2 თავი

461 44 1
                                    

ოთახში დაძაბულობამ იმატა,ძალიან ავნერვიულდი,ბოლოსდაბოლოს ამაზე ჩემი ბედი იყო დამოკიდებული,მაგრამ დილიდან ისე მომიშალა ნერვები ძალიან გამიჭირდება ზრდილობიანად ლაპარაკი.
-ისევ თქვენ?აი ახლა ნამდვილად აღარ გაქვთ გაბრაზების მიზეზი,ეს ყოველივე...
-საკმარისია,არ ვაპირებ ბოდიშის მოხდას.-მკაცრად მითხრა,სკამზე დაჯდა და ინტერესით შემომხედა.-მითხარით რით ხართ განსაკუთრებული,რატომ მაინცდამაინც თქვენ?
-ჩემს სივს თუ გაეცნობით...
-არ მჭირდება თქვენი სივი,ვინაიდან ჩემი ძვირფასი დრო თქვენ დაგითმეთ და გასაუბრებაზე დაგიძახეთ ეს უკვე მიუთითებს ბევრ რამეზე.მე მაინტერესებს თქვენი შეხედულებები,რას ფიქრობთ ჩემზე ან ჩემს კომპანიაზე.
-არ ვიცი რა ვთქვა.
-ის რაც ფიქრობთ,რომ სამსახურში აყვანაში დაგეხმარებათ.
-ვთვლი,რომ საკმაოდ წარმატებული ბრძანდებით,თქვენი ფირმის სახელი საქვეყნიდაა ცნობილი და თან საკმაოდ კარგი რეპუტაციით,ყველაზე მსხვილი ფირმებს შორის სიის თავში ბრძანდებით,მაგრამ რათქმაუნდა არის მინუსები და ვისაუბრებ კონკრეტულად ჩემი პროფესიიდან გამომდინარე.ფინანსები,გადარიცხვები,იურიდიული საბუთების შემდგომ პირველ ადგილს იკავებს.ფაქტიურად ეს ამოძრავებს ყველაფერს,თქვენ კი აქ საკმაოდ რთული მდგომარეობა გაქვთ ამ ეტაპზე.რაც შეგეხებათ თქვენ.
თქვენ ერთი ამპარტავანი კაცი ბრძანდებით,რომელსაც ყველაფერი თავში აქვს ავარდნილი,თითქოს მიზეზს ეძებთ,რომ ვინმე დაამციროთ,შიშის ზარს სცემთ ყველას,არავის აზრს არ ითვალისწინებთ...
-საკმარისია.საკმაოდ გულღიად საუბრობთ.თქვენი აზრით ასეთი დახასიათების შემდეგ კიდევ გაქვთ შანსი?
-თქვენ მთხოვეთ მეთქვა ის,რაც დამეხმარებოდა,რომ აგეყვანეთ.ჩემი აზრით არააქვს მნიშვნელობა ვინ იქნება,ყველა პირველ რიგში გულწრფელობას უნდა აფასებდეს და არა მლიქვნელობას.რეალობას თვალს უსწორებდეს და სიმართლის არ ეშინოდეს.-ჩაიღიმა,ანაზდათ წამოდგა და ნელი ნაბიჯით ჩემსკენ დაიძრა,ცხვირწინ ამესვეტა და ზევიდან დამხედა.ნელ ნელა დაიხარ
ა და ისე ჩამჩურჩულა თითქოს დიდ საიდუმლოს მიმხელსო.
-აყვანილი ხარ.-იქვე მაკოცა და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა.დავრჩი ასე გაკვირვებული.

სიცოცხლის არსი(დასრულებულია)Where stories live. Discover now