6 თავი

333 41 1
                                    

-ჰარი რაც არ უნდა იყოს ეს არის გრძნობა რომელსაც ყველაფერი სრულყოფაში მოყავს,ის რაც ქმნის ამ წუთისოფელს და შესაბამისად თუ გვსურს ეს სამყარო შევიცნოთ ამისთვის მხოლოდ სიყვარულს უნდა ვეზიაროთ.
თუმცა,,სიყვარული ერთია, მაგრამ მისი იმიტაცია - ათასი.''
-ფრანსუა ლაროშფუკო-დაამატა ჰარიმ.
-როდესაც გვიყვარდება ჩვენს ირგვლივ ყველაფერს ვაქრობთ,სადღაც აბსტრაქტულ სამყაროში გადავდივართ.ყველა ჩვენს ფერად ოთახში შევდივართ და კარს ისე მაგრად ვხურავთ,რომ არმცთუ ვინმე სხვა შემოდის იქ არამედ ჩვენ თვითონაც ვერასდროს გავდივართ.
-კარგი რა ლილი,რაც არ უნდა ოყოს ეს გრძნობა,იგი ადამიანს სისულელეების ჩადენისაკენ უბიძგებს,მას საკუთარ თავს აკარგვინებს.
-მოსაზრება იმის შესახებ,რომ როცა გიყვარდება საკუთარ თავს კარგავ ჩემი აზრით სიგიჟეა,რადგან ჩვენ სწორედ თავდაკარგული მოკვდავები ვართ,რომლებიც გამუდმებით,ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეცდომებს უშვებენ,პირიქით ამ დროს ჩვენ ჩვენს თავს შევიცნობთ,ის ვხდებით ვინც რეალურად ვართ,ვიხსნით ყველანაირ ნიღაბს და სამყაროს პირდაპირ თვალებში ვუყურებთ.ეს ის პერიოდია როცა არა მხოლოდ სხვამ უნდა გაგვიცნოს,არამედ ჩვენც მაქსიმალურად უნდა შევიცნოთ საკუთარი თავები.-ჰარიმ გამომხედა,მის თვალებში რაღაც დიდი იკითხებოდა ოღონდ არ ვიცი რა
როცა მიყურებს თითქოს ვხვდები რა ხდება მის თავში,მაგრამ ბოლომდე ვერა იმიტომ,რომ რაღაც ძალიან დიდს და ბევრს ამბობს.ამ ადამიანს ნამდვილად რწმენა აქვს დაკარგული
-მაგრამ ყველაზე უცნაური ის არის,რომ გამუდმებით თან დაგყვება ერთი და იგივე შეგრძნება,რომელიც თან კატასტროფულად საშინელი და საზიზღარია თან ყველაფრის სტიმულს გვაძლევს,გვაძლევს სტიმუს,რომ ეს გრძნობა შევინარჩუნოთ და გავუფრთხილდეთ საყვარელ ადამიანს-მუდმივად გეშინია მისი დაკარგვის,გეშინია,რომ ეს ყოველივე სიზმარია და არ გინდა აქედან გამოფხიზლება,მაგრამ ამავდროულად არ გეშინია არავის და არაფრის,იმიტომ რომ შენ გიყვარს,ეს კი ისაა რასაც ვერასდროს ვერავინ და ვერაფერი,თვით ღმერთიც კი( თუმცა ეს სისულელეა რადგან სიყვარულია სწორედ ღმერთი), ვერ მოერევა.
-შენი თქმით სიყვარული მშვენიერია, მაგრამ ხშირად მას სხვა გრძნობაში — სიყვარულზე დამოკიდებულებაში ურევენ.-მითხრა ჰარიმ და თვალებში ჩამხედა.
-მაგაში შემიძლია დაგეთანხმო.იცი ყველაზე უცნაური რა არის?
-შენ ხარ ყველაზე უცნაური რამ ამ სამყაროში,სხვანაირად გიმუშავებს ტვინი და ამ სამყაროს არ ეკუთვნი.ზოგჯერ ვფიქრობ რომ უცხოპლანეტელი ხარ და მიმალავ.-თავის ნათქვამზე გაეცინა, ჩემმა გულმა კი ბაგაბუგი დაიწყო.რაც ძალიან არ მომწონს
-ყველაზე დიდი შეცდომა ისაა,რომ ფიქრობენ ადამიანები,როცა ადამიანს  და სიყვარულს ასაკი ემატება, ადამიანი ბერდება, სიყვარული კი სუსტდება.რეალურად იმიტომ ბერდებიან,რომ აღარ უყვართ.თუ გიყვარს გაშვებაც უნდა შეგეძლოს ესაა ყველაზე მთავარი.სიყვარულიც თავისებური ომია, განსაკუთრებული სახეობაა ომისა და დაპირისპირებისა, ოღონდ, ნებისმიერი ომისა და დაპირისპირებისგან განსხვავებით, იქ მხოლოდ ის იმარჯვებს, ვინც მარცხდება, ანუ, ვისაც დათმობის, გაგების, მიტევების უნარი მეტი აღმოაჩნდება. ამიტომაც არის ყველასთვის და ყოველთვის გაუგებარი. მაგრამ ამავე დროს მიმზიდველიცაა და ძლიერიც, სწორედ იმიტომ, სრულებითაც რომ არ ცდილობ, გასაგები გახდეს ვინმესთვის…
