13 თავი

247 36 3
                                    

  როგორცკი გაითიშა მაშინვე გამოვვარდი ნომრიდან და კაზინოსკენ გავემართე.ჰარი და ნაილი კვლავ ბართან ისხდნენ და ვიღაცას ესაუბრებოდნენ.მივუახლოვდი,ჰარის მხარზე ხელი დავადე და მანაც არ დააყოვნა.ჩემსკენ შემოტრიალდა,ნაილს მხარზე ხელი გაჰკრა,უცნობს,რომლის სახეც არ დამინახავს ვინაიდან ჩემგან ზურგით იჯდა დაემშვიდობა,გასასვლელისკენ დავიძარით და მანქანაში 2ლედ,სანამ გავთიშავდი მაქსიმალური ინფორმაცია გამოვძალე...
-რას ნიშნავს გათიშავდი
-და თქვენ რა გგონიათ იქიდან როგორ წამოვედი.ყველაფერი მომიყვა და მერე გამომიშვა?
-განაგრძე.-მითხრა ჰარიმ,ისე რომ ჩემსკენ არცკი გამოუხედავს.
-გსმენიათ რამე ტოდ ოლქვინის შესახებ?
-არა
-ის იმ თქვენი დიადი ხუთეულის ერთ ერთი წევრია.ის ვის დაქვემდებარებაშიც იყო ბობი.
-ანუ დარჩა კიდევ 3.
საქმე ისაა რომ ჩვენ მათი რიალური სახელები,მონაცემები,მოკლედ მათზე არაფერი არ ვიცით.ლილი,დედაშენის გაქრობის შემდეგ...
-გაქრობის?-ვერ მივხვდი ეს სიტყვა რომ ახსენა,შემდეგ კი ჰარის წაშლილ სახეს შევეჯახე,რამაც ძალიან ბევრი კითხვა გამიჩინა.-რას ნიშნავს გაქრობა?
-მინდოდა მეთქვა სიკვდილი...
-და მე ორი წლის ბავშვი ვარ?
არ გაქვთ უფლება დედაჩემის შესახებ რამე დამიმალოთ.
-ჰარი იქნებ აჯობებს ყველაფერზე ილაპარაკოთ?
-ნაილ ახლა ამის დრო არ არის.მეტად სერიოზული საქმე გვაქვს.
-ჰაროლდ...
-არა მეთქი.-მე უბრალოდ ვიჯექი და არ ვიცოდი რა უნდა მექნა.შემდეგ თავი ამტკივდა,საშინლად ამტკივდა თავი,ტკივილისაგან დავიყვირე.ნაილმა მანქანა გააჩერა,ჰარიმ კი შეშფოთებულმა გამომხედა.
-რა ხდება ლილი,კარგად ხარ?
-თავიიი...
-საავადმყოფოა აქვე წავიდეთ?
-ნაილ დაძარი მანქანა სწრაფად.-დაიყვირა ჰარიმ.
-არა გთხოვთ,უკეთ ვარ
-ლი გტკივა.
-არ მინდა მეთქი,კარგად ვარ.
-უკვე ყელში ამოვიდა.რატომ ხარ ასეთი ჯიუტი,რატომ ვერ თმობ შებს სულელურ პრინციპეპს,რა ჯანდაბა გემართება,მუდმივად რატომ იქცევი ჩემი სიტყვის საწინააღმდეგოდ და რატომ მიშლი ნერვებს.რატომ აკეთებ ამას.იმ დღესაც გითხარი სახლში დარჩენილიყავი,შენ კი უკან გამომყევი და კინაღამ ტყვიამ გიმსხვერპლა,ბარში გითხარი ხმა არავის გასცე და ყურადღება არ მიიქციო მეთქი და მთელი ბარი ფეხზე დააყენე,გითხარი იმ კაცს არ გაყვე მეთქი მაგრამ გაყევი,ახლა გეუბნები წამოდი საავადმყოფოში მეთქი და შენ ისევ ჯიუტობ.თითქოს არ გინდა რომ რაიმეში მართალი ვიყო და სულ რომ 100% ით დარწმუნებული იყო,რომ სწორს ვამბობ,მაიმც შენი რაღაც აკვიატების გამო საპირისპიროდ მოიქცევი,ხრამში გადავარდები ოღონდ ჩემს ჭკუაზე არ გაიარო.დავიღალე ლილი,გესმის?რატომ ვერ ხვდები,რომ ჩემთვის ყველაფერი ხარ,შენ რომ რამე დაგემართოს,ღმერთო ამის წარმოდგენაც კი არმინდა.რატომ ვერ შეიგნე ეს?რატომ ხარ ასეთი ეგოისტი,გულქვა.არ გაინტერესებს სხვისი გრძნობები,როგორ გაუბედურდება ვიღაც შენი დაკარგვით,შენი ტკივილით.სხვაზე არასდროს არ ფიქრობ.ჩემზე არ ფიქრობ.-მთელი ამ დრიის განმავლობაში ფანჯარაში ვიყურებოდი,რაღაც დოზით ჩემს ანარეკლს ვუყურებდი და კიდევ უფრო შემძულდა ჩემი თავი.ეს ბოლო წვეთი იყო.მძულდა ის ფაქტი რომ ვარსებობდი,ის რომ საერთოდ ამქვეყანას მოვევლინე,ის რომ ახლა აქ ვიყავი,მძულდა ის რომ მიყვარდა,ის რომ სხვისთვის რაღაცას ვნიშნავდი,მძულდა მე ეს ყოველივე,მძულდა რომ ადამიანი ვიყავი.
