1 თავი

941 57 7
                                    

შემოდგომის სუსხიანი დილა იდგა,ცივი ნიავი ნაზად არხევდა გაძარცვულ ხეზე ალაგ-ალაგ შემორჩენილ წითელ-ყვითელ,ცვრიან,სევდიან,მაგრამ ლამაზ,მკვდარ,მაგრამ სიცოცხლის მომნიჭებელ ფოთლებს.და აი კიდევ ერთი წყდება.მიწისკენ იწევს,ჰაერში ტრიალებს ისე გეგონება ბუნებას ემშვიდობებაო.რა მშვენიერია შემოდგომა!მიწაზე ხალიჩად დაგებულ ფოთლებში პატარა გოგო მოდიოდა ხელი დედაზე მაგრად ჰქონდა ჩაჭიდებული,მეორე ხელში ლამაზი ფერადი ქოლგა ეკავა,თბილად ეცვა მაგრამ აშკარად ეტყობოდა-სციოდა,სულ ცახცახებდა,მაგარმ იმდენად იყო მონუსხული ამ სილამაზით,რომ დედას უძალიანდებოდა და სახლში არ მიყვებოდა.ერთ-ერთი ხის ქვეშ,გრძელ სკამზე ორი მოხუცი იჯდა,თვალებში ეტყობოდათ,რომ ჯერ კიდევ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი,მათი გულები კვლავ ძგერდნენ ერთმანეთისთვის.შეყვარებული წყვილი ერთმანეთზე ჩახუტებულები მიუყვებოდნენ ხეივანს.ჯერ კიდევ არ იყო კარგად გათენებული ასე 8 საათი იქნებოდა,ისევ ანათებდნენ ქუჩას ყვითლად მოელვარე ლამპიონები.მთელი დღე,რომ ვმჯდარიყავი არ მომბეზრდებოდა ამ პეიზაჟის ყურება,სკამიდან ავდექი,ჩანთა ავიღე და მეც გზას გავუდექი,მაღაზიის ვიტრინაში ქალმა ახლად გამომცხვარი ღვეზელები შეაწყო,ჩაიხანასთან დილიდან უზარმაზარი რიგი იდგა.
საათს,როდესაც დავხედე მივხვდი,რომ უკვე ძალიან ვაგვიანებდი,ამიტომ ფეხს ავუჩქარე,ტაქსი გავაჩერე,ის ის იყო კარი უნდა გამეღო და ჩავმჯდარიყავი,რომ ვიღაცამ დამასწრო,საერთოდ ვერ შემამჩნია,ტელეფონზე ლაპარაკით იყო გართული,ეტყობოდა მასაც ძალიან ეჩქარებოდა.ჩავახველე რითიც მისი ყურადღება მივიბყარი.ულამაზესი ჭაობისფერი თვალები,ოდნავ მოშვებული წვერი,ვარდისფერი ტუჩები და შოკოლადისფერი თმა ჰქონდა.ასეთი სილამაზე არასდროს მენახა.შავ ქურთუკში გამოწყობილიყო,ყელზე ნაცრისფერი შარფი შემოეხვია და მკაცრი მზერით მიყურებდა თითქოს რამეში მადანაშაულებდა.ძალიან გავბრაზდი,როგორც წესი თავშეკავება არ მჩვევია,მაგრამ იმდენად მომნუსხა,რომ ხმაც ვერ ამოვიღე,უძრავად ვიდექი და ვუყურებდი.მან უტიფრად გამიღიმა,მძღოლს მისამართი უთხრა და კარი მიიხურა.
ალბათ ასე ვიდგებოდი დიდხანს, რომარა მანქანათა სიგნალი,რიმელმაც მთელი ქუჩა აიკლო.გულში ჩემს თავს ვლანძღავდი ასე რამ გამომაშტერა- მეთქი,ტაქსი პირდაპირ ცხვირწინ ამახიეს მე კი ხმაც ვერ ამოვიღე,ჩემს თავს ტაში დავუკარი,საათს დავხედე ძალიან მაგვიანდებოდა უკვე,სიმწრის სიცილით ჩავიცინე,ტროტუარს ფეხით გავუყევი,5 წუთის წინ უბრალოდ ჟინჟღლავდა,ახლა კი ისე უმატა გეგონებოდა ზევიდან სათლით ასხავენო.საშინელი ამინდი იყო,ცა ისე იყო მოქუფრული კაცი იფიქრებდა ღმერთი ცოდვების გამო გვსჯისო.

სიცოცხლის არსი(დასრულებულია)Dove le storie prendono vita. Scoprilo ora