-ლილიან ოდესმე გყვარებია?
-შენ თუ არ ჩაგთვლი,მაშინ არა.
-გასაგებია,ანუ ეს შენი წარმოსახვაა.-მითხრა და ჩაეღიმა
-ნუ იღიმი ბავშვი ვიყავი,შენ კი ჩემი ბავშვური გატაცება.და ხო მართალია მე ასე წარმომიდგენია და ასე მჯრა და თუ ეს ასე არ არის მაშინ რაღა დაგვრჩენიამ ამ ჯოჯოხეთში.შენზე რას მეტყვი,გყვარებია?
-არა და ვფიქრობ ეგეთი ადამიანი არ ვარ ვისაც სიყვარული ძალუძს.
-სისულელეს ნუ ამბობ,სიყვარული ყველას შეუძლია.და იცი რა?შენ ის ადამიანი ხარ ვინც ამას ყველაზე მეტად იმსახურებს.კარგი მე წავალ დავიძინებ,შეგიძლია ჩემი ოთახი მაჩვენო?
-ძალიან ცივა სახლში,გაიყინები მარტო ოთახში,სჯობს დღეს მისაღებში დავიწვეთ და ხვალ ოთახებშიც ავანთებ ბუხარს.
-კი მაგრამ რომელი საუკუნეა,ცენტრალური გათბობის შესახებ გსმენიათ რამე?
-შენ წარმოიდგინე და გამიგია რაღაც.
ეს სახლი ბაბუაჩემმა ააშენა ზამთარში აქ იკრიბებოდნენ ხოლმე და აქ აღნიშნავდნენ ახალ წელს.ეს ტრადიცია ბაბუას გარდაცვალების შემდეგ დაირღვა,აღარც აქ ამოდიან და სახლი ხელუხლებელია,ზუსტად ისეთი როგორიც მეოცე საუკუნის დასაწყისში აშენდა.და თან აქაურობას ბუხარი უფრო უხდება
-კარგი და სად დავწვეთ?
-სავარძელზე
-კარგი. შენ?
-რა მე?
-შენ სად დაწვები?
-ხომ გითხარი სავარძელზე თქო
-რაღაც გეშლება.აქ ერთი სავარძელია.
-ხო და მე მასზე ვიძინებ
-და მე?
-ლილიან უკვე ნერვებს მიშლი.ჩემს გვერდით ტახტზე,მაგრამ თუ გინდა იატაკზე დაწექი
-აი ნამდვილი ჯენტლმენი მამაკაცი
-მე შემოგთავაზე
-შენ რომ...
-და კიდევ,შანსი არ გაქ მაინც ვერ მაიძულებ პოლზე დაწოლას.-ჯანდაბა ,არადა ყინავს,ვერსად წავალ,თან ძალიან მეძინება,სხვა გზა არ მაქვს.ჰარიმ საბანი ჩამოიტანა მეორე სართულიდან და ტახტზე გაიშხლართა.
-მიიწიე
-დანებდა პატარა ფისუნია?
-ეგრე კიდევ დამიძახებ და თავს გაგიტეხავ.კარგად იცი არ გამიჭირდება
-კარგი ხო,შენი უნდა ეშინოდეს კაცს.-გვერდით მივუწექი მაგრამ ისეთი სივიწროვე იყო მომიწია,რომ მჭიდროდ მივკრობოდი.ჰარიმ თმაზე თამაში დამიწყო,რაც ძალიან მსიამოვნებდა.
-ლი გახსოვს ბავშვობაში კოშმარები რომ გაწუხებდა?
-კი და ისიც თუ ჩვენთან რჩებოდი ან პირიქით სულ შენთან მოვრბლდი.
-მაშინაც ასე გვეძინა.მაშინ ძაან კი ვჭირვეულობდი და თავს ვიგიჟებდი მაგრამ შენთან ერთად დროის გატარება ჩემთვის ბედნიერება იყო.ატირებულს რომ გხედავდი მინდოდა ის მეცემა ვინც შენი ცრემლების მიზეზი იყო
-ჯოშუა შენ ცემე?მაშინ რომ გკითხე დამცინე
-კი
-რატომ არ მითხარი?
-გეგონებოდა რომ მომწონხარ და თან მშობლები დამსჯიდნენ სხვისი ცემისთვის.
-გასაგებია...
რა შეიცვალა ჰარი?რა მოხდა,ასე რატომ დავისაჯეთ ორივე?
-შენ თვითონაც იცი პასუხი ეს ცხოვრება ხომ გამოწვევაა.
-კი მაგრამ ნორმალურ ხალხთან ასე არ ხდება.
შენ 7 წლის ასაკში ყველა დაკარგე:დედა,მამა,და;