   ცრემლები მოვიწმინდე სახიდან და ამ დროს მანქანაც გაჩერდა.მაშინვე გადავხტი და გავიქეცი,რაც ძალა და ღონე მქონდა გავრბოდი,ფეხსაცმელები გავიხადე და გადავყარე.იქვე კიბეები იყო,რომრლზეც დიდი სისწრაფით ჩავუყევი.უკნიდან ბოხი ხმა მესმოდა,რომელიც ჩემი სახელის ყვირილით არ იღლებოდა.გზაში ტირილს ვუმატე,როგორც იქნა ეს საფეხურები დამთავრდა და დიდი მინდორი გამოჩნდა.არ ვიცოდი სად ვიყავი,უბრალოდ უკვე მწვანედ აბიბინებულ ბალახზე გავრბოდი.აქაურობა ულამაზესი იყო და საოცრად ვრცელი.წარმოდგენა არ მქონდა შუა ქალაქში ასეთი ადგილი თუ იარსებებდა.ახლა თავში იმდენი ფიქრი მიტრიალებდა,იმდენი აზრი მაწუხებდა,იმდენი რამის გამო მტკიოდა და ვტიროდი,რომ სათვალავი ამერია,სიგიჟის ზღვარზე ვიყავი.თუმცა მაინც გავრბოდი,თავისუფლებისაკენ მივიწევდი,იმ ადგილისაკე  სადაც ასეთი ცხოვრება არ მექნებოდა,სადაც ვერავინ შემამჩნევდა და სადაც ჩვეულებრივი ვიქნებოდი.იქ სადაც უკეთესი ვიქნებოდი,უკეთესი ვიდრე ეს ცოდვებით და სიბოროტით სავსე ადამიანია.
  მაგრამ ვერ შევძელი გაქცევა.დამიჭირა და არ დამაცადა თავისუფალი გავმხდარიყავი.ჩემს წინ ღრმა წყალსაცავი იყო,ადგილი სადაც გადავხტებოდი და თავისუფალიც გავხდებოდი.არ მაცალა,ისევ დამაკავა და თავისკენ უხეშად შემატრიალა.
-საით ლილი,მტოვებ და მიდიხარ არა?-მიყვირა რაც ძალა და ღონე ჰქონდა ჩემს ლოყებზე კი ცრემლები სვლას არ წყვეტდნენ.-შეგახსენებ რომ ამ დედააფეთქებულ სამყაროში ერთად გავიჭედეთ,შენ მიდიხარ და მე მტოვებ?რა გინდა ვერ ვხვდები.მეც მტკივა,მეც მსურს თავისუფლება.-ისევ ყვიროდა.-მაგრამ იცი რა?დავიღალე?გესმის დავიღალეეეე,ძალიან დავიღალეეეეე.რამდენჯერ უნდა გთხოვო რომ არ დამტოვო,ამას კი იმიტომ ვაკეთებ რომ არ მინდა მე მარტო დავრჩე ამ სიბნელეში.მაშინ შენთან გამიყოლე,მეც თან წამიყვანე.-თვალებში ცრემლები აუბრჭყვიალდა.-აქ აღარაფერი მაკავებს.ოჯახი დავკარგე,არც შენ არ რჩები ჩემთან,შენც მტოვებ და მიდიხარ,ხოდა მეც მოვდივარ.-ხელი ჩამკიდა და წყალსაცავისკენ რასაც ქვია წაამათრია.
-რას აკეთებ.
-
-ჰარი გაჩერდი გთხოვ
-
-გეხვეწები.
-რატომ მთხოვ,ხომ მიდიოდი,ხოდა წადი გიშვებ ოღონდ მეც მინდა იქ წამოსვლა.
-ჰარი შენ არ გაქ ამის მიზეზი.-გაიცინა,გაიცინა კი არა ჩაბჟირდა მაგის ხსენებაზე.
-და რატომ გგონია,რომ მარტო შენ გაქ პრობლემები.ოდესმე  ჩემით დაინტერესებულხარ?რა მტკივა,რა მაწუხებს,რა მახარებს.
არა,არასდროს.დედა,მამა,ჯემა,მე ყველა დავკარგე,შენ დაგგკარგე.წარმოდგენა მაინც გაქ მე რა მაქვს გამოვლილი?
იცი რა საშინელი წარსული გამოვიარე,როდესაც შენ შენს დიდ სასახლეში იჯექი და იმის გამო წუხდი რომ დედამ კუთხეში დაგაყენა.-და აი ახლა მივხვდი რომ მე მასზე საერთოდ არაფერი ვიცოდი.
