,კანონის თანახმად ჩემი ნების საწინააღმდეგოდ მოქმედება და ჩემს სახლში უნებართვოდ შემოჭრა ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა,რომელზეც შემიძლიქ საჩივარი დავწერო.
-შენ წარმოიდგინე და არ მაინტრესებს,თან ეს შენობა მთლიანად ჩემია
-შენ წარმოიდგინედა ეს კონკრეტული ფართი ამ შენობაში ჩემია და დანარჩენი ვისიც გინდა იმისი იყოს-ღიმილმა გადაურბინა სახეზე,მაგრამ ძალიან მკრთალად თითქოს არ უნდოდა,რომ დამენახა,რატომაა ასეთი ცივი?
-ლილიან ნერვებს ნუ მიშლი, გუშინ ჩემი კაბინეტიდან გასვლის შემდეგ,უფროსწორად გაფრენის შემდეგ სამსახურში აღარ მოსილხარ.მიზეზი მაინტერესებს და შენი პასუხი შემოთავაზებაზე.
-მიზეზი მაქვს
-მართლა?აბა მითხარი-ცინიკური ხმით მითხრა
-არაა შენი საქმე,ხელშეკრულებას სამსახურის თაობაზე ხელი რომ მოვაწერე საფუძვლიანად გავეცანი იქ არსად ეწერა,რომ ვალდებული ვარ სამსახურის გარეთ საკითხებზე ჩემს უფროსს აჩოტები ვაბარო.
-შენ საერთოდ რა ადამიანი ხარ.ცხოვრება თავზე ჩამოგექცა,შეიგნე რომ აღარ ხარ ის პატარა განებივრებული გოგო,რომელიც სულ მეთამაშებოდა და მე სულ ვუცინოდი,გაიაზრე და შეეგუე რომ ის რის გარშემოც ყველა ბრუნავდა აღარ ხარ,დაინგრა ყველაფერი,ახლა ყველას კიდიხარ,გაიგე?საკუთარი მამაც კი არაფრად აღარ გაგდებს,მიხვდი რომ შენი ერთადერთი მშველელი მე ვარ გაიგე? მე,თუარადა წადი,წადი და იმ პედოფილს გაყევი ცოლად,ძაან კარგად იცი რომ ეს ასეა,არავინ გამოგიწვდის დახმარების ხელს,ნუ ელოდები როდის დარეკავს ზებო ზევით ზარებს და მინიშნებას მოგცემ.მე ერთადერთი
ვარ,ერთადერთი,ჩაიბეჭდე ბოლოს და ბოლოს ამ შენს პატარა თავში,ასე რომ საჯდომი დააყენე და დაუკვირდი შენს სიტყვებს.
გეშინოდეს მოვლენების განვითარების,შენმა ,,საყვარელმა"ბენჟამენმა შენზე ძებნა გამოაცხადა,სადაც დაგიჭერს იქვე მოგკლავს გაიგე? ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო,შენ ჩემამდე უნდა მოგეღწია,დანარჩენი კი ჩემზე იყო რომ შენთვის მეშველა,და ხო შენს საყვარელ მამიკოს არანაირ ინფორმაციას არ ვაწვდი.პირიქით ეკატერინეს თხოვნით მინდა მათგან დაგიცვა.
-მოიცა ვერაფერი ვერ გავიგე.საერთოდ ვინ ხარ,საიდან იცი ჩემს წარსულზე და დედაჩემზე.
-არ გახსოვს არა?
-რა უნდა მახსოვდეს ვინ ხარ?
-არავინ,ერთი უბრალო ადამიანი შენი წარსულიდან,რომელიც უზომოდ გიყვარდა.-არა,არა,არაა ახლა გავგიჟდები ეს შეუძლებელია,ის ვერ იქნება, ის ხომ მოკვდა, ჩემი თვალით ვნახე როგორ შეეტაკა ის მანქანა რომელშიც ის და მისი ოჯახი იჯდა დიდ ტრაილერს,და თქვეს რომ ვერცერთმა ვერ მოახერხა გადარჩენა,ეს შეუძლებელია.
-რა ქენი,გაიაზრე?-სიმწრის სიცილი ამიტყდა,კინაღამ ჩავბჟირდი,საჩვენებელი თითი მისკენ გავიშვირე
-შეენ?ეს შეუძლებელია,მე ვნახე,გესმის? აი ამ ორი თვალით დავინახე ყველაფერი და ამ ყურებით მოვისმინე თითოული სიტყვა,ახლა კი გაეთრიე აქედან დროზეე,წადი აქედან,წადი გთხოვ,წადი-ჩავიმუხლე და იატაკზე დავჯექი,თან ცრემლები იკვლევდნენ გზას ჩემს ლოყებზე-რატომ,რისთვის საიდან იცი ეს ყველაფერი,საიდან იცი ჩემი წარსული,რატომ მიხსნი ძველ და ძალიან,ძალიან ღრმა იარებს თავიდან,რატომ.წლები,წლები დამჭირდა რომ ეს ტკივილი შემემსუბუქებინა და ამას დღემდე ვცდილობ,დღე არ გავა ის სცენა თვალწინ რომ არ.წარმომიდგეს,იმ მომაკვდავი ბავშვის სხეული რომელიც მანქანოდან გადმოიყვანეს და ჩემს სახელს ჩურჩულებდა,რომელმაც ჩემა თვალწინ დალია სული.
ვინ ხარ და რა გინდა ჩემგან-ეს იყო ბოლო სიტყვები და ყველაფერი გაშავდა.

სიცოცხლის არსი(დასრულებულია)Where stories live. Discover now