მეც გადავიტანე ბევრი რამ,იმ ავარიის შემდეგ ფსიქიატრების დახმარება დამჭირდა მდგომარეობიდან გამოსასვლელად,ზუსტად 4 წელი ვმკურნალობდი,ბავშვები ახლოს არ მეკარებოდნენ,ყველას გიჟი ვეგონე.მერე დედა დავკარგე,შემდეგ მამა,ცხოვრება და ბოლოს საკუთარი თავიც.აღარ ვიცი ვინ ვარ,რას ვაკეთებ,სად მივდივარ.ახლა ბენიც გამოჩნდა,რომელსაც ჯერ ჩემი ცოლად მოყვანა უნდოდა,ახლა კი მოკვლა.ხო ისე რა საჭირო იყო ჩემი ცოლად მოყვანა?
-იმისთვის რომ ეს აგრესია გამომეწვია მასში.აქამდე უბრალოდ ცოლობას გთხოვდა და შემდეგ დაიწყებოდა ყველაფერი ისე რომ ამას ვერავინ დაინახავდა,შენ გაგაუბედურებდა, თვითონ კი დაუსჯელი დარჩებოდა.რა გგონია მართლა სამსახურზე იყო დამოკიდებული შენი ბედი?ახლა კოვზი ნაცარში ჩაუვარდა და გეგმა ბ ზე გადავიდა,შენ გათხოვდი ამიტომ ღიად დაიწყო მოქმედება ასე კი ნამდვილად შევძლებ მის დაჭერას
-არ გაინტერესებსს საიდან დაოწყო ეს ყველაფერი?
-არა
-რატომ?
-ეს ეკატერინეს ეხება,რაც მტკივნეული თემაა პირველრიგში შენთვის.
-მართალი ხარ,მაგრამ ოდესმე მაინც გიამბობ.მაშინ როცა ყველაფერი დამთავრდება.
-რას გულისხმობ?
-
-ლილიან მიპასუხე
-ჰარი მეძინება
-მიპასუხე თორემ არ მოგასვენებ-ოდნავ წამოიწია და ღუტუნი დამიწყო
-გეყოს ვეღარ ვსუნთქავ.გეტყვი-გაჩერდა და ზემოდან დამხედა
-გისმენ
-მაშინ როდესაც ყველაფერი დამთავრდება ანუ როდესაც ყველაფერი დაიწყება.
-ლილიან,ერთმანეთს სხვა სამყაროში რომ შევხვედროდით,იქ სადაც ეს ყველაფერი არ არის,იქ სადაც არც წარსულია და არც მომავალი,რა იქნებოდა?ვგულისხმობ ჩემსა და შენს შორი.
-უსათუოდ ძლიერ შემიყვარდებოდი,ოღონდ მანამდე ძვლებში მაგრად დაგამტვრევდი
-რატომ შეგიყვარდებოდი?
-როდესაც წარსული არ გაქ,არც მოგონებები გაქვს, არააქ მნიშვნელობა კარგი თუ ცუდი,არ გაქვს,შესაბამისად არც დასაკარგი.როდესაც მომავალი არ არსებობს,ფიქრიც არ არსებობს მასზე,არ ფიქრობ შედეგებზე,იმაზე თუ რა იქნება.იქ სადაც მტრობა არ არის,იქ სადაც მკვლელობა არ არის,ესეიგი ბოროტებაც არ არის.ეს კი სამყაროა რომელსაც სამოთხეს ეძახიან ჰარი.და დარწმუნებილი ვარ როდესაც ორივე იქ ამოვყობთ თავს,აუცილებლად შეგიყვარებ რადგან მინდა სულიერ მარადისობაში შენთან ერთად ვიყო.იდეალურ სამყაროში,იქ სადაც სრულყოფაშია მოყვანილი ყველაფერი,მათ შორის გრძნობებიც და დაე ერთად გადავიხადოთ ცოდცებისათვის და თუ სიყვარული ზეციური ცოდვაა დაე მარადისობაში ვიხადო ეს ვალი
-რატომ მაიცდამაინც მე?
-იმიტომ რომ ერთადერთი ხარ ვინც გვერდში მიდგას და ერთადერთი რისი მოცემაც შენთვის შემიძლია ეს ჩემი სამყარო ანუ ჩემი გულია
-მაგრამ არა აქ,არა?
-არა აქ,სადაც ყველაფერი ბნელეთმა მოიცვა,ასეთ საჩუქარს მოფრთხილება სჭირდება,თან იგი ისეთი უმანკო და სუფთაა როგორც ჩვილი,არ მემეტება ამ ტალახისთვის,რომელსაც მიწა ჰქვია.
-ძალიან უცნაური ადამიანი ხარ?
-როგორი უცნაური?გიჟი?
-არა.საოცრად ჭკვიანი ქალი,საოცრად მომხიბვლელი და რაც მთავარია არ ვიცი რატომ.იმედის მომცემი.
-ჰარი ისე ლაპარაკობ გაფრთხილებ ჩემი შეყვარება არ გაბედო
-სიყვარულის და მისი უკვდავობის დიდად არ მჯერა,შენ კარგად იცი ჩემი შეხედულება მასზე.
-გავიგე-ეს ვთქვი თუ არა თვალები მიმენაბა და ძილბურანში ვიყავი უკვე,როდესაც საოცრად ჩუმი ხმა შემომესმა,თითქოს ძალიან ძალიან შორიადან:
-მაგრამ უკვე გვიანია.