-ისე ვიყავი ჩემს პრობლემებში თავით გადაშვებული,რომ ვერ მივხვდი იგი სხვასაც თავს რომ მოვახვიე.ისე დამაბრმავა ამ ყველაფერმა გარშემო მყოფებს ვეღარ ვამჩნევდი.მეგონა რომ მათი სევდა და წუხილი წარმავალი,დროებითი და ჩემთან შედარებით არაფერი იყო.
-ლილი ამასთან ერთად ისიც კი ვერ შეამჩნიე როგორ ძლიერად შემიყვარდი.იმდენად ეგოისტი ხარ,იმდენად სასტიკი ხარ სხვას ყურადღებასაც არ აქცევ.განა ვერ ამჩნევ,ამას განგებ აკეთებ.გგონია რომ ეს ღირებული არ არის?
გგონია რომ ეს გრძნობა შენდამი არაფერია?მის მოსაპოვებლად და მისაღებად ხალხი ყველაფერს აკეთებს იცი ეს შეენ?მე კი ჩემი გული გაჩუქე,ყველაზე ძვირფასი რამ,შენ კი ეს არ დააფასე.-საშინლად მატკინა ამ ყველაფერმა გული,ნაწილებად დამშალა.მუდამ ვიცოდი რომ ეს ასე იქნებოდა.მაგრამ მაინც რატომ მეშინოდა სიყვარულის ამ სამყაროში?იმიტომ რომ არ მემეტებოდა ამ წუმპესთვის თუ იმდენად ეგოისტი ვარ სულ ჩემს თავზე ვფიქრობ და ტკივილის მეშინოდა.მგონი მეორე ვარიანტია სწორი.ჰარის სიტყვებმა დამაფიქრა და მიმახვედრა,უფრო სწორედ კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში,რომ არარაობა ვარ.სწორედ ის ლეში,რომელიც დედანიწას თავისი წონით უაზროდ ამძიმევს,ის რომელმაც არ დააფასა ამ ცხოვრებაში არაფერი.ერთი ქმედების გამო მთელს სამყაროზე გული ავიცრუე,მასში მხოლოდ ცუდს ვხედავდი და ამ დროს კარგი გვერძე მრჩებოდა.მართალი იყო,არ დავაფასე ის ერთადერთი ვინც მე შემიყვარა.მე ჩემს სიცოცხლესაც კი არაფრად ვაგდებდი და ახლაც იგივეს ვაკეთებ.მგონი დროა ჰარის ეს საშინელება ჩამოვაშორო.
-იცი რა მართალი ხარ.-გაკვირვებული მიყურებდა ეს სიტყვები იმდენად მშვიდად წარმოვთქვი.მასთან მივიწიე და ბაგები მისას მივაწებე.ეს იყო უკანასკნელი კოცნა,ამიტომ იყო ასეთი ნაზი,ჰაეროვანი,რბილი,ტკბილი და თან საშინლად მწარე.შემდეგ მოვშორდი.ჩემს ბენიტონში ვარსკვლავები ბრწყინავდნენ,ვეება ციდან კი მთვარე დაგვყურებს,ამელა ველი მხოლოდ მისი შუქითაა მოფენილი და ისიც ჩვენთან ერთად ცხარე ცრემლებით ტირის.სტკივა ჩვენს გამო,ამხელა სიყვარულის გამო,რომელიც ჩემსში არასოდეს გაქრება და დიდ იარად მექცევა.ჩავიხედე მის ზურმუხტებში.ჩავიძირე,ღრმად ჩავიძირე და დავიკარგე.არვიცი რამდენი ხანი ვიდექით ასე.ახლახანს შევამჩნიე სარწყავი ჩაურთავთ და მთლიანად გალუმპულები ვიყავით,თუმცა არ გვანააღვლება,ბევრად მნიშვნელოვანი საფიქრალი გვქონდა,ახლა ჩვენს შორის რაც ხდება ეს არასდროს მომხდარა.აქ რაღაც უხილავი ველია.ვუყურებ და ვხვდები რომ ვერასდროს შევძლებ მის დავიწყებას.
  მის ღაწვებზე ჩემი ხელის გული დავასვენე,მოვეფერე.
-მშვიდობით,ჩემო სიყვარულო.-შემოვტრიალდი და ნელი ნაბიჯით მოვშორდი მის გაქვავებულ სხეულს.უკან არ მიმიხედავს,ეს მას კიდევ უფრო ატკენდა,ხოლო მე გამანადგურებდა.განა მოვასწარი რამდენიმე თვეში ამ კაცის ასე ძალია ნ შეყვარება?მგონი ამას კითხვა აღარ სჭირდება.გული მეწვიდა.სული კიოდა.მთლიანად ცეცხლის ალში ვიყავი გახვეული.ისევ წინ მივიწევდი,არ ვჩერდებოდი,წყალმა მთლიანად დამასველა,ქარი ჰქროდა მაგრამ ჩემი დარდი ვერ მიჰქონდა,ძოწისფერი კაბა კი ჰაერში ნარნარებდა.

სიცოცხლის არსი(დასრულებულია)Where stories live. Discover now