☆☆☆

  უკვე გათენდა და მეც ზანტად ვახელ თვალებს,მაგრამ ორი ზურმუხტის წიაღში ვიძირები.
-როგორც იქნა,მეგონა ძილში გაიპარე
-შენ ადრე ადექი რა ჩემი ბრალია
-ადექი და რამე გააკეთე ძალიან მშია ჩემო მეუღლევ
-მეუღლე იქნება მუშტი რო წამოვა ცხვირში
-უკვე დავიღალე შენი მუქარით,ხომ იცი რომ ვერაფერს იზავ მაინც არა?

☆☆☆

-მოდი დაჯექი,სანამ გაცივდა ჭამე.-ჰარი მოვიდა და უზარმაზარ 40 კაციან მაგიდაზე მოკალათდა.ეს მაგიდა იმსიგრძეა მანქანა დაგჭირდება ერთი თავიდან მეორემდე რომ მიხვიდე და მანქანაში 2 ბაკი ბენზინი ალბათ.
-აუ კიდე მტკივა
-აბა რა გეგონა პროვოკაციაზე რომ მაგებდი
-მივირთვათ და გეგმა უნდა მოვიფიქროთ.
-რას ფიქრობ უნდა გამოიჭირო თუ...
-მეტად უნდა გავაღიზიანოთ.როგორც ვიცი ნარკოტიკს ეზიდება დიდი რაოდენობით.ძირითადი საფუძველი ეს იქნება.ისე უნდა გავაკეთოთ,რომ მარცვლეული,რომელშიც იგი ნარკოტიკს მალავს,ოღონდ სანამ ნარკოტიკს ჩადებენ, დანიშნელების ადგილამდე არ მივიდეს,რის გამოც გეგმა "ბ" ზე გადავა და მანქანებს გამოიყენებს,კონკრეტულად კი სასწრაფო დახმარების მანქა ნებს. გეგმა შესრულდება,მაგრამ ბოლოში გასულებს პოლიცია დაიჭერს.
-რა იცი რომ სწორედ ეს იქნება ჩავარდნილი საქმის შემდეგ მისი შემდეგი სვლა?და ასე რომც იყოს პოლიცია მის კვალზე არამგონია ასე მარტივად გავიდეს
-დამიჯერე ასე იქნება,ძალიან ჭკვიანია ,მაგრამ იმდენს მივაღწიე რომ მასზე ერთი ნაბიჯით წინ ვარ.ერთადერთი რომელ მანქანასაც არ აჩერებენ რეანომობილებია.მართალია ასე მარტივად კი არა ამით ვერავინ ვერ გავა მის კვალზე.უბრალოდ გეგმა ჩაუვარდება და საქონელს დაკარგავს.ზემოდან კი ბრძანება მოუვა.
-რა ბრძანება
-არ ვიცი მაგრამ სანამ ეს მოხდება ისე უნდა გავაკეთოთ რომ ბრძანებაში შენ ფიგურირებდე.

სიცოცხლის არსი(დასრულებულია)Unde poveștirile trăiesc. Descoperă acum